2019 წლის მსოფლიო თასის ბილეთებზე უპრეცენდენტო მოთხოვნის გათალისწინებით, საორგანიზაციო კომიტეტი ბილეთების გაყიდვის მორიგ ეტაპს აცხადებს, რომელიც 18 მაისს საქართველოს დროით 13 საათზე (იაპონიის დროით 18 საათზე) დაიწყება და 2019 წლის ივლისის ბოლომდე ამ გვერდზე გაგრძელდება (მსოფლიო თასის ბილეთების გაყიდვის ოფიციალური გვერდი): https://tickets.rugbyworldcup.com/
გარდა ამისა, საორგანიზაციო კომიტეტმა გამოაქვეყნა მსოფლიო თასის ფან-ზონების ლოკაციები, სადაც ტურნირზე ჩასულ ქომაგებს დაუვიწყარი სარაგბო ზეიმი და გარემო დახვდებათ. ფანზონების ლოკაციები ნახე აქ: Rugby World Cup 2019 Fanzones
აღსანიშნავია, რომ გაყიდვების მორიგ ფაზასთან ერთად, 31 მაისს, იაპონიის დროით 18 საათზე, ამოქმედდება მსოფლიო თასის ბილეთების მეორადი გაყიდვების ოფიციალური სერვისი. ამ პლატფორმის მეშვეობით ქომაგებს შეეძლებათ იმ ბილეთები შეძენა, რომელზეც დასწრებას ის ქომაგები, ვინც ბილეთები მანამდე შეიძინეს, ვეღარ ახერხებენ. ამ სერვისის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ბორჯღალოსნების მატჩები ჯგუფურ ეტაპზე, "დ" ჯგუფი
უელსი - საქართველო, 23 სექტემბერი, 14:15, ტოიოტა სითი
საქართველო - ურუგვაი, 29 სექტემბერი, 09:15, კუმაგაია
საქართველო - ფიჯი, 3 ოქტომბერი, 09:15, ოსაკა
ავსტრალია - საქართველო, 11 ოქტომბერი, 09:15, შიზუოკა
2019 წლის მსოფლიო თასის მატჩების >>> განრიგი
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია