ბორჯღალოსნები

0:10 | 14.04.2019 | ნანახია 1406 - ჯერ

18-წლამდელები | ტიტულის დაცვას გერმანიით ვიწყებთ

ევროპის მოქმედი ჩემპიონები 18-წლამდე მორაგბეთა შორის - უმცროსი ბორჯღალოსნები, ხვალიდან ტიტულის დაცვას შეუდგებიან და პირველ მატჩში, მეოთხედფინალურ ეტაპზე, გერმანიის ნაკრებს შეხვდებიან.

დავით ჩავლეიშვილის შეგირდები, 2015 წლიდან ფინალში მუდმივად გადიოდნენ. პირველ ჯერზე ისინი ფინალში საფრანგეთთან დამარცხდნენ და უკან ჩამოიტოვეს ინგლისი, იტალია, ირლანდია, უელსი და შოტლანდია, რის შემდეგაც ამ ხუთეულმა ტურნირი დატოვა.

2016 და 2017 წლებში, ფინალი კლავ საფრანგეთმა მოიგო, თუმცა სხვაობები ეტაპობრივად მცირდებოდა, 2018 წელს კი, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ნავსი გატეხეს და საფრანგეთს ფინალში 8:3 სძლიეს, რასაც ჩემპიონატიდან საფრანგეთის გასვლაც მოყვა.

წლევანდელი ტურნირის პირველ მატჩამდე ერთი დღით ადრე, მწვრთნელებმა შემადგენლობა დაასახელეს. სასტარტო 15-ში 6 მორაგბე ‘ლელოდან’, ხოლო 5 ‘ხვამლიდანაა’. საგულისხმოა, ‘ლელოდან’ ძირითადში ხუთი მორკინალი და ერთი ხაზის მოთამაშეა, ხოლო ‘ხვამლიდან’ სამი ხაზის მოთამაშეა და ორი შერკინების.

ღერძი ‘არმაზის’ მოთამაშეებით დაკომპლექტდა, ხოლო თითო მორაგბე ქუთაისის ‘აიადან’ და ‘წიქარადანაა’. განაცხადში ყველა ის მოთამაშეა შეყვანილი, რომლებიც კალინინგრადში გაემგზავრნენ, მაგრამ მწვრთნელებს მხოლოდ 8 ცვლილების განხორციელების უფლება აქვთ.

გერმანიასთან მატჩი „ლოკომოტივის“ სტადიონზე საქართველოს დროით 20:25 საათზე დაიწყება და გულშემატკივარს მისი ხილვა „რაგბი ევროპის“ ოფიციალურ პორტალზე შეეძლება.

ნახევარფინალური შეხვედრები 17 აპრილს გაიმართება და უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქე რუსეთსა და რუმინეთს შორის გამარჯვებული იქნება.

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი

კალინინგრადი (რუსეთი)

14 აპრილი. მეოთხედფინალი

ესპანეთი - ჰოლანდია

პორტუგალია - ბელგია

რუსეთი - რუმინეთი

საქართველო - გერმანია (20:25 საქ.დრ.)

სასტარტო: 15. დათო ნინიაშვილი (ხვამლი),14. ლევან ქუშაშვილი (ლელო),13. ზაურ ლუტიძე (ხვამლი),12. ბესო თაყნიაშვილი (ხვამლი),11. თემურ კოხოძე (აია),10. გივი ცინცაძე (არმაზი),9. ლუკა მატკავა (არმაზი); 1. დათო აბდუშელიშვილი (ლელო), 2. ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი),3. ალექსანდრე ქუნთელია (ლელო),4. ლუკა ჩქარეული (ლელო), 5. ტატო გვიმრაძე (ხვამლი),6. ლუკა ივანიშვილი (წიქარა),7. თორნიკე ზაქარიაძე (ლელო), 8. გიორგი ქობალია (ლელო).

მარქაფა: 16. ნუგზარ სომხიშვილი (არმია),17. საბა ხონელიძე (აია),18. ირაკლი მჭედლიძე (ლელო),19. ლუკა მაჭარაშვილი (არმაზი), 20. რობი ნერსეზაშვილი (ლელო); 21. ფრიდონ წიკლაური (ხვამლი),22. გიორგი ყუფარაძე (ლოკომოტივი),23. დაჩი პაპუნაშვილი (არმია), 24. ლუკა ხეხელაშვილი (ლელო),25. ლევან ბრაგვაძე (არმაზი),26.ლაშა კაკაურიძე (ხვამლი).

მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი

მწვრთნელები: მიხეილ სუჯაშვილი, ლევან შარვაშიძე

ნახევარფინალები. 17 აპრილი

www.rugby.ge


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:24 | 14.04.2019
krasni (548)

არც რუსეთს დაადგება უკეთესი დღე.

23:17 | 14.04.2019
NIKA..01 (279)

გილოცავთ,მაგრამ უკეთაც შეიძლებოდა

03:40 | 14.04.2019
NIKA..01 (279)

ამ ჩათლახმა 6 ერის ფედერაციებმა რა გააბანძეს ეს ჩემპიონატი რა სად ვთამაშობდით და ახლა სად ვთამაშობთ რა ჰოლანდია,ღორისტანი და გერმანია (აუცილებლად დიდი ანგარიშებით უნდა მოვუგოთ ყველას და ლელოც არ უნდა გავუშვათ...აუ ნერვები მეშლება რა,ამ ასაკში მაინც გვქონდა წელიწადში ერთხელ ტოპ გუნდებთან თამაშის შანსი და ეგეც გამოგვაცალეს ხელიდან...ნაბ...ზვრები (

0.072937