საქართველოს 7-ქალა ნაკრები გამთენიისას გერმანიაში გაემგზავრა, სადაც 27-28 აპრილს ბონის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
ჩვენმა გოგონებმა შარშან რაგბი ევროპის „კონფერენც დივიზიონი“ მოიგეს და „ალაფაზე“ აღზევდნენ, სადაც ივნისში ორ ეტაპს, ბუდაპეშტსა (უნგრეთი) და ლისაბონში (პორტუგალია) ითამაშებენ და რანგით მეორე დონის ტურნირში ადგილის შენარჩუნებას ეცდებიან (10-ეულში მოხვედრა 12 გუნდს შორის).
ჯაბა მალაღურაძეს შეგირდები ცოტა ხნის წინ ერთკვირიან შეკრებაზე ყავდა, საიდანაც ის 12 შეარჩია, რომლებიც „ალაფისთვის“ მოსამზადებლად პირველ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. ბონში ჩვენი გუნდის მეტოქეები მასპინძელი გერმანიის, შვედეთის, ფინეთის, ჩეხეთისა და ბელგიის ნაკრებები იქნებიან, რომლებიც ასევე „ალაფის“ ბინადრები არიან.
„პირველად მოხდა, რომ შეკრებაზე 20 მოთამაშე გვყავდა და მათ შორის მოხდა სელექცია. მეტეოროლოგიურმა პირობებმა ხელი შეგვიშალა, თუმცა შეკრება მაინც ნაყოფიერი გამოვიდა. ვიმუშავეთ ტაქტიკური მონახაზების დახვეწაზე, ასევე ფიზიკური კონდიციების ასამაღლებლად. ახლა იმ ფაზაში გადავდივართ, როდესაც ჩვენი თამაში უნდა დავხვეწოთ. ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ის, რაც კარგად გამოგვდიოდა, თუმცა თამაშში გარკვეული სიახლეებიც გვექნება. ამ ტურნირის შემდეგ ზუსტად გვეცოდინება, რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ სპორტული თუ ფსიქოლოგიური თალსაზრისით“ - ამბობს ჯაბა მალაღურაძე.
ბონის ტურნირი წრიული სისტემით იმართება და გოგონებს ხუთივე მეტოქესთან მოუწევთ თამაში. გუნდის კაპიტანი ქეთი მოდებაძეამბობს, რომ ბონში იმ გუნდების წინააღმდეგ თამაში, რომელთაც „ალაფაზე“ უნდა შეხვდნენ, მომავალი მეტოქეების შეცნობაში დაეხმარება:
„ტრადიციულად, წელს მოსამზადებელი ტურნირით ვიწყებთ. ბონში იმ გუნდების წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, რომელთაც მოგვიანებით „ალაფაზე“ შევხვდებით და ეს მნიშვნელოვანია. გვექნება შესაძლებლობა ვნახოთ, თუ რა მდგომარეობაში ვართ მათთან მიმართებაში. ვნახავთ როგორ შევასრულებთ მწვრთნელების დავალებებს და გვეცოდინება რისი გამოსწორება მოგვიწევს ევროპის ჩემპიონატამდე, რადგან იქ იმ შეცდომების დაშვების უფლება არ გვექნება, რომელიც შესაძლოა აქ გვეპატიოს“.
გუნდში კონკურენციის ზრდა ახარებს ნათია გავაშელს,რადგან თვლის, რომ ეს უკვე გამოცდილ მოთამაშეებს მოდუნების საშუალებას არ აძლევს:
„შეკრების დროს ვარჯიშები გვქონდა როგორც დარბაზში, ასევე მოედანზე. წელს ბევრად უფრო ძლიერ ტურნირში გვიწევს თამაში და ამისათვის განწყობაც შესაბამისია. შეკრებაზე გვყავდა ახალი გოგონები. ზოგადად, მორაგბე გოგონათა რაოდენობა ძალიან გაიზარდა და ეს კარგია, რადგან იზრდება კონკურენცია, რაც მთლიანობაში გუნდზეც აისახება. „ძველები“ უწინდელზე მეტს ვმუშაობთ, ახლებსაც დიდი მოტივაცია აქვთ და ვფიქრობ, წლევანდელ ტურნირებს უფრო მაღალ დონეზე ჩავატარებთ“.
