ამბები

14:06 | 28.06.2014 | ნანახია 2276 - ჯერ

გასარკვევი ორი დარჩა

მორაგბეთა 2015 წლის მსოფლიო თასის 20 მონაწილიდან 18 უკვე გარკვეულია, დარჩენილი ორი საგზურისთვის კი, შვიდი ნაკრები იბრძვის.

28 ივნისს ოკეანეთის შესარჩევი ეტაპის ფინალურ მატჩში, ფიჯიმ სუვაში კუკის კუნძულები 108:6 გაანადგურა (ტაიმი 55:6) და A ჯგუფში ავსტრალიის, ინგლისის, უელსისა და რეპეშაჯის გამარჯვებულ გუნდებთან ითამაშებს.

დღეს საღამოს სტარტს იღებს აფრიკის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი ტურნირი, რომელიც 6 ივლისს დასრულდება და გაირკვევა იმ მეხუთე გუნდის ვინაობა, რომელიც აფრიკა 1-ის სახელით ახალ ზელანდიასთან, არგენტინასთან, ტონგასთან და საქართველოსთან ერთად C ჯგუფში ითამაშებს.

აფრიკის ტურნირი მსოფლიოში სიდიდით მესამე კუნძულ მადაგასკარზე გაიმართება და მასში მასპინძელთა გარდა კენიის, ნამიბიისა და ზიმბაბვეს ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას. სპეციალისტები ირწმუნებიან, 40 ათასი გულშემატკივრით გამხნევებული მადაგასკარელი მორაგბეები, აუტსაიდერები სულაც არ იქნებიან და ყველა მეტოქესთან ბოლომდე იბრძოლებენ. აფრიკის შესარჩევი ეტაპის მეორეადგილოსანი რეპეშაჟში გადაინაცვლებს რუსეთს სტუმრად დაუპრისპირდება. რეპეშაჟის მეორე ნახევარფინალში ურუგვაი ჰონკონგს ეთამაშება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.124289