მომავალ კვირას დუბლინში დაგეგმილი საეტაპო შეხვედრის წინ, მსოფლიო რაგბმა დაანონსებული მსოფლიო ლიგის კონცეპცია გამოაქვეყნა, სადაც ისტორული ცვლილებებია შეტანილი: თუკი ის მართლაც დამტკიცდა, საქართველოს რეალურად ეძლევა შანსი 6 ერის უარესი გუნდის ადგილი დაიკავოს.
ახალი სქემის მიხედვით, მსოფლიო ლიგა სამ დონედ დაიყოფა, საიდანაც ჩვენთვის საინტერესო 12-12 გუნდისგან შემდგარი პირველი ორია. ელიტარულ დონეზე ევროპულ ზონაში პირდაპირ ჩაჯდება 6 ერი, დანარჩენი მსოფლიოს ექვსეულში კი რაგბი ჩემპიონშიპის ოთხეულს (ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, არგენტინა) არაევროპელთაგან 2 საუკეთესო რეიტინგის მქონე (დღესდღეობით, ფიჯი და იაპონია) ნაკრებები დაემატებიან.
მომდევნო თორმეტეულში, ევროპელებს სათავეში საქართველო უდგას, რომელსაც რუმინეთი, რუსეთი, ესპანეთი, პორტუგალია და ბელგია მოჰყვებიან, დანარჩენი მსოფლიოს II დივიზიონში კი ტონგა, აშშ, სამოა, ურუგვაი, ჰონგ კონგი და ნამიბია ფიგურირებენ. ორივე დონეზე გუნდები წრიული სისტემით ითამაშებენ, ამდენად, წლის განმავლობაში 11-11 მატჩის ჩატარება მოუწევთ.
ახლა, მთავარზეც: მსოფლიო რაგბის მიერ შემოთავაზებული გეგმით, დივიზიონებს შორის დაქვეითება-აღზევების სისტემა იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ადგილი დაკავების შემთხვევაში, საქართველო პლეი-ოფში I დივიზიონში ევროპელთაგან უარესს (ვთქვათ, იტალიას) გაეჯიბრება და მისი ადგილის დაკავების ეცდება.
იგივე პრინციპით, არაევროპელთა ექვსეულიდან აუტსაიდერის გამოძევებისთვის იბრძოლებს დანარჩენი მსოფლიოს ქვედა ექვსეულის ჩემპიონი. მსოფლიო რაგბმა თავის კონცეპფიას ვიდეო-ბმულიც დაურთო, სადაც ყველაფერი ნათლადაა ასახული. ცხადია, დეტალები კიდევ დასაზუსტებელია, თუმცა, ამჟამად, მთავარია, აღნიშნულ სქემას ბეჭედი დუბლინურ შეხვედრაზე დაესვას.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პირველ რიგში ვერანაირად დავეთანხმები აზრს, რომ პლეიოფი 4 წელიწადში ერთხელ გვექნება, ეს ტურნირი 4 წელიწადში ორჯერ (მსოფლიო ჩემპიონატის წინა და შემდგომ წელს) ტარდება, შესაბამისად ორჯერ გვექნება შანსი 6 ერში შეღწევის, და თუ შევაღწიეთ ექვს ერში, მინიმუმ ორი წელი მასში დავრჩებით, გააჩნია რომელი წლის პლეიოფს ვითამაშებთ მომგებიანად, მინიმუმ ერთხელ და მაქსიმუმ 2ჯერ გვექნება სამხრეთის ბობოლებთან გაჯიბრების შანსი შემდგომ ორ წელიწადში. ჩვენს სასარგებლოდ ისიც იქნება, რომ პლეიოფის წინ გვექნება ყველაზე რთულ მეტოქეებთან გამოცდილების შესაძენად თამაშები - ტონგა, სამოა, აშშ, ნამიბია, ურუგვაი, ასე რომ იტალიისთვის საკმაოდ მომზადებული ვიქნებით. მთავარია ერთხელ გავარღვიოთ ეს მანკიერი წრე და ელიტაში დიდი ხნით დარჩენის დიდი შანსია.
