ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 17 მარტს კრასნოდარში, „ყუბანის“ სტადიონზე რუსეთთან გასამართი 2019 წლის რაგბი ევროპის დასკვნითი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
ერთი კვირის წინ გერმანიასთან 52:3 გამარჯვებულ შემადგენლობაში ხუთი ცვლილებაა - ორი ხაზში და სამიც შერკინებაში.
ორი ცვლილება ხაზში
9 ნომრის პოზიციაზე ძირითადში ვასილ ლობჟანიძე ბრუნდება, რომელსაც ბელგიასთან არ უთამაშია, ხოლო გერმანიასთან მარქაფაში იყო. ის თედო აბჟანდაძეს შეუწყვილდება, რომელიც ნაკრებში ზედიზედ მეშვიდე მატჩს იწყებს. ამ წყვილით თამაშები შარშან ნოემბერში სამოასთან და ტონგასთან, ხოლო წელს რუმინეთთან და ესპანეთთან დავიწყეთ.
ცენტრში კვლავ მერაბ შარიქაძისა და ლაშა მალაღურაძის დუეტს ვიხილავთ, ერთ ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა გერმანიასთან სამი ლელოს გამტანმა მირიან მოდებაძემ, ხოლო მეორე ფრთაზე გიორგი კვესელაძე გამოჩნდა. სოსო მათიაშვილი, რომელიც ერთი კვირის წინ ფრთაზე იდგა ფულბეკად ბრუნდება და ლაშა ხმალაძის ადგილს დაიკავებს.
თითო რგოლში თითო ცვლილება
შერკინების თითო რგოლში თითო ცვლილებაა. კვაჭის პოზიციაზე ზედიზედ მეექვსე თამაშს (შარშან ნოემბერში ტონგასთან და წელს რაგბი ევროპაზე) იწყებს შალვა მამუკაშვილი. ზურაბ ჟვანიას ნაცვლად, მარცხენა ბურჯად გადაინაცვლა ბექა გიგაშვილმა, ხოლო მარჯვნივ ლევან ჩილაჩავა ბრუნდება.
მეორე ხაზში ძირითადშია ნოდარ ჭეიშვილი, რომელიც გიორგი ნემსაძეს შეუწყვილდება. მესამე ხაზი ისეთი იქნება, როგორიც ნოემბრის თიბისი სერიების სამ მატჩში იყო. ბექა საღინაძის ნაცვლად, ფლანკერად ოთარ გიორგაძე მოგვევლინება, რომელიც გერმანიასთან შემკვრელი იყო, მეორე ფლანკერად გიორგი ცუცქირიძე რჩება, ხოლო შემკვრელად ბექა გორგაძე ბრუნდება.
გამოცდილი მარქაფა
მარქაფიდან გუნდს გამოცდილი მორაგბეები გააძლიერებენ. კვაჭის პოზიციაზე თადარიგში ზურაბ ჟვანიაა, ხოლო ბურჯები ახალგაზრდა გურამ გოგიჩაშვილი და გიორგი მელიქიძე.
მეორე და მესამე ხაზში შეცვლაზე შალვა სუთიაშვილი და გიორგი თხილაიშვილი შევლენ. მათი კეპების ჯამური რაოდენობა 123-ია.
9 ნომრის თადარიგშია გელა აფრასიძე, ხოლო ხაზში ლაშა ხმალაძე და დავით კაჭარავა შევლენ.
კეპებს დაამრგვალებენ
კაჭარავა კრასნოდარში 114-ე კეპს მოიხვეჭს და ყველაზე მეტი კეპის მქონე მერაბ კვირიკაშვილთან ჩამორჩენას მინიმუმამდე დაიყვანს. 90-ე სანაკრებო თამაშს ჩაატარებს ნემსაძე.
75-ე კეპს მოიხვეჭს სუთიაშვილი, ხოლო თხილაიშვილისთვის რუსეთთან მატჩი 50-ე იქნება. ნაკრებში მე-40-ე თამაშს ატარებს ზურაბ ჟვანია, გიორგაძეს კი მისი ნახევარი, 20 უგროვდება.
სასტარტო შემადგენლობაში მყოფი მორაგბეების კეპების ჯამური რაოდენობა 520-ია, საიდანაც 280 მორკინალებზე, ხოლო 240 ხაზის მოთამაშეებზე მოდის.
