ბორჯღალოსნები

18:21 | 17.03.2019 | ნანახია 4055 - ჯერ

“ბორჯღალოსნებმა” რაგბი ევროპის ჩემპიონატი მაქსიმალური შედეგით დაასრულეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2019 წლის გათამაშება მაქსიმალური შედეგით დაასრულა. “ბორჯღალოსნებმა” გასაგებ მიზეზთა გამო, პრინციპულ მეტოქედ მიჩნეულ რუსეთს კიდევ ერთხელ, ამჯერად 22:6 აჯობეს და ტურნირზე ხუთივე მატჩის მოგებისთვის ანუ სლემის შესრულებისთვის ბონუს ქულაც მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ შეჯიბრის გამარჯვებულის ვინაობა კრასნოდარული შერკინების დაწყებამდეც გარკვეული იყო: ქართველმა მორაგბეებმა რაგბი ევროპის (ყოფილი ერთა თასი) ოფიციალური ჩემპიონობა (მეთერთმეტედ) და არაფორმალური “უმცროს 6 ერზე” პირველობა (მეცამეტედ) ჯერ კიდევ გასულ უქმეებზე გაიფორმეს, რუსებს კი მიზნად შეჯიბრზე მე-2 ადგილის დაკავება ჰქონდათ, თუმცა, კოვზი ამჯერადაც ნაცარში ჩაუვარდათ.
“ბორჯღალოსნებმა”, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატზე უკვე აშკარად ყველას აღემატებიან, “ყუბანის” სტადიონზე გამართული რკენა დამაჯერებლად მოიგეს და “დათვების” ილუზიები კიდევ ერთხელ გააქარწყლეს. ეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბევრისთვის გაუგებარი ტესტის შემდეგ, რომელიც გუშინ ჩატარდა და რუსეთის A ნაკრებმა საქართველო XV-ს 12:3 მოუგო.
ერთი კვირის წინ გერმანიასთან იოლი გამარჯვების (52:3) კვალად, “ბორჯღალოსანთა” ზელანდიელმა თავკაცმა მილთომ ჰეიგმა რაზმში 5 ცვლილება განახორციელა – ორი ხაზში და სამიც შერკინებაში.
9 ნომრის პოზიციაზე დაბრუნდა ვასილ ლობჟანიძე, რომელიც ღერძში თედო აბჟანდაძეს შეუწყვილდა. ამ უკანასკნელმა სასტარტო თხუთმეტეულში ზედიზედ მე-7 თამაში ჩაატარა და უკვე ცხადია, რომ მწვრთნელი მას მსოფლიო თასისთვის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად მოიაზრებს.
ცენტრში ისევ გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე და ლაშა მალაღურაძეს გამოჩდნენ, ერთ ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა გერმანიასთან ჰეთ-თრიკის ავტორმა მირიან მოდებაძემ, მეორე გარემარბად კი გიორგი კვესელაძე ვიხილეთ. მან სოსო მათიაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც ამჯერად ფულბექად მოგვევლინა.
კვაჭის პოზიციაზე ზედიზედ მეექვსე თამაში დაიწყო შალვა მამუკაშვილმა, ზურაბ ჟვანიას (შეცვლაზე გამოჩნდა და ნაკრებში მე-40 მატჩი ჩაატარა) ნაცვლად, მარცხენა ბურჯად გადაინაცვლა ბექა გიგაშვილმა, ხოლო მარჯვნივ ლევან ჩილაჩავა დაბრუნდა.
მეორე ხაზში გიორგი ნემსაძეს ნოდარ ჭეიშვილი შეუწყვილდა, მესამე ხაზი კი უძლიერესად გამოიყურებოდა: ფლანკერებად ოთარ გიორგაძე (მან “ბორჯღალოსანთა” მაისური მეოცედ მოირგო) და გიორგი ცუცქირიძეა, ხოლო შემკვრელად – ბექა გორგაძე.
საერთო ჯამში, “ბორჯღალოსნებმა” დამაჯერებლად კი იმარჯვეს, თუმცა, თამაშის ხარისხი ის ნამდვილად არ ყოფილა, რასაც ქართველი ქომაგი ელოდა. წვიმიან ამინდში გამართული შერკინების ტაიმები განსხვავებული გამოდგა. შესვენებამდე, ქართველი მორაგბეები ძალიან ღელავდნენ და ალბათ, ამის ბრალი იყო, წუნიც რომ დიდი ჰქონდათ. ეს, განსაკუთრებით ბურთის ვარდნაში გამოიხატებოდა.
აღნიშნულის გამო, არაერთი სახიფათო იერიში გაგვიცუდდა და გაცვლილი ჯარიმების შემდეგ, საწყის ნახევარში ერთადერთი ლელო ზედ ტაიმის ბოლო წუთზე მამაპაპური ხერხით დავდეთ. ხუთმეტრიან ზოლში რუსები რამდენჯერმე დავაჯარიმეთ, ბოლოსკენ კი, ინგლისელმა რეფერიმ შერკინებაში მორიგი წესების დარღვევა ვერ აიტანა და საჯარიმო ლელო გვიბოძა.
მე-2 ტაიმზე ქართველები გაცილებით დამშვიდებულნი გამოვიდნენ და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. თამაშმა მთლიანად მასპინძელთა ნახევარზე გადავიდა და მატჩის მიმდინარეობამ ანგარიშში ასახვაც დაიწყო. “ბორჯღალოსნებმა” აქტივს კიდევ 2 ლელო შემატეს.
თავდაპირველად, რუსების დარტყმულ ბურთს დავაფარეთ და გიორგი ცუცქირიძემ ბურთის დამიწება მოახერხა, შემდეგ კი, მეტოქის წამიერი მოდუნებით მირიან მოდებაძემ ისარგებლად, ხუთმეტრიან ზოლში ბურთი სწრაფად გაათამაშა და კიდევ ერთი ლელო დადო.
დარჩენილ დროში “დათვები” ბევრს ეცადნენ და პრესტიჟის ლელოს დადებისთვის მაქსიმუმი გაიღეს, თუმცა, ქართველმა მორაგბეებმა თავი ყოჩაღად დაიცვეს და ზუსტად ის 16-ქულიანი სხვაობა დააფიქსირეს, რომელიც რეიტინგში უფრო მეტ ქულას შეგვმატებს.
ცნობისთვის, ქართველები მატჩზე სპეციალური მაისურებით გავიდნენ, რომლებზეც ქვეყნის რუქა იყო ასახული და რუსებს საქართველოს რეალური საზღვრები დაანახეს, თამაშის შემდეგ კი, საზეიმო ცერემონიალზე გაიხარეს და მედლებთან ერთად, კუთვნილი თასიც ჩაიბარეს.
ამგვარად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2019 წლის გათამაშებაში 5 დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა: რუმინეთთან (18:9), ესპანეთთან (24:10), ბელგიასთან (46:6), გერმანიასთან (52:2) და რუსეთთან (22:6).
ცხადია, კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა “რუსებთან” სტატისტიკური მაჩვენებლებიც. 1993 წლიდან დღემდე რუსებთან უკვე 23-ჯერ გვითამაშია, საიდანაც მეტოქემ მხოლოდ პირველი შეხვედრა მოიგო (1993 წელს სოპოტში, 15:9), ერთხელ კი, 17 წლის წინ, თბილისში გამართული მატჩი ფრედ (12:12) დასრულდა. დანარჩენ 21 შემთხვევაში, აქედან ზედიზედ მე-18 მატჩში გამარჯვება “ბორჯღალოსნებს” დარჩათ. “დათვებს” ლელოებში 66:16 ვჯაბნით, ქულათა ბალანსი კი უკვე 579:260-ზეა.


