სიახლეები

23:50 | 15.04.2019 | ნანახია 1011 - ჯერ

დიდი სარაგბო ზეიმი ზესტაფონში
ნოდარ გეგეშიძის სახელობის ფესტივალში 300-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა

შაბათს ზესტაფონის სარაგბო არენამ 2006/2007 წელს დაბადებულ მორაგბეთა შორის, ვეტერანი მორაგბის, ნოდარ გეგეშიძეს სახელობის ფესტივალს უმასპინძლა.

ბუნებრივსაფარიან მოედანზე 27 გუნდის 300-მდე ბავშვი შეიკრიბა. ზესტაფონში გუნდები ჩაიყვანეს ქუთაისის, ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის, ჩოხატაურის, წყალტუბოს, ტყიბულის, ჩაქვის, ლანჩხუთის, საჩხერეს, ჭიათურისა და ვანის სარაგბო სკოლებმა. ფესტივალში მონაწილეობდა ამბროლაურის სარაგბო სკოლაც, რომელმაც მაყურებელზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მასპინძელი ქალაქი ზესტაფონი ორი გუნდით იყო წარმოდგენილი.

ნოდარ გეგეშიძის სახელობის ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს რაგბის კავშირი, დასავლეთ საქართველოს ფესტივალების კოორდინატორი სოსო დიაკონიძე, კარგბის კლუბ ‘ზესტაფონის არწივების’ დამფუძნებელი რომან პირველაშვილი და კლუბის პრეზიდენტი კახაბერ სვანიძე.

ფესტივალის ყველა მონაწილემ ორგანიზატორებისგან სამახსოვრო სიგელები მიიღო. ისინი ბავშვებს ნოდარ გეგეშიძეს მეუღლემ გადასცა. ზესტაფონში ასეთი მასშტაბური სარაგბო ზეიმი წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე იმართება.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.105454