ბორჯღალოსნები

17:10 | 9.03.2019 | ნანახია 1613 - ჯერ

რაგბი ევროპა: წინასამატჩო პრესკონფერენცია
მილთონ ჰეიგი და მერაბ შარიქაძე

ხვალ 16 საათზე, ქუთაისში გერმანიასთან გასამართ მატჩამდე ერთი დღით ადრე, ბორჯღალოსნებმა „აია არენაზე“ კაპიტნის ვარჯიში და პრესკონფერენცია გამართეს.

მილთონ ჰეიგმა წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის, როგორც მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ერთ-ერთი ეტაპის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ამ კამპანიაზე ძალიან დიდი ფოკუსირება ხდება, რადგან ყველაფერი, რასაც ახლა ვაკეთებთ, მსოფლიო თასისთვის მზადებას ემსახურება. გვსურს მაქსიმალურად გამოვცადოთ მოთამაშეები, ვნახოთ ყველა ის სიღრმეები, რაც მსოფლიო თასზე გამოგვადგება და იაპონიაში გასამართ ტურნირს შესაბამის კონდინციაში შევხვდეთ“.

გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ თამაშის ქუთაისში ჩატარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

„ჩვენთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია, თუმცა ამ შეხვედრას განსაკუთრებულ ხიბლს ის მატებს, რომ გერმანიას ქუთაისში ვმასპინძლობთ. ამ ქალაქში რაგბს წლებია ფეხი მყარად აქვს მოკიდებული, რამდენიმე გუნდი ყავს, რომლებიც წარმატებით თამაშობენ შიდა ჩემპიონატებში და ქუთაისელი გულშემატკივარი საერთაშორისო რაგბს იმსახურებს. და როდესაც მაყურებლისთვის თამაში ასე მნიშვნელოვანია, ის ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანი ხდება“.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე მატჩს გუნდები განსხვავებულ პოზიციებში ხვდებიან. ბორჯღალოსნებმა სამივე თამაში მოიგეს - კლუჟში რუმინეთთან 18:9, თბილისში ესპანეთთან 24:10 და ბრიუსელში ბელგიასთან ბონუსით, 46:6. შედეგად, ჩვენი გუნდი 13 ქულით პირველ ადგილზეა.

გერმანია ბელგიასთან ბრიუსელში 22:29 დამარცხდა და მცირედი მარცხისთვის ბონუსს დასჯერდა, ბოტოშანში რუმინეთთან 10:38 წააგო, ხოლო გასულ ტურში ჰაიდებერგში რუსეთი მიიღო და ბონუსამდე ქულა დააკლდა - 18:26. ჯამში გერმანიას ერთი სატურნირო ქულა აქვს და ბოლო, მე-6 ადგილზეა.

www.rugby.ge


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:54 | 09.03.2019
ბანგლი (2)

გაჩეჩილაძეზე რა ხდება? რატო არავინ ახსენებს, ენისეიში თამაშობს

10:02 | 10.03.2019
გორდა (250)

კონკურენციის მიუხედავად მეც მგონია რომ უნდა ითამაშონ, მაგრამ მწვრთნელმა უკეთ იცის, საბოლოო ჯამში შედეგზე პასუხისმგებელი ის არის.

23:21 | 09.03.2019
არჩილ სოხუმელი (484)

Команда И В Н П РИО О
1 Грузия 3 3 - - 88-25 13
2 Россия 4 2 - 2 124-63 11
3 Румыния 4 2 - 2 87-69 10
4 Испания 3 2 - 1 47-56 8
5 Бельгия 3 1 - 2 42-132 4
6 Германия 3 - - 3 50-93 1
რუგგერ.ინფოზე 2 ბონუსი მიანიჭეს.
0?'>https://rugger.info/european-championship':'>https://rugger.info/european-championship'))

10:00 | 10.03.2019
გორდა (250)

იმ წესებით რაც რაგბი ევროპაზე რუსეთმა მართლაც აიღო 2 ბონუს ქულა.
1 ქულა 7 ან ნაკლები თუ გაგებისათვის და კიდევ 1 ქულა მეტოქეზე 3-ით მეტი ლელოს დადებისათვის.
აი ბოლო "ლელო" მსაჯმა როგორ ჩაუთვალათ ეგ საკითხავია.

02:16 | 10.03.2019
alfadhirhaiti (110)

შეასწორებენ ალბათ..

0.084823