საერთაშორისო

19:21 | 8.03.2019 | ნანახია 2684 - ჯერ

რაგბი ევროპა | შემადგენლობა გერმანიასთან

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 10 მარტს ქუთაისში, 16 საათზე გერმანიასთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

საგულისხმოა, რომ „აია არენაზე“, მშობლიურ ქალაქში, ექვსი ქუთაისელი ბორჯღალოსანი ითამაშებს და მათგან ხუთი სასტარტო შემადგენლობაშია. თამაშს იწყებენ გამოცდილი მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე, ასევე ბურჯი ბექა გიგაშვილი და ახალგაზრდები - ოთარ გიორგაძე, მირიან მოდებაძე და თედო აბჟანდაძე. მარქაფაშია 18 წლის კვაჭი ვანო კარკაძე. სასტარტოშია ფოთელი ზურაბ ჟვანია, რომელმაც თავისი ოსტატობა ‘აიაში’ დახვეწა და პარიზულ ‘სტად ფრანსეში’ სწორედ ქუთაისიდან მოხვდა.

ოთხი ცვლილება შერკინებაში

ერთი კვირის წინ ბრიუსელში, ბელგიასთან 46:6 მოგებული მატჩის შემდეგ, შერკინების ხაზში ოთხი ცვლილება განხორციელდა.

სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეხუთე თამაშს იწყებს კვაჭი შალვა მამუკაშვილი. მარქაფიდან დაწინაურდნენ და ძირითად შემადგენლობაში არიან ბურჯები ზურან ჟვანია და ბექა გიგაშვილი. რუმინეთთან მატჩის შემდეგ, გიგაშვილი სასტარტოში მეორედაა, ხოლო ჟვანია თამაშს ორწლიანი შესვენების შემდეგ იწყებს. ის ძირითადში ბოლოს 2017 წელს, ასევე ქუთაისში ბელგიასთან გამართული მატჩისას იყო და მაშინ ლელოც გაიტანა.

მეორე ხაზში გამოცდილი მორაგბეების წყვილს ვიხილავთ. კვლავ ძირითადშია გიორგი ნემსაძე, რომელსაც ამჯერად შალვა სუთიაშვილი შეუწყვილდება. ასეთი წყვილით თამაში ბოლოს 2018 წელს, სუვაში ფიჯისთან მოგებული (16:15) მატჩისას დავიწყეთ და მას შემდეგ სუთიაშვილი დამწყებ 15-ში პირველად მოხვდა.

მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნეს გიორგი ცუცქირიძემ და შემკვრელმა ოთარ გიორგაძემ, ხოლო გიორგი თხილაიშვილის ნაცვლად, მეორე ფლანკერად ბექა საღინაძეს ვიხილავთ. საღინაძე ჟვანიას, გიგაშვილისა და სუთიაშვილის მსგავსად, მარქაფიდან დაწინაურდა.

მალაღურაძის 90-ე კეპი

წინა მატჩთან შედარებით სამი ცვლილებაა ხაზში და მათგან ორი მარქაფიდან დაწინაურდა. ბელგიასთან განაცხადში არ იყო და ახლა ძირითადშია ლაშა მალაღურაძე, რომელიც თამაშს 12 ნომრად იწყებს და 90-ე სანაკრებო კეპს მოიხვეჭს. 2016 წლის შემდეგ, ის დამწყებთა შორის მეორედ მოხვდა (2018 წლის ზაფხულში ფიჯის წინააღმდეგ დაიწყო).

მალაღურაძე ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს შეუწყვილდება. ფრთაზე კვლავ ძირითადშია მირიან მოდებაძე, ხოლო მეორე ფრთა სოსო მათიაშვილი იქნება, რომელიც ბრიუსელში ფულბეკი იყო. მან ზურაბ ძნელაძის ადგილი დაიკავა, ფულბეკად კი ლაშა ხმალაძე ბრუნდება.

