ბორჯღალოსნები

19:30 | 11.03.2019 | ნანახია 2935 - ჯერ

“ბორჯღალოსნები” მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-12 პოზიციაზე რჩებიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინგში 73.93 ქულით მე-12 ადგილი შეინარჩუნა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “ბორჯღალოსნებმა” ქუთაისში გერმანია 52:3 გაანადგურეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატზე პირველობა ვადაზე ადრე გაინაღდეს, თუმცა, მეტოქის სისუსტის გამო, კლასიფიკაციაში ვერაფრით იხეირეს.
სამაგიეროდ, აღნიშნულ ტურნირზევე რუსეთის დამარცხებით პლიუსი ნახა რუმინეთმა. “მუხის ფოთლებმა” ბოტოშანში “დათვებს” 22:20 სძლიეს და მე-18 პოზიციაზე გადაინაცვლეს, რუსებმა კი 2 საფეხური დათმეს და ახლა, მოწინავე ოცეულს აგვირგვინებენ.
რეიტინგში ცვლილებები არ გამოუწვევია 6 ერის გასული ტურის მატჩებს. უელსელებმა ედინბურგში შოტლანდიას 18:11 მოუგეს და 0.43 ქულა შეიმატეს, თუმცა, ძველებურად მე-3 ადგილზე რჩებიან.
ინგლისმა და ირლანდიამ, რომელთაც შესაბამისად, იტალიასა და საფრანგეთს, დამაჯერებლად, 57:14 და 26:14 აჯობეს, რეიტინგში ვერაფერი შეიმატეს.
შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნებს” რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ტურის მატჩი 17 მარტს კრასნოდარში ელით და თუკი რუსეთს 15 და ნაკლები ქულით აჯობეს, 0.33 ქულას მიიღებენ, 15 ქულაზე მეტით გამარჯვება კი 0.49 ქულას მოგვიტანს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:33 | 12.03.2019
პანტელეიმონი (1218)

ხმალი ავლესოთ ქართველებო, ხმალი ავლესოთ ! ! !

0.105065