უმცროსი ბორჯღალოსნები, რომლებიც 4-22 ივნისს არგენტინაში გასამართი „მსოფლიო რაგბის“ 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, 6 და 10 მარტს თბილისში საფრანგეთის 20-წლამდელთა განვითარებად ნაკრებს ამხანაგურად შეხვდებიან.
ფრანგები უკვე თბილისში არიან და მომავალი შეხვედრებისთვის აქ ემზადებიან. აღსანიშნავია, რომ მათ შარშანაც ვეთამაშეთ და „მარკუსიზე“ პირველ მატჩში მასპინძლებმა მცირედით იმარჯვეს (24:19), მეორე მატჩში კი მეტოქეს 14:0 ვძლიეთ.
წელს ფრანგები ამხანაგური მატჩების გასამართად თავად გვეწვივნენ. შეხვედრები „ავჭალის“ სარაგბო სტადიონზე გაიმართება და 6 მარტს თამაში - 16 საათზე, ხოლო 10 მარტს 14 საათზე დაიწყება. მატჩების ტრანსლაციის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იწყებს U20-ი. შარშანდელმა თამაშებმა აკადრებინა ფრანგებს აქეთ გვწვევოდნენ. მართალია ისევ მეორე გუნდს ვხვდებით, მაგრამ იქნებ ისე მოუგოთ ორივე შეხვედრა, რომ ჩვენთან გავარჯიშება შემდეგში პირველ გუნდსაც მოუნდეს.