საქართველოს ბორჯღალოსნები
"რაგბი ევროპა" | ბოლო, V რაუნდი | – რუსეთი
კვი 17/03_2019 | კრასნოდარ, ყუბან | 16.00 საქ = 15.00 მსკ
1989 - 2018 218 ტესტი | 262 ბორჯღალოსანი | სრულად
No | სახელი და გვარი | კლუბი | დაბ | ბრჯ | მონაგარი |
უკანა ხაზი [ბექები] | |||||
15 | სოსო მათიაშვილი | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1993 | 16 | 6ლ 21გ 19ჯ [129 ქ] |
14 | მირიან მოდებაძე | ქუთაისის აია [საქ დ 10] | 1997 | 7 | 4ლ |
13 | მერაბ შარიქაძე^კაპ | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1993 | 62 | 12ლ [15 კაპ] |
12 | ლაშა მალაღურაძე | მონინოს ვე’ვე’ა [რუს პრემიერ] | 1986 | 90 | 5ლ 40გ 25ჯ 3ა [189 ქ] 2სბ |
11 | გიორგი კვესელაძე | მარნეულის არმაზი [საქ დ 10] | 1997 | 17 | 3ლ |
10 | თედო აბჟანდაძე | ქუთაისის აია [საქ დ 10] | 1999 | 6 | შ 7გ 6ჯ [39 ქ] |
9 | ვასილ ლობჟანიძე | ბრივ [სფრ პრო დ2] | 1996 | 42 | 8ლ |
შერკინება [ფორვარდები] | |||||
1 | ბექა გიგაშვილი | გრენობლ [სფრ ტოპ 14] | 1992 | 6 | : |
2 | შალვა მამუკაშვილი | ენისეი [რუს პრემიერ] | 1990 | 65 | 6ლ სბ |
3 | ლევან ჩილაჩავა | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1991 | 47 | 8ლ სბ |
4 | ნოდარ ჭეიშვილი | ქორნიშ პაირათს [ინგ ჩემპ] | 1990 | 21 | : |
5 | გიორგი ნემსაძე | ოსპრეიზ [უელ პრო 14] | 1984 | 89 | 14ლ [11 კაპ] 6სბ |
6 | ოთარ გიორგაძე | ბრივ [სფრ პრო დ2] | 1996 | 19 | 4ლ |
7 | გიორგი ცუცქირიძე | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1996 | 17 | 2ლ 2სბ |
8 | ბექა გორგაძე | ბორდო [სფრ ტოპ 14] | 1996 | 16 | 6ლ 2სბ |
თადარიგი [რეზერვი] | |||||
23 | დავით კაჭარავა | ენისეი [რუს პრემიერ] | 1985 | 113 | 22ლ [4 კაპ] 3სბ |
22 | ლაშა ხმალაძე | ბათუმი [საქ დ 10] | 1988 | 73 | 9ლ 4გ [53 ქ] |
21 | გელა აფრასიძე | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1998 | 14 | 2ლ 7გ [24 ქ] |
16 | ზურაბ ჟვანია | ვოსპს [ინგ პრემ] | 1991 | 39 | 11ლ 3სბ |
17 | გურამ გოგიჩაშვილი | რასინგ [სფრ ტოპ 14] | 1998 | 4 | ლ |
18 | გიორგი მელიქიძე | სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 12 | ლ |
19 | შალვა სუთიაშვილი | ანგულემ [სფრ პრო დ2] | 1984 | 74 | 2ლ [15 კაპ] 3სბ |
20 | გიორგი თხილაიშვილი | ბათუმი [საქ დ 10] | 1991 | 49 | 11ლ სბ |
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
stripslashes((strlen('http://ssport.online/channel/360989')>0?'http://ssport.online/channel/360989':'http://ssport.online/channel/360989'))
მიდით
მხოლოდ და მხოლ9დ მოგება დიდი ანგარიშით. დღევანდელი ჩაჯმის შემდეგ სრული რეაბილიტაცია. მართლაც ვის რა ბალალაიკად უნდოდა ეს იდიოტური ტესტი ვითომ ა ნაკრებების
+stripslashes((strlen('http://ssport.online/channel/360989')>0?' http://ssport.online/channel/360989':' http://ssport.online/channel/360989'))
ვის რა ს ი რ ა დ უნდოდა ამ მატჩის ჩატარება.ან ეს რა ნაკრებია,ესენი არიან მომავალი ქართველი ბარბაროსები???? ჩ ა ვ ი ჯ ვ ი თ!!!!!! მაგრად ნაწყენი ვარ.იმედია ხვალ ძმრად ამოვადენთ ღორის დაგდებულებს
ირაკლი კვარაცხელიას გამო შავი სამკლაურებით რო გამოვიდნენ კარგი იქნება.
გამარჯვება!
რუსულმა კლუბებმა მოუხშირეს საქართველოში სტუმრობას, ახლა "კრასნი იარი" გვესტუმრება.
0?'>https://rugger.info/news/24586':'>https://rugger.info/news/24586'))
«Красный Яр» вылетел в Грузию
Вице-чемпионы России проведут в Тбилиси первые УТС перед новым сезоном.
Главный тренер Игорь Николайчук прибудет на родину «Лелос» в компании 29 спортсменов. Среди них форварды – Георгий Цнобиладзе, Сионе Маама Фукофука, Дмитрий Пархоменко, Мамука Хечикови, Андрей Кондаков, Дмитрий Архип, Вячеслав Красильник, Александр Худяков, Антон Рудой, Андрей Маху, Георгий Холуашвили, Руслан Баженов, Олег Препелицэ;
трехчетвертные – Антон Рябов, Кирилл Кузнецов, Денис Барабанцев, Сергей Сугробов, Евгений Гольштйен, Артем Демонов, Евгений Коломийцев, Владимир Руденко, Роман Рощин, Кирилл Губин, Георгий Пруидзе, Суниа Лату, Константин Кривоносов, Александр Кадиров, Дмитрий Огарков и Даниил Смородкин.
Следует отметить, что последним из списка всего 18 лет.
Трехчетвертной Владимир Чабан пропустит сборы из-за травмы. 18 марта к «Красному Яру» в Грузии присоединятся Виктор Гресев, Игорь Галиновский и Кирилл Готовцев, а также тренер по защите Александр Алексеенко.
Регбисты сборной России сбор клуба пропустят в связи с домашними тестовыми матчами с «Лелос».
თავიდანვე უნდა მორალურად გავანადგუროთ, თამაშის ხალისი დავუკაფგოთ.
ხო, გორგაძე დაუჭედებს ბოლო ლურსმებს. ისე სწრაფი ხაზით ვიწყებთ, ვუღალატეთ ტრადიციას(მძიმეთი ვიწყებდით და მერე სწრაფებით ვაგრძელებდით). იმედია კონკრეტულ შემთხვევაში ასე აჯობებს.
წინ ბიჭებო
❤️