ბორჯღალოსნები

19:15 | 1.03.2019 | ნანახია 1469 - ჯერ

ბელგიელებმა რაზმი გადაახალისეს

ბელგიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2 მარტს “ბორჯღალოსნებთან” დაგეგმილ მატჩს გადახალისებული შემადგენლობით ხვდება. შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის გასულ ტურში “შავი ეშმაკები” სოჭს ესტუმრნენ და რუსეთთან 7:64 განადგურდნენ, რამაც მათ თავკაც გიომ აჟაკს კარდინალური ნაბიჯებისკენ უბიძგა.
მწვრთნელის გადაწყვეტილებით, სასტარტო რაზმში 9 ცვლილება და 1 გადაადგილება მოხდა. შედეგად, იზაკ მონტუაზიმ ჰავბექობიდან მგეზავის პოზიციაზე გადაინაცვლა, ადგილები კი მხოლოდ კაპიტანმა თომას დინსტმა (კვაჭი), ბურჯმა რომენ პინტემ, ფლანკერმა ჟიონ ბენუამ, შუამარბმა ლუი დე მოფარცმა და გარემარბმა თომას ვალრაფმა შეინარჩუნეს.
გასულ შეხვედრასთან შედარებით, მარქაფაში მხოლოდ ბურჯი მარტინ იესენი დარჩა.
შეგახსენებთ, რომ ხვალინდელ შეხვედრას, რომელიც თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება, ბრიუსელის “პტი ეიზელი” უმასპინძლებს, რეფერი კი შოტლანდიელი ბენ ბლეინი იქნება.

ბელგია: 15. ვინსენთ ჰართი, 14. თომას ვალრაფი, 13. ლუი დე მოფარცი, 12. ერვინ მურიჩი, 11. მარკ ჩონგი, 10. იზაკ მონტუაზი, 9. ტომ კოკიუ, 1. ბასტიან გალერი, 2. თომას დინსტი (კაპ.), 3. რომენ პინტე, 4. ბერტრან ბილი, 5. მაკსიმ გიონი, 6. ჟიონ ბენუა, 7. რომენ ონონი, 8. კორენტენ ლეკლუზი.
მარქაფა: 22. სებასტიან კერე, 21. ემილ ფერმოტი, 16. მარტინ იესენი, 17. შარლსტი ბერგე, 23. სამუელ ოპსომერი, 18. ტურ მულანცი, 19. გიომ მორტიე, 20. მაკსიმ ტემერმანი.
მწვრთნელი: გიომ აჟაკი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.096844