ამბები

13:25 | 2.07.2014 | ნანახია 7396 - ჯერ

ირლანდია-საქართველოს ტესტ-მატჩზე დასწრების მსურველთა საყურადღებოდ

16 ნოემბერს ირლანდიაში გასამართ ირლანდია-საქართველოს ტესტ-მატჩზე დასწრების მსურველ გულშემატკივარს გვინდა გაცნობოთ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ დაუზუსტებელია საქართველოდან მატჩზე წამსვლელთა ზუსტი ოდენობა, ირლანდიის რაგბის კავშირმა შემოგვთავაზა ბილეთების შეძენის ონლაინ მექანიზმის შესაბამისი ბმული, სადაც სხვა და სხვა კატეგორიის ბილეთების შეძენა არის შესაძლებელი.

http://www.ticketmaster.ie/guinness-series-2014-ireland-v-dublin-11-16-2014/event/18004CBCCD992C3F?artistid=1056338&majorcatid=10004&minorcatid=225 

ხოლო ირლანდიის რესპუბლიკის ვიზის მისაღებად საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს საგარეო სამინისტროს ვებ-გვერდის შემდეგ ბმულზე.

http://mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=387&info_id=12463 

ბმულზე მოცემული ინფორმაციის მიუხედავად, საქართველოს რაგბის კავშირი გირჩევთ, ირლანდიის რესპუბლიკის ვიზის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს.

საქართველოს რაგბის კავშირი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081