ბორჯღალოსნები

13:10 | 2.03.2019 | ნანახია 2653 - ჯერ

"ბელგიასთან განსხვავებული გამოწვევა გველის"
მილტონ ჰეიგი მატჩის მოლოდინში და ინგლისთან ვარჯიშის შეფასება

პირველ მარტს საქართველოს ნაკრები ბრიუსელში ჩავიდა. სამწვრთნელო შტაბმა საქართველოს ნაკრების სამატჩო რაზმი 28 მარტს, ინგლისთან ერთობლივი ორ-დღიანი ვარჯიშის დასრულების შემდეგ დაასახელა.

>>> ვრცლად ნაკრების სამატჩო რაზმის შესახებ

ახალი სანაკრებო სეზონის მესამე მატჩის წინ, ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ინგლისთან ვარჯიშისა და ბელგიასთან გასამართი მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა:

„რაზმს, რომელიც დავასახელეთ, თავისუფლად შეიძლება ეწოდოს გამოცდილი. ტრადიციულად რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, თუმცა ზოგიერთ მათგანს ნოემბერში მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა, ხოლო ზოგიერთს კი, უკვე მიმდინარე კამპანიაში. აქედან გამომდინარე - კარგი ნაზავი გამოგვივიდა.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში ინგლისთან შესანიშნავი ერთობლივი ვარჯიში გვქონდა. განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა ერთობლივი ვარჯიშის მეორე დღეს, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ფანტასტიური! ინგლისის მწვრთნელები აცხადებდნენ, რომ მათმა გუნდმა აშკარად ისეთივე ფასდაუდებელი შედეგი მიიღო, როგორიც ჩვენმა. ასეთი რამის მოსმენა ისეთი ხალხისგან როგორებიც ედი ჯოუნზი, ჯონ მიჩელი და სკოთ ვეისმენთელი არიან, ბევრ რამეს ნიშნავს!

„ყველაფრიდან გამომდინარე, გვინდა, რომ ბელგიასთან განსაკუთრებით კარგად ვითამაშოთ. ამის შესახებ მე ბიჭებსაც ვესაუბრე და ვუთხარი, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორი კმაყოფილებიც არ უნდა ვიყოთ საკუთარი თავებითა და შესაძლებლობებით ინგლისთან ვარჯიშის შემდეგ, ბელგიასთან განსხვავებული გამოწვევა გველის. ბელგიის წინააღმდეგ ისეთ დონეზე უნდა ვითამაშოთ, როგორ დონეზეც ვივარჯიშეთ ინგლისთან და თუ ამას მოვახერხებთ, ანგარიშს ეს თავისთავად შეეტყობა“.

ბელგია - საქართველო | 2 მარტი, ბრიუსელი

პირდაპირი რეპორტაჟი 19 საათიდან პირველ არხზე და რაგბი თივიზე

www.rugby.ge


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:54 | 03.03.2019
tokageo (45)

World Rugby needs to listen to top players after World League protests says Joe Schmidt

Johnny Sexton was among the big names who weighed in this week

ირლანდია არ ეთანხმება ამ ლიგის შექმნას. მთავარ მწვრთნელს ძალიან კარგი კომენტარი გაუკეთებია. ირლანდიურ მირორში გამოქვეყნდა გუშინ

02:59 | 03.03.2019
პანტელეიმონი (1218)

მეც მგონია, რომ ძალიან ბევრი უნდა ავწონ-დავწონოთ მილტონთან დაკავშირებით, არა მგონია მოხდეს მისი თვისებების მწვრთვნელის და ადამიანის ადვილად ჩანაცვლება ! ! !

21:23 | 02.03.2019
არჩილ სოხუმელი (484)

ჰეიგზე უკეთესი მწვრთნელი, რომელიც საქართველოს ნაკრებს ჩაიბარებს, არა მგონია მოვძებნოთ. აგერ რუსებმა ნახეს ირლანდიელი, ესპანეთს, რუმინეთს,... ყავთ და ყავდათ სარაგბო ელიტიდან მწვრთნელები, მაგრამ არა მგონია რომელიმე ჰეიგს ჯობდეს. რუსებს უფრო მეტის გადახდა რომ შეუძლიათ მწვრთნელისთვის საკამათო არა მგონია იყოს. მგონია, რომ უცდიან ჰეიგს როდის გაუშვებს საქართველო, რომ თავიანთი მთავარი გუნდი ჩააბარონ. ჰეიგი ვერ ასწავლის მორაგბეებს ბურთის დაჭერას, სწრაფად სირბილს, ბოლო მომენტში ფეხზე თავი შეიმაგროს და არ დაეცეს ან ბურთი არ გაუვარდეს ხელიდან. ეს სარაგბო სკოლიდან უნდა მოდიოდეს.

22:41 | 02.03.2019
alfadhirhaiti (110)

მაგისი დედა მოვიკითხოთ ცუდად თუ საქართველოს შემდეგ რუსეთში წავიდა.

20:43 | 02.03.2019
kakhaberry (30)

8 ქულა რატომ გვაქვს? ესპანეთთან 4 ლელოთი პრემიალური ვერ ავიღეთ?

