ბორჯღალოსნები

15:57 | 14.03.2019 | ნანახია 2577 - ჯერ

რუსებმა რაზმები გამოამზეურეს

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლინ ჯონსმა ის შემადგენლობები დაასახელა, რომლებიც შესაბამისად, 16 და 17 მარტს საქართველოს XV-სა და საქართველოს ეროვნულ გუნდს გაეჯიბრებიან.
შეგახსენებთ, რომ “დათვებისა” და “ბორჯღალოსნების” შეხვედრა კრასნოდარის სტადიონ “ყუბანზე” თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება.
რუმინეთთან თამაშისგან განსხვავებით, უელსელმა სპეციალისტმა რაზმში 4 ცვლილება განახორციელა. პირველ ხაზში ტრავმირებული ანდრეი პოლივალოვის ნაცვლად ინგლისური “სეილ შარქსის” ლეგიონერი ვალერი მოროზოვი ითამაშებს, ვლადიმირ პოდრეზოვს კი ინოკენტი ზიკოვი ჩაანაცვლებს.
მესამე ხაზში ტრავმა მიიღო და ადგილს ვიტალი ჟივატოვს დაუთმობს ნიკიტა ვავილინი, 9 ნომრის პოზიციაზე კი დმიტრი პეროვს ალექსეი შჩერბანი შეცვლის.
ტრავმების გამო, რუსები ამჯერად ვერ დაიხმარენ ალეკსანდრ ბუდიჩენკოს, დმიტრი კროტოვს, დენის სიმპლიკევიჩს (ყველა – “ენისეი”), გერმან გოდლიუკს, ანტონ დროზდოვს, ანდრეი პოლივალოვს (ყველა – “ვვა-პოდმოსკოვიე”), ვასილი დოროფეევსა (“კრასნი იარი”) და ნიკიტა ვავილინს (“სლავა”).
რუსეთი: 1. ვალერი მოროზოვი, 2. სტანისლავ სელსკი, 3. ინოკენტი ზიკოვი, 4. ანდრეი ოსტრიკოვი, 5. ანდრეი გარბუზოვი, 6. ანტონ სიჩოვი, 7. ტაგირ გაჯიევი, 8. ვიტალი ჟივატოვი, 9. ალექსეი შჩერბანი, 10. იური კუშნარიოვი, 11. მიხაილ ბაბაევი, 12. დმიტრი გერასიმოვი, 13. ვლადიმირ ოსტროუშკო, 14. გერმან დავიდოვი, 15. ვასილი არტემიევი (კაპ.).
მარქაფა: 16. ევგენი მატვეევი, 17. სერგეი სეკისოვი, 18. აზამატ ბიტიევი, 19. ბოგდან ფედოტკო, 20. რომან ხოდინი, 21. დმიტრი პეროვი, 22. რამილ გაისინი, 23. ვიკტორ კონონოვი.
მომავალი მატჩის რეფერი ინგლისელი ტომ ფოლი იქნება, რომელსაც თანამემამულეები ენტონი ვუდტორპი და ფილ ვოტერსი დაეხმარებიან, კომისარის მოვალეობას კი იტალიელი როსანო ფაციოლი შეასრულებს.
რუსეთის A ნაკრებისა და საქართველო XV-ის შერკინება კრასნოდარშივე, ოღონდ, სტადიონ “ტრუდზე” შედგება და ისიც თბილისის დროით 16:00 საათზე აიღეს სტარტს.
რუსეთი A: 1. ალექსეი სკობიოლა, 2. სერგეი ჩერნიშოვი, 3. კირილ გოტოვცოვი, 4. ალექსანდრ ილინი, 5. ევგენი ელგინი, 6. მიხაილ სიდოროვი, 7. პატრის პეკი, 8. ვიქტორ გრესევი (კაპ.), 9. ტიმურ ისმაილოვი, 10. სერგეი იანუშკინი, 11. დანიილ პოტიხანოვი, 12. კირილ გოლოსნიცკი, 13. იგორ გალინოვსკი, 14. ვლადისლავ სოზონოვი, 15. ნიკიტა ჩურაშოვი.
მარქაფა: 16. ევგენი მიშეჩკინი, 17. ლეონიდ კალინინი, 18. ანდრეი იგრეცოვი, 19. ალექსეი პანასენკო, 20. ნიკიტა ბეკოვი, 21. სერგეი ტრიშინი, 22. კონსტანტინ უზუნოვი.
მატჩის მთავარი მსაჯი რუსეთის 2018 წლის საუკეთესო რეფერი გეორგი კოპი იქნება, კიდის არბიტრებად კი კიდევ ერთი მასპინძელი ლევ სლეპცოვი და სამხრეთაფრიკელი ტალა სიმო ნტშაკაზა მოგვევლინებიან. შეხვედრის კომისარი კრასნოდარელი ანდრეი მატვიუკია.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:30 | 15.03.2019
არჩილ სოხუმელი (484)

საქართველოს მთავარი ნაკრების შემადგენლობა რუსეთთან ვერსად ვერ ვნახე. გთხოვთ დაწეროთ! არის თუ არა ცვლილებები მთავარ ნაკრებში?

14:40 | 15.03.2019
გორდა (250)

მთავარი ნაკრების შემადგენლობას ჰეიგი ხვალ დაასახელებს.

08:45 | 15.03.2019
გორდა (250)

ასევე კარგი იქნება ექსპერტული შეფასება, განსაკუთრებით რუსების ა ნაკრები რას წარმოადგენს.

08:43 | 15.03.2019
გორდა (250)

ისე, გვარების გვერდით კლუბები რომ მიეთითებინათ აჯობებდა.

15:58 | 14.03.2019
sport..»farther more rugby (86)

უნდა გადავხნათ

17:21 | 14.03.2019
ოვალური კორბენი (276)

რავარი გადასახნავია 17 მილიონი კვ/კმ ტერიტორია ?

19:43 | 14.03.2019
sport..»farther more rugby (86)

ჯერ ცოტათი დავიწყოთ: )))

22:14 | 14.03.2019
jikha (22)

ჰო კრასნოდარით

23:03 | 14.03.2019
sport..»farther more rugby (86)

+ +

0.084811