ბორჯღალოსნები

13:43 | 3.03.2019 | ნანახია 2280 - ჯერ

მილთონ ჰეიგი: "მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ"

საქართველოსა და ბელგიის სარაგბო ნაკრებთა მატჩის შემდეგ, რომელიც "ბორჯღალოსნებმა" 46:6 მოიგეს, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მილთონ ჰეიგმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ. იყო ეპიზოდები, როდესაც ძალიან კარგად ვთამაშობდით, თუმცა რაქში რამდენჯერმე ბურთი დავკარგეთ და სამჯერ აუტში გადაგვიყვანეს. როდესაც შენზე ძლიერ მეტოქეს ეთამაშები და ბურთი მოგეცემა, ის აუცილებლად უნდა შეინარჩუნო. კმაყოფილი ვარ, რომ პირველ ტაიმში 22 და მეორეში 24 ქულა გავაკეთეთ, თუმცა ზოგადად, დისციპლინით უკმაყოფილო ვარ.

ბელგიელები ეპიზოდებში დაცვაში ძალიან კარგად თამაშობდნენ და ხაზს სწრაფად გვიწევდნენ, თუმცა 46:6, კომფორტული სხვაობაა. მიუხედავად იმისა, რომ მინდორი სპეციფიურია, რამდენიმე კარგი ლელო გავიტანეთ. გიორგი ცუცქირიძე ძალიან კარგი მოთამაშეა და დღეს კარგი მატჩი ჰქონდა, თუმცა ის გუნდის ნაწილია და ჩვენმა ტაქტიკამაც განაპირობა, რომ ის ასეთი აქტიური იყო".

www.rugby.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:39 | 03.03.2019
გორდა (250)

- მთლიანად თამშით, როგორც რიგით გულშემატკივარი მეც კმაყოფილი ვარ.
- კაპიტანს და მათიაშვილს აშკარად ეტყობოდათ ფორმის აღდგენის საჭიროება.
- კარკაძე და საღინაძე სწორად ასეთ მეტოქეებთან უნდა დაოსტატდნენ. მე პირადად ქერდიყოშვილის და გიგაურის დაყენებასაც ველოდი. მათ უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა სჭირდებათ, თუმცა რადგან სამსოფლიო წელიწადია გასაგებია, რომ მწვრთნელს ცოტა დრო დარჩა ძირითადი გუნდის და მისი უახლოესი შემადგენლობის შესათამაშებლად.

წარმატებები ბორჯღალოსნებს!!!

0.080255