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:31 | 18.03.2019
ogafa (407)

გილოცავთ ყველას მთელ საქართველოს

16:18 | 18.03.2019
maxo_65 (458)

ჟვანია სტატიკაშიც ძალიან მაგარია..

15:39 | 18.03.2019
ოვალური კორბენი (276)

ქვემოთ ჟვანიაზე იყო საუბარი და ჩემი აზრით მისი კომპლექციის ბრალია, სტატიკაში თუ მოიკოჭლებს. პირველხაზელის პირობაზე გრძელი ფეხები აქვს და შესაბამისად მაღლა აქვს სიმძიმის ცენტრიც. სხვები გაცილებით ჩამჯდარები, ე.წ. "ჯეჯგვები" არიან.
სამაგიეროდ, კარგად დარბის და მანევრირებს.

12:55 | 18.03.2019
გორდა (250)

გილოცავთ ქართული რაგბის გულშემატკივრებს გამარჯვებას!!
პირველ რიგში ვულოცავ გუნდს, სამწვრთნელო შტაბს, რაგბის კავშირს და რა თქმაუნდა ქომაგს !!
მადლობა ბრძოლისათვის და თავდადებისათვის!!

მთლიანი შეჯიბრის განმავლობაში არ მქონია განცდა, რომ შეგვეძლო რომელიმე თამაში ვერ მოგვეგო. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ სამსოფლიოდ (წინა ჩემპიონატებისაგან განსხვავებით) გაგვაჩნია მოთამაშეთა სიღრმე. ყველას ჯანმრთელად და კარგ ფორმაში ვუსურვებ შეხვდეს ჩემპიონატს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ორი დაახლოებით თანაბარი ძალის შემადგენლობა გვეყოლება რაც წარსულში ოცნების დონეზე გვქონდა მხოლოდ.

