სიახლეები

18:30 | 18.04.2019 | ნანახია 1028 - ჯერ

სისწრაფისა და სისხარტის სემინარი "შევარდენზე"

24 აპრილს, 15 საათზე, ბორჯღალოსნების მწვრთნელი ჯედ მაკნამარა, ქართულ კლუბებში მომუშავე მწვრთნელებს 2-საათიან სემინარს ჩაუტარებს.

მაკნამარა 3 წელია საქართველოს ნაკრებთან მუშაობს და მოთამაშეთა სისწრაფისა და სისხარტის გაუმჯობესებაზე ზრუნავს. საქართველოს რაგბის კავშირმა ის სწორედ ამ კომპონენტების გასაუმჯობესებლად მოიწვია.

ბოლო დროს რაგბი სულ უფრო სწრაფი ხდება. სწრაფი და სხარტი მორაგბეების გუნდში ყოლა ყველა მწვრთნელისთვის დიდი ფუფუნებაა. სწორედ ასეთი შემსრულებლების სიმრავლე განაპირობებს ხაზის გაჭრის სიხშირის გაზრდას და ქულების დაგროვებას. გარდა ამისა, სწორი მოძრაობა ამცირებს ტრავმების ალბათობას, რაც მოთამაშეებს საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩინებაში დაეხმარება.

ჯედ მაკნამარამ საქართველოს ნაკრებისთვის სპეციალური პროგრამა შეიმუშავა და ახლა ამ პროგრამის გაცნობის შესაძლებლობა ყველას ექნება. სემინარი ორი საათი გაგრძელდება - ერთი საათი თეორიულ მეცოდინებას დაეთმობა, ხოლო ერთი საათი მოედანზე, პრაქტიკულ სწავლებას. მაკნამარა მწვრთნელებს მოუწოდებს, რომ თან იქონიონ მეხსიერების ბარათები, რათა ჩაიწერონ სისხარტისა და სისწრაფის გასაუმჯობესებელი ვარჯიშები და შემდგომში ისინი თავ-თავიანთ კლუბებში გამოიყენონ.

www.rugby.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:00 | 18.04.2019
NIKA..01 (335)

ძალიან კარგია,მაგრამ საკლუბო რაგბის დაფინსნსების საკითხი თუ არ მოგვარდა ისე შემდგომი განვითარება წარმოუდგენელია.მორაგბეს და რაგბში მომუშავე ხალხს უნდა ქონდეს იმდენი ხელფასი,რომ მხოლოდ სპორტულ განვითარებაზე იფიქროს.1500-2000 ლარი მაინც ხო უნდა ქონდესსპორტსმენს და მწვრთნელს,რომ იფიქროს ვარჯიშზე და არა იმაზე ოჯახში მისატანი პროდუქტებისთვის საჭირო ფული სად იშოვოს.არ ჭირდება რაგბს იმდენი ფული,რომ შეუძლებელი იყოს დაფინანსება ქართული ბიზნესისთვის.რაგბი არაა ფეხბურთი სადაც გრანდიოზული თანხებია საჭირო განვითარებისთვის...

0.080756