21:11 | 02.03.2019
არჩილ სოხუმელი (484)

რაგბი ევროპაზე 3 ლელოთი მეტი უნდა ქონდეს დადებული ბონუს ქულა რომ აიღო. ესპანელებმა 2 ლელო დაგვიდეს. ჩვენ კი, 2 ლელოთი მეტი 4 ლელო დავდეთ. ექვს ერზე კი ძველი წესი მოქმედებს - 4 და მეტი ლელოს დადენის შემთხვევაში იღებს გუნდი ბონუს ქულას, არაა აქვს მნიშვნელობა მოწინააღმდეგემ რამდენი დადო. 2017 წელს რუსეთთან ვერ ავიღეთ ბონუს ქულა (დავდეთ 4, მივიღეთ 2 ლელო) რაც რაგბი ევროპის ჩემპიონობის დაკარგვად დაგვიჯდა.

13:54 | 03.03.2019
kakhaberry (30)

გასაგებია, მადლობა. მე მეგონა ეგ სისტემა მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატში იყო )))

19:52 | 02.03.2019
alfadhirhaiti (110)

უკვე მეეჭვება ასეთი თამაშით რუსეთთან გამარჯვებაში...

16:26 | 02.03.2019
Daviti (6)

გორდას ვეთანხმები იმ ჩამოთვლილ პლიუსებში რაც ჰეიგს გააჩნია მაგრამ ვერ დავეთანხმები მთავარში ნაკრები გაჩერდა ვერ უმატებს ერთ ადგილზე გაჩერდა ვეღარ უმატებს ჰეიგი უკვე ახალ უფრო მაღალ დონეზეა გუნდი ასაყვანი რომ ამ დაბალ დივიზიონში კიარ უნდა წვალობდეს ერთი ამოსუნთქვით უგებდეს ხოლო ბობოლებთან მინიმუმ არ უნდა ვნადგურდებოდეთ თამაშით ვერ უნდა დაგულაობდნენ მათი მორბენალები ტაქტიკურადაც მოსამატებელია კარგია ჩავაბაროთ ახალგაზრდული ნაკრებები და ფედერაციაში ჰქონდეს კურატორის ფუნქცია ჩვენი მწვრთნელების მომზადებაც ჩავაბაროთ მთავარ ნაკრებში ახალი მწვრთნელია მოსაყვანი ახალი იდეებით ახალი ხედვით რომ მომატება დაეტყოს აშკარად მადლობლები ვართ ჰეიგის ორი აზრი არ არსებობს დიდი სამსახური გასწია და უნდა დავუფასოთ ოღონდ მთავარ მწვრთნელად უფრო მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელია მოსაყვანი.

16:32 | 03.03.2019
გორდა (250)

სიახლეები, რომ არის საჭირო მაგ საკითხში მე სრულად გეთანხმები. უბრალოდ ვფიქრობ ამისათვის სხვა გზაც არის და კარგად უნდა მოფიქრება.
- სხვა გზაში ვგულისხმობ ჰეიგისათვის მინიმუმ 3 კარგი უცხოელი სპეციალისტის ჩამოყვანას (შერკინებაში - როუთრი ვინც გვყავს, ხაზის მწვრთნელი და ფიზო - განსაკუთრებით აღდგენითი ვარჯიშების კარგი სპეციალისტი). ძლიერი გუნდი დაეხმარება ნაკრებს სიახლეების შემოტანაში.
- თვითონ ჰეიგს რამდენადაც შევატყე არ უჭირს გუნდური მუშაობა და იზიარებს კოლეგების მოსაზრებებს.
- რაც შეეხება უფრო მაღალი დონის მწვრთელის საკითხს, მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ ჰეიგის დონე ნამდვილად არ არის დაბალი. ზოგადად კი მჯობნზე-მჯობნს რა დალევს ამ ქვეყანაზე?!
- კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ფინანსები. სამსოფლიოდ, რამდენადაც მახსოვს ვერ მოიძიეს საკმარისი ფინანსები, რომ შერკინებასთან ერთად კიდევ ერთი ხაზის მაღალი დონის მწვრთნელი მოეწვიათ.

14:30 | 02.03.2019
გორდა (250)

ისე, მიუხედავად გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხაობისა ვთვლი, რომ ჰეიგს კიდევ აქვს რესურსი საქართველოს ნაკრები წინ წაწიოს და მსოფლი ჩემპიონატის შემდეგ კარგად უნდა იქნას მოფიქრებული სამწვრთნელო გუნდის, პირველ რიგში ჰეიგის წასვლა / დარჩენის საკითხი.
ის კარგად იცნობს:
- სარაგბო ვერტიკალს ასაკობრივ ჭრილში და მუშაობს არა მხოლოდ ეროვნული ნაკრების არამედ ასაკობრივი ნაკრებების გასავითარებლად (ანალიზის ჩატარება, რჩევები).
- კარგად იცნობს შიდა საკლუბო ჩემპიონატს და მის შესაძლებლობებს. რაც მთავარია ცდილობს მის განვითარებას (შიდა ჩემპიონატში მოთამაშე ბიჭების შეკრება, წვრთნები, მათთვის უკეთესი უცხოური გუნდების მოძიება ...).
- კარგად არის გარკვეული რაგბის კავშირის სტრუქტურაში და აქაც ყველანაირად ცდილობს დახმარების გაწევას (მისი პირადი კონტაქტებით).
- რაც ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია კარგად გაიცნო ქართული ხასიათი და შეეწყო მას. პატივს სცემს ჩვენს ხალხს და ქვეყანას. ერთგვარ ელჩადაც იქცა.

13:20 | 02.03.2019
dinamo222 (692)

კიი მაგარი ფანტასტიკური ვარჯიში ყოფილა ჩხუბით და დაკადაკით რატომ იჩხუბეს იმას რატომ არ ამბობთ ??

19:51 | 02.03.2019
alfadhirhaiti (110)

რატო?

0.098594