ბორჯღალოსნები

14:17 | 28.03.2019 | ნანახია 1206 - ჯერ

ბორჯღალოსნები და სპორტფოტო კავკასიის უნივერსიტეტში

ბორჯღალოსნები - შალვა მამუკაშვილი და სოსო მათიაშვილი, მედია პროექტ სპორტფოტოსთან ერთად კავკასიის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.

თბილისის მერიის ხელშეწყობით, სპორტფოტო მეხუთე წელია ტარდება და მასში რაგბი ყოველთვის დიდი დოზით იყო წარმოდგენილი. ამ პროექტის ფარგლებში ხდება წლის საუკეთესო სპორტული ფოტოების შეჯამება და სპეციალური კატალოგის გამოცემა. წინამორბედებისგან განსხვავებით, წელს სპორტფოტო სკოლებსა და უნივერსიტეტებში გავიდა. შეხვედრები ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლასა და ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში ჩატარდა, გუშინ კი ის კავკასიის უნივერსიტეტს ბორჯღალოსნებთან ერთად ეწვია.

ფოტოგრაფები თამუნა ყულუმბეგაშვილი და ეკა ელოშვილი, უნივერსიტეტის სტუდენტებს პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. შალვა მამუკაშვილმა და სოსო მათიაშვილმა სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში ჟურნალისტიკის, კერძოდ ფოტოგრაფიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მორაგბეებმა გასული 2018 წელის, ასევე წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატი შეაფასეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მოხდა კატალოგის პრეზენტაციაც.

წელს სპორტფოტოში 11 ფოტოგრაფის 150-ზე მეტი ნამუშევარია წარმოდგენილი. მომდევნო გამოფენა 3 აპრილს სპორტის უნივერსიტეტშია დაგეგმილი, შემდეგ კი, პირველად პროექტის არსებობის ისტორიაში, ის რეგიონში გავა და გამოფენა ყვარელში მოეწყობა.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.11494