საინტერესო იქნება ღერძის ხილვა. 9 ნომერზე შარშანდელი რაგბი ევროპის შემდეგ ძირითადში ბრუნდება გელა აფრასიძე. აქამდე ის ძირითადში ორჯერ იყო - ბელგიასთან და გერმანიასთან. ზედიზედ მეექვსე მატჩში მგეზავი 19 წლის თედო აბჟანდაძე იქნება. აღსანიშნავია, რომ ამ წყვილმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ორი წელი ითამაშა და მსოფლიო აალაპარაკა. აფრასიძე და აბჟანდაძე ახლაც ერთად არიან, უკვე ბორჯღალოსანთა შემადგენლობაში.

გამოცდილი მარქაფა

მწვრთნელებმა მარქაფაში ერთის გამოკლებით გამოცდილი მორაგბეები გაამწესეს. კვაჭის პოზიციაზე თამაშში 18 წლის ვანო კარკაძე ჩაერთვება, ხოლო ბურჯები ლევან ჩილაჩავა და გიორგი მელიქიძე არიან.

მეორე ხაზში მესამე კეპს მოიხვეჭს დავით გიგაური. ასევე მარქაფაშია კიდევ ერთი მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილი.

ამჯერად თადარიგშია 22 წლის 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე, რომლის ანგარიშზე უკვე 41 კეპია. შარშან ზაფხულის ტესტ-მატჩების შემდეგ ბორჯღალოსნებს უბრუნდება დავით კაჭარავა, რომელიც 113-ე კეპს მოიხვეჭს, ყველაზე მეტს ამ შემადგენლობაში და მერაბ კვირიკაშვილზე ორით ნაკლებს. ასევე მარქაფაშია გამოცდილი სანდრო თოდუა.

საქართველოს ბორჯღალოსნები

"რაგბი ევროპა" | IV რაუნდი | – გერმანია

კვი 10/03_2019 | ქუთაისი, აია | 16.00

1989 - 2018 218 ტესტი | 262 ბორჯღალოსანი | სრულად

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

უკანა ხაზი [ბექები]

15

ლაშა ხმალაძე

ბათუმი [საქ დ 10]

1988

72

8ლ 4გ [48 ქ]

14

მირიან მოდებაძე

ქუთაისის აია [საქ დ 10]

1997 6

13

მერაბ შარიქაძე^კაპ

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1993

61

11ლ [14 კაპ]

12

ლაშა მალაღურაძე

მონინოს ვე’ვე’ა [რუს პრემიერ]

1986

89

4ლ 40გ 25ჯ 3ა [184 ქ] 2სბ

11

სოსო მათიაშვილი

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1993

15

6ლ 20გ 19ჯ [127 ქ]

10

თედო აბჟანდაძე

ქუთაისის აია [საქ დ 10]

1999

5

შ 7გ 6ჯ [39 ქ]

9

გელა აფრასიძე

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1998

13

2ლ 2გ [14 ქ]

შერკინება [ფორვარდები]

1

ზურაბ ჟვანია

ვოსპს [ინგ პრემ]

1991

38

11ლ 2სბ

2

შალვა მამუკაშვილი

ენისეი [რუს პრემიერ]

1990

64

5ლ სბ

3

ბექა გიგაშვილი

გრენობლ [სფრ ტოპ 14]

1992

5

:

4

შალვა სუთიაშვილი

ანგულემ [სფრ პრო დ2]

1984

73

2ლ [15 კაპ] 3სბ

5

გიორგი ნემსაძე

ოსპრეიზ [უელ პრო 14]

1984

88

14ლ [11 კაპ] 6სბ

6

ბექა საღინაძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1998

2

:

7

გიორგი ცუცქირიძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1996

16

2ლ 2სბ

8

ოთარ გიორგაძე

ბრივ [სფრ პრო დ2]

1996

18

4ლ

თადარიგი [რეზერვი]

23

სანდრო თოდუა

ბათუმი [საქ დ 10]

1987

77

11ლ 2სბ

22

დავით კაჭარავა

ენისეი [რუს პრემიერ]

