შიდა რაგბი

20:47 | 25.03.2019 | ნანახია 1116 - ჯერ

დიდი 10: "ხარები" მეორეზე აღზევდა

რუსთავის ‘ხარებმა’ მარნეულის ‘არმაზს’ ვაზისუბანში 19:3 აჯობა, სამი უპასუხო ლელოს გატანისთვის ბონუსიც ჩაიწერა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აღზევდა.

მარნეულელები დისციპლინამ დააღალატა და მათ თითქმის მთელი მატჩი კაცნაკლულებმა ჩაატარეს - მე-4 და მე-14 წუთებზე სინბინით ბადრი ლიპარტელიანი და გივი ცინცაძე დაისაჯნენ, ხოლო 44-ეზე ბესო ბარბაქაძემ წითელი მიიღო.

შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყო და ანგარიში ‘არმაზმა’ გახსნა - რეზი ჯინჭველაშვილმა ჯარიმა მეორე ცდიდან გაიტანა. ‘ხარები’ შერკინებაში უპირატესობას ფლობდა და მე-19 წუთზე უპასუხა, როდესაც ბურთი მარცხენა ფრთაზე გაიტანა და იქ თორნიკე თეგეთაშვილი მცველს ერთი-ერთზე გაექცა. გარდასახვა არაზუსტი იყო, კობა ბუჯიაშვილს და ჯინჭველაშვილს თითო ჯარიმა გაუცუდდათ და ტაიმი 5:3 დასრულდა.

მეორე ტაიმის 32 წუთი უქულოდ მიილია, მერე კი სტუმრებმა ორი ლელო გაიტანეს და ბონუსი აიღეს. პირველ ჯერზე მათ დერეფნიდან გაშალეს ბურთი და ლელო გიორგი ნათელაშვილმა გაიტანა, ხოლო გაწითლებულ დროზე დუბლი თეგეთაშვილმა მიითვალა და ბუჯიაშვილმაც ორივე გარდასახა.

ამ მოგებით ‘ხარები’ მეორე ადგილზე აღზევდა და თუ პოზიცია შეინარჩუნა, ფლეი ოფში უკეთესი გრაფიკით გავა, ხოლო ‘არმაზი’ კვლავ ექვსეულს მიღმა რჩება.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.091591