რაც შეეხება მანამდე პერიოდს: წელს გარანტირებულად გვაქვს 4 უმაღლესი დონის მატჩი პლუს ფიჯი და ურუგვაი, 2020 და 2021 წლებში ფედერაციამ უნდა იყოჩაღოს, რაც შეიძლება მეტი ძლიერი ტესტი უნდა გავჩარხოთ იგივე კუნძულელებთან ძალიან მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ პლუს მინიმუმ ერთი ექვსი ერის გუნდი.
ყველაზე მთავარი არ უნდა გამოგვრჩეს დიდი ათიდან მინიმუმ ერთი გუნდი უნდა მოვახდინოთ ჩელენჯ ქაფზე და კიდევ უფრო გრანდიოზული გეგმა რაცაა: ფრენჩაიზი ტოპ 14ში ან კელტების ლიგაში, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მარტო ეს ბოლოც გვეყოფოდა იტალიის ტოლსწორად გამოსვლისთვის!!!
დიახ, ვნახე ვიდეოს ბოლოს ორჯერ არის მითითებული პლეიოფის ფანჯარა 4 წლიან პერიოდში.
თუ ყველაფერი ისე იქნება, რომ ეგ ყველაფერი შესრულდა რაც ვივარაუდეთ კარგია. უბრალოდ ფრანჩიზასთან დაკავშირებით წინა 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს დაიწყო აქტიური საუბრები, მაგრამ აქამდე მხოლოდ საუბრები გვაქვს. ასევე ბევრი იწერებოდა შედარებით ძლიერი ტურნირის შექმნის შესახებაც სადაც საქართველოს ადგილიც იქნებოდა, მაგრამ აგერ მომდევო მსოფლიოს წელია და კონკრეტული არაფერი მიგვიღია. ასევე სიტყვიერი პირობა რაც მივიღეთ, იმის შესახებ რომ 2020 წლიდან ყოველწლიურად 2 ტიერი 1-ის ნაკრებს შეგვახვედრებენ და აქედან ერთს აუცილებლად თბილისში უნდა დავიცვათ ჩემის აზრით.
წარმატებები ქართულ სპორტს!!
გამომრჩა წეღან, ჩემთვის სპორტული კუთხით ასევე ძალიან ბუნდოვანია შემდეგი: ვთქვათ მე-2 ეშელონის ტურნირში პირველ ადგილებზე გავიდნენ ტონგა, სამოა და აშშ, ჩვენ მხოლოდ მე-4 ზე, მაშინ სპორტული მიღწევებით ხომ არ გვეკუთვნის პლეიოფი. იგივე ეხება სხვა დივიზიონებს!
-პირველი დივიზიონის გარდა ნახევარფინალის და ფინალის, შესაბამისად ჩემპიონის გამოვლენის "ღირსები" სხვა დივიზიონებს არ არიან!
- ჩვენმა ფედერაციამ უნდა მოითხოვოს სრულყოფილი შეჯიბრი მეორე და მესამე დივიზიონისთვისაც,
- პლეიოფის გარეშე უნდა მოხდეს ბოლო ორი უარესის ჩანაცვლება (არ უნდა ქონდეს მნიშვნელობა ევროპული იქნება ეს ნაკრები თუ არა ევროპული) ქვედა ლიგის ორი საუკეთესო ნაკრების მიერ, აქაც კუთვნილების გარეშე.
თუ ეგრე გავიდნენ, ტონგა, სამოა, აშშ და საქართველო, მაშინ ტონგა ეთამაშება ზედა დივიზიონის არაევროპელთაგან უარესს და საქართველო ექვსი ერის უარესს.
ანუ საქართველო გავა პლეიოფში იმის მიუხედავად, რომ წინ კიდევ 2 არაევროპული ნაკრებია
დიახ ეგრეა რაც თქვეს მსოფლიო რაგბში და სწორად მაგას ავღნიშნავდი, სპორტულად ეგ ხომ უსამართლობაა??!!