რა თქმაუნდა სამუშაო კიდევ არის, მაგრამ ნაკრები წინ მიიწევს. ეს წინსვლა კიდევ მეტად თვალშისაცემი იქნება, თუ ჩვენ (ძირითადად რაგბის კავშირი) მოახერხებს და წელიწადში მინიმუმ 2 ტიერი1-ის გუნდთან ვითამაშებთ სტაბილურად.

ისე წელს მაგარი "ფუფუნება" გვაქვს: 18 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი, 2 ტესტ მატჩი შოტლანდიასთან + წლის გვირგვინი მსოფლიოს ჩემპიონატი!!

მოკლედ გულშემატკივრები თქვენთან ვართ!!

წარმატებებს ვუსურვებ რათველო მორაგბეებს, მთლიან სამწვრთნელო შემადგენლობას და რაგბის კავშირს!!

08:10 | 18.03.2019
alfadhirhaiti (110)

ამ ტურნირით თუ ვინმე კმაყოფილი დარჩით არ ვიცი. თუნდაც გუშინდელი მატჩით, თითქოს რაღაც აკლდა და ეს მგონი დიდი ანგარიშით მოგება იყო. ანგარიშის გარდა რამე მოგეწონათ გუშინ???? ბოლოს რა გააკეთეს, რატო არ გააგრძელებინა მსაჯმა თამაში????

მსაჯი ცალკე სალაპარაკოა, ისინი გამუდმებით თავის მხარეს აწოდებდნენ ბურთს და მსაჯი თავს ი*ლევებდა, ლელო რაღაც მოგონილი ჯარიმით გააუქმა, ასევე მოგონილი ჯარიმებით რუსებს გადასცემდა ბურთს მთელი მატჩის განმავლობაში.. რო ვიძახი ამას იგივე რუსებს ვერ გაუკეთებენ - თქო, აქ ცხვირი აიბზუეს.

რაგბის კავშირი თუ გვყავს ბუნებაში, სჯობია ახლავე აიმაღლოს ხმა მსაჯთა ბრიგადის თავგასულობაზე, თორე ახლა თუ თავზე გვასკლინტავენ, ჯერ აქაა ხმა ამოსაღები, მერე ნაპორით დაგვაჯვავენ მსოფლიო ჩემპიონატზე, როგორც გასულ მსოფლიოზე იყო უკვე ეს.. მაშინ არავის ამოუღია ხმა და რო ყლაპეს, იმიტო გვართვეს ქულები ამ რაგბი ევროპაზე!

01:52 | 18.03.2019
GENESIS (49)

მერე გადავიდნენ რაგბზე და დარბევაც დაიწყო..დიდია კლასში სხვაობა..დაჭაობებულმა მოედანმაც ვეღარ უშველათ რუსებს

01:50 | 18.03.2019
GENESIS (49)

თავიდან მართლა დაძაბულები იყვნენ ბიჭები და უფრო ბოქსზე იყვნენ აშკარად მომართულები.

23:38 | 17.03.2019
NIKA..01 (335)

გილოცავთ ყველას გამარჯვებას!ჩემ თავს ინფარქტისგან გადარჩენას ვულოცავ მადლობა ბიჭებს!ბოლო დროს ჩემ თავს ვატყობ,რომ სულ უკმაყოფილო ვარ ადრე გამახარებდა ასეთი გამარჯვება,ახლა კი მთელი მატჩის განმავლობაში ხარვეზებს ვეძებ ჩვენი ნაკრების თამაშში ალბათ ეს იმის ბრალია,რომ ძალიან მიყვარს რაგბი და ბორჯღალოსნები,შესაბამისად მათ მიმართ ძალიან მომთხოვნი ვარ)))ყველა მათი ხარვეზი ზედმეტად მაბრაზებს და მწყინს,მატჩის შემდეგ ისე ვარ ხოლმე ემოციებისგან დაღლილი,რომ რამოდენიმე საათი მჭირდება გონს მოსასვლელად თან მსოფლიო ჩემპის კონტექსტში ვუყურებ ყველა თამაშს და მაშინებს ჩვენების თამაშში ხარვეზები...მოკლედ ჩვენო კარგო ბორჯღალოსნებო,ძალიან გვიყვარხართ და ძალიან მომთხოვნიც ვართ თქვენ მიმართ...უნდა აგვიტანოთ სხვა რა გზაა წარმატებები საქართველოს და ქართულ რაგბს!