ვარჯიშებით კმაყოფილი და ბონში კარგი თამაშების მოლოდინშია სალომე მაკასარაშვილი:
„შეკრებისას მრავალფეროვანი ვარჯიშები გვქონდა - ძალაზე, სისწრაფეებზე და ა.შ. ვემზადებით ევროპის ჩემპიონატისთვის (ალაფისთვის) პირველ მოსამზადებელ ტურნირს ბონში გავმართავთ. იქ ჩვენზე ძლიერ გუნდებთან მოგვიწევს თამაში, რაც დაგვანახებს შეცდომებს და ოფიციალურ ტურნირებამდე მათ გამოსწორებაზე ვიმუშავებთ. ამ გუნდების წინააღმდეგ ადრეც გვითამაშია, ფიზიკურად და მენტალურად მზად ვართ, მოედანზე არაფრის დათმობას ვაპირებთ“.
ბონის ტურნირის შემდეგ, რაგბი ევროპის „ალაფამდე“ ჩვენს 7-ქალას კიდევ სამი მოსამზადებელი ტურნირი ექნება - პარიზში (საფრანგეთი), ნანსიში (საფრანგეთი) და სანქტ-პეტერბურგში (რუსეთი).
ბონის ტურნირზე მიემგზავრებიან: სალომე მაკასარაშვილი, ნათია გავაშელი, თეონა ჩიტაიშვილი, თიკა სიხარულიძე, სალომე საღარაძე, ქეთი მოდებაძე, მარიამ გოგუაძე, თაკო მანაგაძე, ანი სირაძე, მანონი საღარაძე, ლიკა ხუფენია, ლიკა პერტაია.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რუსეთის U18 ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მისცა ვრცელი ინტერვიუ, მგონია რაღაც რაღაცეები დაინტერესებს ქართველ გულშემატკივრებს. ზოგიერთს აქ დავდებ
Об игре сборной России на чемпионате Европы
...Могу сказать, что нам удалось создать хорошую команду и за игру ребят в Калининграде не было стыдно. Команда слаженная, есть хорошие игроки, моментами мы показывали очень неплохое регби. С одной стороны, мы сдали экзамен, с другой – в каких-то компонентах до сих пор слабы. Я считаю, что это даже не болезнь конкретно взятой нашей команды, а всего российского регби...
О матче с Португалией
А вот дальше… Давайте не будем забывать, что это мы проводили третий матч за шесть дней, а в предыдущей игре нашим соперником была мощная сборная Грузии. Этот матч был сверхпринципиальным для обеих команд. Почему, объяснять, думаю, не стоит. Кстати, грузины тоже оставили много сил в этом матче, что было прекрасно видно по их финальной игре с Испанией.
О чемпионате Европы
Уровень организации и проведения чемпионата Европы в Калининграде – это фантастика! Сыграть на таких стадионах – мечта любого игрока! Такое на юниорских турнирах в Европе было впервые. Представители Rugby Europe от увиденного были в приятном шоке. На наш матч с Румынией пришли 4000 зрителей, на игру за 3-е место с Португалией 8000, а на финале Грузия – Испания было около 10 000. Это нечто! Благодарю Калининград за такую поддержку! В этом городе умеют смотреть регби и болеть за регби. Калининградская область и Федерация регби России показали себя великолепными организаторами. Вряд ли кто-то сможет в ближайшем будущем поднять планку хотя бы на такой же уровень.
Уровень европейских команд растет с каждым годом. Чтобы Россия сохраняла свои позиции, надо вести более кропотливую работу. Начинать проводить селекцию на более ранней стадии, выявлять талантливых ребят. Все-таки юниоры – это ближайший резерв национальной сборной России. По тому, как будут играть эти молодые парни, мы сможем иметь представление о том, что ждет нашу главную команду страны в ближайшие годы. Уповать на легионеров – это не тот путь, который стоит выбирать. Чем раньше мы проведем работу с молодыми ребятами, тем нам всем легче будет во взрослом регби.
О болельщиках
Внимание со стороны болельщиков – это огромная польза. Наши молодые ребята привыкли играть при пустых трибунах. Обычно их поддерживают на трибунах только родственники. Матчи на таких стадионах, как «Калининград», дают понять, что к ним есть внимание и интерес со стороны Федерации регби России и наших болельщиков. Парни видят внимание к себе и чувствуют ответственность перед страной, своими близкими, болельщиками, Федерацией регби России. Пускай привыкают играть на больших стадионах.
О перспективах игроков юниорской сборной России
Безусловно, у ребят есть все шансы и возможности закрепиться в профессиональных командах. Мы показали добротное регби и парни, даже в третьем матче против Португалии, индивидуально выглядели очень здорово. Есть ребята, на которых уже сейчас обратили внимание тренеры и специалисты. Лин Джонс, кстати, отметил, что потенциал у ребят есть и он для себя взял на заметку некоторых игроков.
0?'>https://rugger.info/news/25401':'>https://rugger.info/news/25401'))