უშუალოდ მეორე ლიგა (12 გუნდი) ძირითადად ევროპელები ევროპელებთან და არაევროპელები არაევროპელებთან სათამაშოდ განეწყობიან. რაც შეეხება 12 გუნდიან დივიზიონს ის საერთო ჩემპიონატის სახეს ვერ იღებს. არც ჩემპიონის გამოვლენა ხდება როგორც პირველ ლიგაშია, მაგრამ უსამართლო გადანაწილება ვინ ითამაშებს პლეიოფში იქაც შენარჩუნებულია. მაგალითად თუ იტალიამ შეძლო და დაიკავა მე-8 ადგილი მაგრამ ის აღმოჩნდა ევროპულ გუნდებში უარესი პლეიოფში მაინც მან უნდა ითამაშოს რაც ჩემთვის სპორტული კუთხით უსამართლოდ აღიქმება.
რაც შეეხება პლეიოფებს, 2 წელიწადში ერთხხელ იქნება, მსოფლიო მომდევნო და მსოფლიოს წინა წელს. შუალედში "ლიომების" ტურნეა. (ისე ეს ლომების ტურნე პლეიოფს რა ხელს უშლის)
stripslashes((strlen('https://snag.gy/K78DSP.jpg')>0?'https://snag.gy/K78DSP.jpg':'https://snag.gy/K78DSP.jpg'))
გორდას ვეთანხმები სწორი აქცენტებია მხოლოდ ერთს დავამატებ იმ ერთ წელს როცა პლეიოფი დადგება აი ნახეთ იტალიას არ შეგვახვედრებენ რომელიმეს გააცვლებინებენ ადგილს რომ თავი დაიზღვიონ და იტალია არ გავარდეს იმ ფონზე როცო თითქმის ყველა ფედერაციებში მოსყიდვებია(როგორ ყიდიან მასპინძლობის უფლებებს და უამრავი კორუფციული გარიგებები) ამ ფონზე ყოველნაირად ეცდებიან შეგვზღუდონ არავინ გამოიდებს თავს ძაან უნდა მოინდომოს ბიძინამ რომ რომელიმე ქვეყნის ფედერაცია მოისყიდოს და მხარი დაგვიჭირონ არც გარისკავს არც ენდობა მაგათ თავს არ აიტკივებს აი თეთრად რო იყოს უეჭველი გადამხდელია ხალხის გული რომ მოიგოს მაგრამ თეთრად გამორიცხულია.
- ჯერ ჯერობით ძალიან ბუნდოვანი მოცემულობაა და ჩვენი რაგბის კავშირი (და სხვა "დაჩაგრულებიც") ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ.
- აბა იმას რა დავარქვათ, რომ იკრიბებიან მხოლოდ ბობოლები + ორი მიწვეული და უნდა განიხილონ საკითხი, რომელიც წინასწარ ეროვნულ ფედერაციებში არავის დაუმუშავებია და მეორე მხოლოდ ეს 12 ფედერაციის წარმომადგენელი აპირებს გადაწყვიტოს ყველას ბედი ისე, რომ სხვებს არაფერს ეკითხებიან!!
- ის რაც მოგვიგდეს, ეგრედ წოდებული "მათთვის განსახილველი ფორმატის" სახით, მაგ საკითხსაც თუ ჩავუღრმავდებით არ გვაქვს ჩვენთვის რაიმე განსაკუთრებულთან საქმე ჩემის აზრით და ამაში ვგულისხმობ შემდეგს:
1. ჩვენ ხომ ყოველწლიურად ისედაც ქვედა დონის 6 ერს ვთამაშობთ და ეს "ახალ" შეთავაზებაშიც არის ასე რომ აქ არაფერი ჩვენთვის;
2. ზაფხულის და ნოემბრის ტესტებზე აშშ-ს, კანადას, კუნძულელებს ისედაც ხომ ვეთამაშებით აქაც და მათთანაც. ისინი ტესტებზე ჩვენთან თამაშს არასდროს არ ეწინაარმდეგებიან და აქაც ჩვენთვის არაფერი. უფრო სწორად ჩვენთვის უკუსვლაა რადგან შემოთავაზებული გეგმით იაპაონიასთან და ფიჯისთანაც შეიძლება კარგა ხნით ვერ ვითამაშოთ!!