20:06 | 17.03.2019
dinamo222 (692)

მოგება კარგია მაგრამ რაღაცა ისე ვერაა ჩვენ გუნდში ამდენი შეცდომები ამდენი ბურთის დაკარგვები პასების დროსაც და დერეფანშიც @ რუსების ფარჩაკ გუნდთან ამდენ შეცდომას რომ ვუშვებთ გაცილებით ძლიერებთან რა მოგვივა და არ ვიცი მსოფლიოზე რას ვიზავთ არადა მინიმუმ 2 თამაშის მოგება გვაქვს გეგმაში მით უმეტეს მეოთხე და მეხუთე გუნდებიც უძლიერესები შეგვხვდნენ ჯგუფში ! ფიჯი საერთოდ ჩვენზე წინაა რეიტინგში და ურუგვაიც ძალიან გაძლიერდა და ნაღდად არაა ისეთი გამოკვეთილი აუტსაიდერი როგორებიც სხვა ჯგუფებშია

23:12 | 17.03.2019
miriani (151)

ძლიერი წვიმა იყო და ამინდმა თავისი ჰქნა... საერთო ჯამში კარგი თამაში იყო

18:49 | 17.03.2019
+++Dinamo Tbilisi+++ (44)

გილოცავთ ყველას.გუშინდელი იდიოტურად და გაუგებრად დანიშნული ტესტ-მატჩის ჩაფლავებისთვის,დღეს ღირსეულად მივუჩინეთ ღორისშვილებს თავისი ადგილი("возле параши").მადლობა ყველას თავდადებისთვის.გენაცვალეთ ჯიგარში.

18:36 | 17.03.2019
gio1945 (2)

ერთი კითხვა მექნება და იქნებ ვინც მეტად ერკვევიტ რაგბიში გამარკვიოთ. ბოლო რამდენიმე თამაშია რასაც ვაკვირდები შერკინებაში წინა სამეულში ვინც არ უნდა იდგეს ესენი იქნებიან გიგაშვილი მამუკაშვილი ჩილაჩავა ნარიაშვილი ბრეგაძე გოგიჩაშვილი თითქმის ყველა შერკინებაში ისე აწვებიან რომ აშკარად უკან ახევინებენ და ვაჯარიმებთ კიდეც ხშირად ან ძალიან ვჯაბნით როგორც კი ჟვანია შემოდის არ ვიცი რისი ბრალია ყველა შერკინებაში აშკარად ან თანაბრად ვდგებით და ვეღარ ვაწვებით ან სულაც რამდენჯერმე წავაგეთ აი დღესაც მაგალითად მთელი შეხვედრა წავლეკეთ რუსთა შერკინება შემოვიდა ჟვანია და გათანაბრადა იმ წამს და ვერ ვაჯობეთ ვითომ რისი ბრალია რო შეხედავ თითქოს ჟვანიას არავისზე ნაკლები კუნთი და მასა აქვს მაგრამ აშკარად ვერ აწვება ან ჯანი არ ჰყოფნის ან ტექნიკა>? არ ვიცი არ ვიცი

20:19 | 17.03.2019
jora84 (183)

ზურას მთავარი ნაკლი არის სტატიკა, რომელშიც ბოლო დროს მცირედით მოუმატა, ასევ კარგად ვერ ასრულებს შავ სამუშაოს. ეს ორი თუ არ აქვს კარგი ბურჯს მაშინ მისი ღია თამაშში ჩართულობა არაფრის მომცემი უნარია. ცოლის მოყავანას რაც შეეხება 4 წლის წინ მოიყვანა და არ მგონია მაგის ბრალი იყოს მთლად

19:53 | 17.03.2019
dinamo222 (692)

ცოლი მოიყვაბა და ალბათ იმის ბრალია DD

19:23 | 17.03.2019
ICEMAN (162)

ეგ მეც შევნიშნე დიდი ხანია და ალბათ ამიტომაცაა რომ დღემდე ვერ დაიმკვიდრა ძირითადში ადგილი მიუხედავად იმისა რომ შეტევაში შერკინების ბიჭებს და არა მარტო მათ შორის საუკეთესოა. ისე ჩვენი ბიჭები შერკინებაში ფიზიკურად ყველაზე ძლიერები რომ არიან ფაქტია მაგრამ არის მსოფლიოში რამდენიმე შერკინება რომელიც მთლიანობაში გვჯობნია რადგან შერკინება მატრო მიწოლა არაა, არამედ ჟვანიასავით მობილურიც უნდა იყო. რეალურად ჩვენმა ბურჯებმა თუ უნდათ რომ მართლა საუკეთესოები გახდნენ ჟვანიასავით შეტევა უნდა ისწავლონ ხოლო ჟვანიამ მიწოლა უნდა ისწავლოს.

18:30 | 17.03.2019
gio1945 (2)

ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას

0.093594