ლეგიონერები

17:57 | 15.05.2019 | ნანახია 1519 - ჯერ

დონაძე კარიერას რუსულ “სლავაში” გააგრძელებს

“ბათუმის” 33 წლის მორაგბე ტარიელ დონაძე (სიმაღლე 182 სმ. წონა 115 კგ.) რუსული “სლავას” წევრი გახდა და დღეს საღამოს, ახალ გუნდთან ერთად პირველ ვარჯიშს ჩაატარებს, მისი სავარაუდო დებიუტი კი, 19 მაისს, პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში, ნოვოკუზნეცკის “მეტალურგთან” შედგება.
დონაძე, რომელიც მარჯვენა ბურჯად ირჯება, 1986 წლის 4 აპრილს თბილისში დაიბადა, თამაში კი 2004 წელს დედაქალაქურ “უნივერსიტეტში” დაიწყო. მისი პირველი მწვრთნელი ბადრი ბოხუა იყო. ტარიელი საქართველოს სამგზის ჩემპიონია: 2011 წელს – “არმიაში”, 2017-ში – “ჯიქში”, 2019-ში კი – “ბათუმში”.
კარიერის განმავლობაში, დონაძეს ხუთ კლუბში უთამაშია: “უნივერსიტეტი” (2004-2009), “ბათუმი” (2009-2010, 2017-2019), “არმია” (2010-2013, 2015-2016), “როდეზი” (საფრანგეთი, 2013-2015), “ჯიქი” (2016-2017).
საქართველო XV-ის მაისურით ტარიელს 2 ტესტ-მატჩი აქვს ჩატარებული “არგენტინელი იაგუარებისა” და ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვური “სლავას” მთავარი მწვრთნელი ასევე ქართველი გია ამირხანაშვილი გახლავთ, მხირე ხნის წინ კი ამ გუნდში კიდევ 5 ქართველი მორაგბე ჩაირიცხა: მიხეილ ორაგველიძე, რობერტ სუთიძე, რევაზ ბროძელი, სანდრო ილურიძე, საბა ილურიძე.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:44 | 20.05.2019
ზებე (86)

ჩაკეტეთ საზღვარი რუსეთთან და ყველა იქ გადასულ ადამიანს დაარქვით მოღალატე! სხვა ჩვენ არაფერი გვეშველება. სახელმწიფომ დაგიხოცოს შენი ქვეყნის მოქალაქეები პატრიოტები ჯარისკაცები დაგბომბოს, მიწასთან გაგასწოროს წაგართვას ტერიტორიები , ეცადოს წაგართვას ეროვნულობა, საკუთარი ენა და კიდევ უამრავი უღირსი საქციელი ჩაიდინოს შენს წინააღმდეგ და შენ კიდევ ტ....ი უძვრებოდე ეს მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია!

13:47 | 17.05.2019
გორდა (250)

ისე, ვინმემ თუ იცით დაწერეთ, დიდი 10-ის მოთამაშეები მასიურად რუსეთში თავისუფალ დროის ინტერვალში მიდიან (როდესაც დიდ 10-ში შესვენებაა) თუ "კაპიტალურად"?
თუ მხოლოდ მცირე დოით მიდიან, რადგან ჩვენს შიდა ჩემპიონატს და რუსეთის პირველობას შორის დროში დიდი აცდენაა, მაშინ არ არის საგანგაშო. პირიქით, კარგიცაა, რადგან ივარჯიშებენ, ითამაშებენ, ფინანსურადაც იხეირებენ და ამით დიდი 10-ის ხარისხიც აიწევს.
თუ საერთოდ გადადიან, მაშინ ვერ არის საქმე კარგად, შიდა ჩემპიონატის ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირდება. სანაკრებო თვალსაზრისითაც არ არის რაიმე განსაკუთრებული წინსვლა.

17:48 | 16.05.2019
პანტელეიმონი (1218)

ჩვენი მორაგბეების გადინებამ რუსეთის ჩემპიონატში საგანგაშო ხასიათი მიიღო ! ! !
საქართველოს რაგბის კავშირმა საწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები, თუ ეს პროცესი მათი მონაწილეობით არ მიმდინარეობს! ! !

3.063746