- აი დანარჩენი მცირე 6 ერის გუნდებისათვის ეს დიდი მიღწევაა, მათ კუნძულელებთან და აშშ-სთან თამაში ან საერთოდ არ უწევთ ან ძალიან-ძალიან იშვიათად.;
3. ჩვენ ასე თუ ისე ყოველწლიურად ტიერი 1-ის მინიმუმ ერთ გუნდს ხომ ვხვდებით და მსოფლიო რაგბის ადრე "მოცემული პირობით" (როგორც ჩანს მათ პირობას დახრეტილი შაურის ფასიც არ აქვს!!) მომდევნო წლიდან 2-ს უნდა "შევხვდეთ" და აქედან ერთ აუცილებლად თბილისში და რა გამოდის ამ ნაწილშიც მაგრად ვაგებთ, რადგან კარგა ხნით შეიძლება მათთან ვეღარ ვითამაშოთ!!
- თუ 4 წლიან მონაკვეთ ავიღებთ მსოფლიო რაგბისაგან ჩვენთვის მოცემული ძველი "პირობით" არითმეტიკულად ეს ასე გამოიყურება:
1 წელი - 2 თამაში ტიერი 1 გუნდთან
2 წელი - 2 თამაში ტიერი 1 გუნდთან
3 წელი - 2 თამაში ტიერი 1 გუნდთან
4 წელი - 2 თამაში ტიერი 1 გუნდთან + მსოფლიო ჩემპიონატი და კიდევ მინიმულ 2 თამაში ტიერი 1 გუნდთან
ჯამში გამოდის 8 + 2 = 10 თამაში ტიერი 1 გუნდებთან საიდანაც მინიმუმ 4 თბილისში უნდა გაიმართოს!
- ახალი გეგმით აქამდე რაც გვითხრეს რას გვთავაზობენ? არითმეტიკულად 4 წლის განმავლობაში ეს ასე გამოიყურება (რამდენადაც მე ჩავწვდი მათ ჩანაფიქრს):
4 წლის განმავლობაში ეგრედ წოდებული პლეიოფი ალბათ მხოლოდ 1 - ხელ გაიმართება, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის წელში არ იქნებაო ეს ტურნირი და აქ მაგარი ბუნდოვანებაა ჩვენ მაგ წელში რას გავაკეტებთ???
და ასევე ეგრედ წოდებული „ლომების“ ტურნეს დროს არ იქნებაო პლეიოფები!! და მათი ტურნე როგორც წესი 2 წელიწადში ერთხელ აქვთ ასე, რომ პლეიოფი და ზედა 12 გუნდში ასვლის შესაძლებლობა 4 წლიან პერიოდში მხოლოდ 1 ხელ გვეძლევა!!
დაშვება 1 - ჩვენ ამ ტურნირის დაწყების საპლეიოფო წელს თუ დავმარცხდით ევროპის მოწინავე 6 ერის ბოლო ადგილოსანთან მაშინ:
1. მხოლოდ საპლეიოფო წელს შევხვდებით 1-ხელ (დიდი ალბათობით გასვლაზე) ტიერი 1-ის წარმომადგენელს (ისიც დიდი ალბათობით იტალიას);
2. მხოლოდ სამსოფლიოდ - უშუალოდ ჩემპიონატზე შევხვდებით მინიმუმ 2 ტიერი 1-ის გუნდს
და ჯამში ამ დაშვებით გამოდის 4 წლის განმავლობაში მხოლოდ 3 - ჯერ გვიწევს ტიერი 1-ის გუნდთან შეხვედრა, ისიც ყველა გასვლითი იქნება და არცერთი თბილისში!!
დაშვება 2 - ჩვენი გუნდი პლეიოფში გამარჯვებული გამოდის რა ხდება 4 წლის განმავლობაში? არითმეტიკულად ძალიან ბუნდოვანია და თან დიდი ალბათობაა არასპორტული ხრიკების მსოფლიო რაგბის მხრიდან! ამიტომ არითმეტიკულად მოვერიდები ამ ვარიანტის გამოთვლას.
