ბორჯღალოსნები

15:05 | 5.03.2019 | ნანახია 816 - ჯერ

კრასნოდარში ორი გუნდით
საქართველო XV 16 მარტს რუსეთის "ა" ნაკრების წინააღმდეგ

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში საქართველოდან კრასნოდარში ორი ნაკრებით გაემგზავრებიან - საქართველო XV 15 მარტს კრასნოდარში ბორჯღალოსნებთან ერთად გაემგზავრება და პირველი ნაკრებების მატჩამდე 1 დღით ადრე რუსეთის "ა" დაუპირისპირდება.

საქართველო XV, რომელიც დიდი 10-ის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, პირველად შარშან ზაფხულში შეიკრიბა და „ზაფხულის თასზე“ არგენტინა XV 23:22 დაამარცხა, ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან მატჩში კი, გამარჯვება სტუმრებს დარჩათ - 20:18.

წელს ბესიკ ხამაშურიძე გუნდს პირველად შეკრებს, მარტყოფის სარაგბო ბაზაზე შეკრებაზე 10 მარტს შეიყვანს და მოსამზადებლად 5 დღე ექნება.

საქართველო XV-ის გაფართოებული შემადგენლობა 12 მარტს დასახელდება.

„ჩვენი პოლიტიკაა, რომ საქართველო XV-ში მხოლოდ დიდი 10-ის მორაგბეებმა ითამაშონ. მივდივართ რუსეთის "ა" ნაკრებთან სათამაშოდ. შეხვედრა 16 მარტს, კრასნოდარში "ტრუდის“ სტადიონზე ჩვენი დროით 16 საათზე დაიწყება და მისი ინტერნეტ-ტრანსლიაცია იგეგმება", - განაცხადა საქართველო XV-ის მენეჯერმა ლექსო იორდანიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ივნისში საქართველო XV თბილისში ორ მატჩს გამართავს ინგლისის საგრაფოების ნაკრების წინააღმდეგ

რუსეთი "ა" - საქართველო XV | 16 მარტი, 16:00 (საქ. დროით), სტადიონი "ტრუდ"

გაიმართება მატჩის ტრანსლაცია, რომლის დეტალებსაც მოგვიანებით მოგაწვდით

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086757