ბორჯღალოსნები

15:27 | 8.03.2019 | ნანახია 1371 - ჯერ

18 წლამდელები: უმცროსი ბორჯღალოსნების დასკვნითი შეკრება
კალინინგრადში წამსვლელები აპრილის დასაწყისში დასახელდება

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, რომელიც აპრილში (14-22) გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, 20-28 თებერვალს „შევარდენზე“ დასკვნითი შეკრება გამართა.

დავით ჩავლეიშვილს შეკრებაზე 40 მორაგბე ყავდა, რომელთაგან აპრილის დასაწყისში 26 შეირჩევა და ისინი კალინინგრადში შარშან, საფრანგეთის ძლევით (რომელმაც წელს ევროპის ჩემპიონატი დატოვა) მოპოვებული ტიტულის შენარჩუნებას ეცდებიან.

შეკრებაზე დიდი აქცენტი ფიზმომზადებას დაეთმო, 27 თებერვალს კი, ორმხრივი თამაში გაიმართა, რითაც ჩავლეიშვილი კმაყოფილი დარჩა:

„ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე თვენახევარი დარჩა და ტაქტიკურ მომზადებაზე, კომბინაციების დამუშავებაზე გადავდივართ. ამ შეკრებაზე დიდი ყურადღება ფიზმომზადებას დაეთმო. გამოიკვეთა ჯგუფი, რომელთაც დამატებითი ფიზმომზადება დაჭირდება და დარჩენილ პერიოდში მათ მეტი ვარჯიში მოუწევთ. გვქონდა ორმხრივი თამაში, რომელმაც საკმაოდ მაღალ ტემპში ჩაიარა და კმაყოფილი დავრჩი. შარშანდელის მსგავსად, მასიური, დიდი ბიჭები არ გვყავს, თუმცა წელს არანაკლებ კარგი, სწრაფი და მობურთალი გუნდი გვეყოლება. ამ ბიჭებს კლუბებში თამაშებში დავაკვირდებით და აპრილის დასაწყისში 26-ს შევარჩევთ, რომლებიც 10 აპრილს კალინინგრადში გაემგზავრებიან“.

უმცროსი ბორჯღალოსნები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში 14 აპრილს გერმანიის ნაკრებს ეთამაშებიან. მეოთხედფინალის დანარჩენ სამ შეხვედრაში ესპანეთი - ჰოლანდიას, პორტუგალია - ბელგიას და რუსეთი რუმინეთს ეთამაშება.

შეკრებაზე იყვნენ: აბდუშელიშვილი დათო (ლელო), პეტრიაშვილი ლუკა (ხვამლი), მჭედლიძე ირაკლი (ლელო), ქუნთელია სანდრო (ლელო), ვარდოსანიძე გიორგი (ხვამლი), ცილიკური ანტონი (სამთა), კევლიშვილი თაზო (ხვამლი), ჩქარეული ლუკა (ლელო), მაჭარაშვილი ლუკა (არმაზი), ბურდული ლექსო (ლელო), ნერსეზაშვილი რობი (ლელო), ივანიშვილი ლუკა (წიქარა), ზაქარიაძე თორნიკე (ლელო), გვიმრაძე ტატო (ხვამლი), ქობალია გიორგი (ლელო), ლომიძე დათო (ხარები), ხონელიძე საბა (აია), სინაურიძე გიორგი (აია), კარლაევი ნიკო (აია), თოდუა ლუკა (ხვამლი), მატკავა ლუკა (არმაზი), წიკლაური ფრიდონი (ხვამლი), იაშვილი კონსტანტინე (აკადემია), ცინცაძე ნიკა (ხვამლი), ცინცაძე გივი (არმაზი), ყუფარაძე გიორგი (ლოკომოტივი), თაყნიაშვილი ბესო (ხვამლი), ხეხელაშვილი ლუკა (ლელო), კვირიკაშვილი მათე (აშშ), ლუტიძე ზაური (ხვამლი), მინდიაშვილი ზურაბი (აკადემია), ქუშაშვილი ლევანი (ლელო), გურგენიძე ლაშა (ვეფხვები), კაკაურიძე ლაშა (ხვამლი), ნინიაშვილი დათო (ხვამლი), პაპუნაშვილი დაჩი (არმია), ბრაგვაძე ლევანი (არმაზი), კოხოძე თემური (აია), შვანგირაძე ბექა (აია), არევაძე გიორგი (აია).

www.rugby.ge


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:48 | 09.03.2019
shalvinio (19)

წარმატებები.

21:21 | 08.03.2019
ogafa (407)

წარმატებები

0.076968