პირველად რომ მოვუსმინე, ძალიან გამიხარდა და ვიფიქრე, გვეშველა-თქო. ორი აზრი არაა რომ თავდაპირველ საშინელ გეგმას სჯობია. მაგრამ, როგორც იტყვიან "ეშმაკი დეტალებში იმალება". ამისათვის, კარგად დაუკვირდით ბოლოში ავტორის წინადადებას ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნეს შესახებ! ანუ, რა გამოდის? ჯერ ერთი, ეს ე.წ. "მსოფლიო ლიგა" მსოფლიო თასის წლებში არ გაიმართება (კარგი, ეს ლოგიკურია, თუმცა მაგ წელიწადს ჩვენ რა ვქნათ, ისევ სუსტებთან ვიჭიდავოთ?) და მეორე, ყველაზე ცუდი: "ბრიტანელ-ირლანდიელი ლომები"-ს მიზეზით 1-2 დივიზიონებს შორის გავარდნა-აღზევება იმ წლებში არ იქნება როდესაც ეგ ახვრები ტურნეს მართავენ!!! და რამდენად ხშირად მართავენ ეგ ვითომ ლომები ტურნეებს?! როგორც მახსოვს, 2 წელიწადში ერთხელ (თუ ვცდები, შემისწორეთ). ანუ რა გამოდის?! ეს ფაქტიურად ნიშნავს, რომ ევროპულ ელიტაში აღზევების შანსი დაახლოებით 4 წელიწადში მხოლოდ ერთხელ გვექნება და ეჭვი მაქვს, ევროპელი "გამძღარი" ბობოლები მაგ შანსსაც მოგვისპობენ! მაგალითად, ან იტალიაში ძალით წაგვაგებიებენ (ცუდი მსაჯობით) ან კიდევ, არ გამოვრიცხავ, იტალია ბოლოზე არ გაიყვანონ (4 წელიწადში ერთხელ ეს შესაძლებელია). ანუ თითქმის იგივე მოდელია რაც თავიდან სურდათ, უბრალოდ მაშინ საერთოდ არ იყო შანსი, ახლა კი მინიმალურია!
ყველაფრის მიუხედავად, თავი უნდა შევაკლათ და ლელო ბოლომდე გავიტანოთ!!!
ნაადრევად ნუ ავცუნდრუკდებით ძმებო...ჯერ გადავხტეთ(დაამტკიცონ ეგ ამბავი ოფიციალურად) და ჰოპლა მერე ვიძახოთ. ამ ნაბოზ..სგან ყველაფერია მოსალოდნელი. ისე ახლა გამოჩნდება რისი ტრაკიც აქვს "მსოფლიო რაგბის" ორგანიზაციას. თუ მოსვეს თავის ადგილზე 6 ერის ბოსები ხო კაი, თუარადა უნდა მოკვეთონ საერთოდ და ითამაშონ ერთმანეთში
სხვა საიტებზეც ვნახე და მართლა ისტორიული ამბავი იქნება თუ მართლა დაამტკიცეს ეს ამბავი ! მე პირადად იმედი მქონდა დაკარგული რომ 6 ერში როდისმე შეგვიშვებდნენ და ეხლა კი უკეთესი ვარიანტი და უმაგრესი შანსი გვიჩდება მარტო ევროპელ ბობოლებთან კი არა მსოფლიოს ბობოლებთან ჩავატაროთ წელიწადში 11 თამაში! ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს ? მთავარია იმ 12 ს უარეს გუნდს სტაბილურად მოვუგოთ ხოლმე მაგრამ აქ მეორე ვარიანტიცაა მოვუგებთ იტალიას ფიჯის ან მით უნეტეს იაპონიას ან საფრანგეთს ან შოტლანდიას ?(ვინც დაიკავებს ბოლო ადგილს იმ 12 ში) ან როდისთვისაა ის ცვლილები დაგეგმილი ? თუ მაგასაც 10-15 წელი გაწელავენ მაშინ შეიტენონ ერთ ადგილზე ის "ისტორიული ცვლილება" DD