1985

112

22ლ [4 კაპ] 3სბ

21

ვასილ ლობჟანიძე

ბრივ [სფრ პრო დ2]

1996

41

7ლ

16

ვანო კარკაძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

2000

2

:

17

გიორგი მელიქიძე

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1996

11

18

ლევან ჩილაჩავა

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1991

46

8ლ სბ

19

დავით გიგაური

მუნიჩიპალ [რუმ სუპერ]

1994

2

20

ნოდარ ჭეიშვილი

ქორნიშ პაირათს [ინგ ჩემპ]

1990

20

:

rugby.ge


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:18 | 10.03.2019
ბანგლი (2)

გაჩეჩილაძეზე რა ხდება? რატო არავინ ახსენებს, მოკვეთეს თუ რა ხდება

17:53 | 09.03.2019
არჩილ სოხუმელი (484)

რუმინეთი - რუსეთი 22 - 20 (ლელოები 1 - 4). რუსეთმა 2 ბონუსი აიღო. 4 რალიზაცია გააფუჭეს. რუმინელებს რა უხაროდათ ვერ გავიგე. რუმინული რაგბის დონე ძაან დაეცა. საწყენია ბონუსით, რომ ვერ მოვუგეთ.

22:26 | 09.03.2019
jora84 (183)

რაგბი ევროპაზე წაგებული მხოლოდ ერთ ქულას იღებს 8 ქულაზე ნაკლებით წაგებისთვის.

23:09 | 09.03.2019
არჩილ სოხუმელი (484)

Команда И В Н П РИО О
1 Грузия 3 3 - - 88-25 13
2 Россия 4 2 - 2 124-63 11
3 Румыния 4 2 - 2 87-69 10
4 Испания 3 2 - 1 47-56 8
5 Бельгия 3 1 - 2 42-132 4
6 Германия 3 - - 3 50-93 1
რუგგერ.ინფოზე 2 ბონუსი მიანიჭეს.
0?'>https://rugger.info/european-championship':'>https://rugger.info/european-championship'))

17:26 | 09.03.2019
არჩილ სოხუმელი (484)

რუსეთმა 3 ლელო დაუდო რუმინელებს. მგონი მოუგებს ამ თამაშს რუსეთი რუმინეთს. ჯერჯერობით 2 ქულას აგებენ რუსები. თამაშითაც და ფიზიკაში ჯობს რუსეთი რუმინეთს. რუსეთში უძლიერესი შემადგენლობით უნდა წავიდეთ.

17:37 | 09.03.2019
არჩილ სოხუმელი (484)

რეალიზაცია ვერ გაიტანა 19-15 იგებს რუმინეთი. თუ რუსებმა ლელო დადეს კიდევ, მაშინ ბონუსით დაამარცხებენ რუმინელებს

12:42 | 09.03.2019
არჩილ სოხუმელი (484)

საქართველო XV-ში ვის გამოიძახებენ? საზღვარგარეთ 300-მდე ქართველი მორაგბე თამაშობს. მთავარ ნაკრებშიც ბევრი მორაგბე დიდი 10-დანაა. რუსეთის А ნაკრები არაფრით არ ჩამოუვარდება მათ პირველ ნაკრებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსებიც ემზადებიან მსოფლიო თასისთვის გასაგებია, რომ ამ ორ ნაკრებში ეყოლებათ გადანაწილებული ნაკრების ყველა კანდიდატი. რუსეთი ჩემპიონატი უფრო მაღალი დონისაა ვიდრე დიდი 10 და მათი 2 კლუბი უკვე წარმატებით თამაშობს ევროპულ ტურნირებზე. რუსებისაგან გასაგებია რა გამოხმაურება მოყვება თუ საქართველოს ე.წ. მეორე ნაკრებმა (როგორც ეძახიან რუსები - საქართველოს ნაკრების რეზერვი) წააგო რუსეთის А ნაკრებთან.

21:17 | 08.03.2019
ogafa (407)

ათი ლელო

0.087471