რუსულმა “ენისეიმ”, რომელშიც ქართველი მორაგბეები მრავლად ირიცხებიან, კონტინენტის ფარის პირველი ნახევარფინალური მატჩი ჩაატარა და მართალია, სასტარტო ტაიმი 18:0 მოიგო, საბოლოოდ, რუმინეთში “ტიმიშოარა სარასენსთან” თამაში 18:20 დათმო.
საინტერესოა, რომ კრასნოიარსკელთა სასტარტო თხუთმეტეულში ერთბაშად ოთხმა ჩვენებურმა – ნიკოლოზ ხატიაშვილმა, მიხეილ გაჩეჩილაძემ, დავით კაჭარავამა და დავით მესხმა ითამაშა. კაჭარავამ, რომელიც რუსული კლუბის ყველაზე დამსახურებული ქართველი ლეგიონერია, ლელოს დადებაც მოახერხა, თუმცა, სტუმრები მარცხს მაინს ვერ გადაურჩნენ.
ამ წარუმატებლობის მიუხადავად, წყვილის ფავორიტი მაინც “ენისეია”, რომელიც განმეორებით მატჩს 20 აპრილს, კრასნოიარსკის განახლებულ სტადიონ “ავანგარდზე” ჩაატარებს.
“კონტინენტის ფარის” მე-2 ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში იტალიური გუნდების ჯახი ვიხილეთ: “კალვიზანომ” “როვიგოს” 29:13 სძლია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნერვები მეშლება ქართველი მორაგბეები რუსეთში,რომ თამაშობენ...მადლობა ჩვენ ძუნწ ბიზნესმენებს,რომ ერთი სარაგბო გუნდი ვერ დააფინანსეს...