ბორჯღალოსნები

0:05 | 18.03.2019 | ნანახია 2626 - ჯერ

მერაბ შარიქაძე: "ამით ხაზი გავუსვით, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!"

ბორჯღალოსნებმა 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში რუსეთს ბონუსით, 22:6 სძლიეს და ტურნირი მერვედ მოიგეს სლემით, ანუ ყველა მეტოქის დამარცხებით. მატჩის წინ, ჰიმნებზე, კრასნოდარის "ყუბანის“ სტადიონზე ქართველი მორაგბეები სპეციალური მაისურებით გავიდნენ, რომელზეც ერთიანი საქართველო იყო გამოსახული.

"ამით ხაზი გავუსვით, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! არა მხოლოდ მორაგბეებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, ეს თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია. ჩვენ გულშემატკივრებს დავპირდით, რომ ბოლომდე დავიხარჯებოდით. ღვთის წყალობით ეს პირობა შევასრულეთ და შინ გამარჯვებული ვბრუნდებით“ - განაცხადა განაცხადა ნამატჩევს გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ.

www.rugby.ge


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:59 | 18.03.2019
dinamo222 (692)

მეორე სურათში მათიაშვოლს რა სახე ააქვს DDD

17:58 | 18.03.2019
dinamo222 (692)

ყოჩაღ კარგია ! მაგრამ ამ იდიოტურ ტერმინ "სამაჩაბლოს" რაც მალე დავივიწყებთ მით უკეთესია ! არაა ეგ ტერიტორია სამაჩაბლოო !! მაგ ტერიტორიას ყოველთვის ერქვა შიდა ქართლი და ყველგან ასე უნდა მოვიხსენიოთ ! სამაჩაბლო კი ერქვა მაჩაბლების საბატონოს 6-7 სოფელს რომელიც შიდა ქართლის ტერიტორიის 5% ც არაა !

16:42 | 18.03.2019
ოვალური კორბენი (276)

ეგეთი მაისურით სხვაგან უფრო ჯობია გამოსვლა.
რუსებმა რო საქართველოს რუქა ზეპირად იციან, იმის დეე...

12:43 | 18.03.2019
გორდა (250)

ძალიან ჭკვიანური სვლაა ერთიანი საქართველოს რუკით მაისურები, თანაც რუსეთში !!

კარგია და ვისურვებ, რომ ამ კუთხით გააგრძელოთ კიდევ მუშაობა !!

მადლობა და წარმატებები !!

08:09 | 18.03.2019
alfadhirhaiti (110)

ამ ტურნირით თუ ვინმე კმაყოფილი დარჩით არ ვიცი. თუნდაც გუშინდელი მატჩით, თითქოს რაღაც აკლდა და ეს მგონი დიდი ანგარიშით მოგება იყო. ანგარიშის გარდა რამე მოგეწონათ გუშინ???? ბოლოს რა გააკეთეს, რატო არ გააგრძელებინა მსაჯმა თამაში????

მსაჯი ცალკე სალაპარაკოა, ისინი გამუდმებით თავის მხარეს აწოდებდნენ ბურთს და მსაჯი თავს ი*ლევებდა, ლელო რაღაც მოგონილი ჯარიმით გააუქმა, ასევე მოგონილი ჯარიმებით რუსებს გადასცემდა ბურთს მთელი მატჩის განმავლობაში.. რო ვიძახი ამას იგივე რუსებს ვერ გაუკეთებენ - თქო, აქ ცხვირი აიბზუეს.

რაგბის კავშირი თუ გვყავს ბუნებაში, სჯობია ახლავე აიმაღლოს ხმა მსაჯთა ბრიგადის თავგასულობაზე, თორე ახლა თუ თავზე გვასკლინტავენ, ჯერ აქაა ხმა ამოსაღები, მერე ნაპორით დაგვაჯვავენ მსოფლიო ჩემპიონატზე, როგორც გასულ მსოფლიოზე იყო უკვე ეს.. მაშინ არავის ამოუღია ხმა და რო ყლაპეს, იმიტო გვართვეს ქულები ამ რაგბი ევროპაზე!

02:11 | 18.03.2019
NIKA..01 (335)

კარგები ხართ მაგრამ მაინც სულ გაგაკრიტიკებთ,თუნდაც მსოფლიო ჩემპიონები გახდეთ გვიყვარხართ ბორჯღალოსნები და მაგიტო )))

P.S.გუშინდელისთვის კი რაგბის კავშირს ასახსნელი აქვს და ველოდებით განმარტებას

14:54 | 18.03.2019
პანტელეიმონი (1218)

ტყუილად ელოდები მეგობარო, თუ გახსოვს ერთობლივი ლიგის შესახებ მოლაპარაკების შესახებ ვითხოვდით სრკ-იდან და პირადად პრეზიდენტისგან თითქმის ერთი თვე განმარტებას და შენც არ მომიკვდე, დღემდე გასუსულები არიან.

0.080912