საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2019 წლის გათამაშებაში მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა. “ბორჯღალოსნებმა” ქუთაისში გერმანია 52:3 გაანადგურეს, სატურნირო ცხრილში 18 ქულა მოაგროვეს და მორიგი ტიტული ვადაზე ადრე გაინაღდეს. ქართველმა მორაგბეებმა გერმანელები 8-ჯერ დაალელოვეს, მირიან მოდებაძემ კი ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია