სიახლეები

23:12 | 28.02.2019 | ნანახია 656 - ჯერ

სცადე რაგბი
რაგბის ეროვნული აკადემია ტანმაღალ ბიჭებს იწვევს

დავით კილასონიას სახელობის რაგბის ეროვნული აკადემია 14-17 წლის ტანმაღალ ბიჭებს, რომლებსაც რაგბი ჯერ არ უთამაშიათ, სინჯებზე იწვევს.

თუ ხარ 185 სანტიმეტრზე მაღალი, გიყვარს სპორტი და ვარჯიში, რაგბის ეროვნული აკადემია გაზიარებს რაგბს და მოგცემს შანსს მას პროფესიულ დონეზე დაეუფლო!

მოზარდებისთვის რაგბის ეროვნული აკადემიის პროფესიონალი მწვრთნელები ჩაატარებენ სპეციალურ სარაგბო ვარჯიშებს ტექნიკურ-ფიზიკური კონდიციების დასახვეწად.

სასელექციო ვარჯიში საბურთალოს სარაგბო ბაზაზე (ნუცუბიძის მეოთხე პლატო, ავთო ვარაზის 6) 7 მარტს, დილის 17 საათზე გაიმართება.

ცნობისათვის, საქართველოს ყველა დროის საუკეთესო მორაგბემ, მსოფლიო დონის ვარსკვლავმა, მამუკა გორგოძემ რაგბის თამაში 16 წლის ასაკში დაიწყო და უკვე 19 წლისამ ბორჯღალოსნების მაისური მოირგო.

რაგბი ჩვენი თამაშია!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

EMAIL - s.maisuradze@rugby.ge

www.rugby.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:45 | 01.03.2019
ogafa (407)

წარმატებები

0.07886