ფიჯი ან იაპონიასთან არც მოგვიწევს ფლეი-ოფი, ჩვენ შევხვდებით იმ 12 გუნდში ევროპულ ნაკრებებს შორის უარესს ანუ სავარაუდოდ იტალიას, და დაჯე მე როგორც მივხვდი ჩვენ 12 გუნდში ვთქვათ ტონგას და სამოას რომც ჩამოვრჩეთ ფლეი-ოფში მაინც გავალთ რადგან მთავარია ევროპულ გუნდებს ვაჯობოთ
ანუ ჯერ არაფერია დამტკიცებული მაგრამ როგოეც ახლა ვიცით ასე თუ დატოვეს ყველაფერი გამოდის რომ 2 წელიწადში ერთხელ მოგვიწევს იტალიასთან ფლეი-ოფის თამაში
2022-შიო
კარგი ამბები მოხდა ! ჯერ ერთი იმ ნაბ,,ზარ ფულისტებს არ გამოუვიდათ ჩაკეტილი მდიდრების ლიგა და ევროპელ მაჩანჩალებს ნაღდად ჯობნიან ტონგა სამოა ამერიკა ნამიბია ურუგვაი ! და მეორეც გადასასვლელი პლეი ოფებიც მაგარია თუმცა რაგბის მამები ისეთი გოთ ვერნები არიან რომ იტალია იქნება თუ სხვა მაინც იმათ დაეხმარებიან ყოველნაირად -თამაშებს იქ დაუნიშნავენ პლიუს საქართველო ნამიბიის მსაჯები რომ იყვნენ ისეთ მსაჯებს დანიშნავენ და ძალით წაგვაგებინებენ !
ხო ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია მაგრამ ჯერ არ ვიცით საბოლოოდ რა სახეს მიიღებს, მაინ მგონია რომ რაღაცას იგოთვერნებენ, მე როგორც ვიცი 2022 წლამდე არ ჩატარდება და მერე 2 წელიწადში ერთხელ გაიმართებაო ხოდა მაშინ გამოდის რომ შანსი 2024 წლამდე არ მოგვეცემა
ვიდეოში ნათქვამია ყოველ წელს - იმ წლის გამოკლებით როცა მსოფლიო თასი ტარდებაო
გასაგებია რომ ამ სპორტში კონსერვატორული მიდგომები სჭარბობს და გარკვეულწილად ესეც ქმნის დიდ უფსკრულს დონეებს შორის, მაგრამ სამართლიანობის პრინციპი აუცილებლად უნდა დაამკვიდრონ თანდათან.
სხვანაირად რაგბი კვლავაც შვიდიოდე ქვეყნის თამაშად დარჩება.
ისე მანდ თუ ავძვერით რა თამასები წავა, შეიძლება ზელანდიას და ავსტრალიას მოუწიოთ თბილისში ჩამოსვლა. ნუ მინიმუმ 5 (შემდეგ წელს 6) ხომ უნდა ჩამოვიდეს
ვაა ასე თუ მოხდა ძალიან მაგარი იქნება, რეალურად გამოდის რომ 1 კი არა დაჟე 2 გუნდი შეიძლება გავარდეს ქვედა დივიზიონში. ისე იმედია ფლეიოფი იტალიაში არ გაიმართება და ერთმატჩიანი არ იქნება
სავარაუდოდ ეგრეც იქნება, გასვლაზე მოგვიწევს დიდი ალბათობით 6 ერის ბოლოსთან თამაში. მაგრამ თუ მოვიგეთ და ავედიტ მერე უკვე იმას მოუწევს თბილისში :დდ
მოაშორონ ეს აუტსაიდერის და ქვედა დივიზიონის ფავორიტის გაჯიბრება და პირდაპირი ჩანაცვლება იყოს!
ესეიგი ყინული დნებააა
ვაა,ძაან მაგარი იქნება თუ ეს იდეა დამტკიცდება.ევროპელებს შორის საუკეთესო ადგილი გვეყოფა ფლეიოფის სათამაშოდ და ამასთან ერთად წლის განმავლობაში ვეთამაშებით ტონგას,სამოას,ამერიკას,შესაბამისად მეტი საინტერესო მატჩი იქნება.იმედია დაამტკიცებენ და იდეა იდეად არ დარჩება.მთავარია ის საშინელი იდეა არ გაიტანონ,რომლითაც ჩაკეტილი სისტემა იქმნება
მოაშორონ ეს აუტსაიდერის და ქვედა დივიზიონის ფავორიტის გაჯიბრება და პირდაპირი ჩანაცვლება იყოს!