ბორჯღალოსნები

20:20 | 28.02.2019 | ნანახია 1457 - ჯერ

რაგბი ევროპა - შემადგენლობა ბელგიასთან
ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული მორაგბეები ბრიუსელში ბრუნდებიან

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა გამოაცხადა. გუნდს დისკვალიფიკაციიდან და ტრავმებიდან სამი მორაგბე უბრუნდება.

ტრადიციულად - გამოცდილი და ახალგაზრდა მორაგბეების ნაზავი

მილთონ ჰეიგის შეგირდები 2 მარტს, საქართველოს დროით 19 საათზე ბელგიას ბრიუსელში ეთამაშებიან. ბელგიელებმა პირველ ტურში გერმანიას 29:22 მოუგეს, ხოლო ორი კვირის წინ სოჭში რუსეთთან 7:64 დამარცხდნენ და სატურნირო ცხრილში 4 ქულით ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზე არიან. აღსანიშნავია, რომ ბელგიელებს საკუთარ მოედანზე სამი თამაშია არ წაუგიათ (გერმანიასთან 69:15 და 29:22, ესპანეთთან 18:10) და სერიის გაგრძელებას გეგმავენ.

თავის მხრივ, საქართველომ პირველ ტურში რუმინეთს კლუჟში18:9 მოუგო, ხოლო 17 თებერვალს ესპანეთს თბილისში 24:10 სძლია, ნოემბრის ტესტებიდან მოყოლებული კი, მიჯრით ოთხი მოგება აქვს (სამოასთან 27:19 და ტონგასთან 20:9).

ესპანეთთან მოგებული მატჩის შემდეგ, ჰეიგმა სასტარტო 15-ში 6 მორაგბე შეცვალა - 4 ხაზში და ორიც შერკინებაში:

„ვფიქრობ, ბელგიის წინააღმდეგ ძალიან კარგი შემადგენლობით ვთამაშობთ. ტრადიციულად, ის გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების ნაზავია. ვეცდებით პირველივე წუთებიდან ჩვენი სათამაშო გეგმის განხორციელებას შევუდგეთ და მეტოქე წნეხში მთელი 80 წუთი ვამყოფოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს სათამაშო დისციპლინა, რათა შეტევისა და დაცვის სტრუქტურებმა გამართულად იმუშაოს და თამაშს ჩვეული ფიზიკურობა და სისწრაფე შევძინოთ“.

ბელგიასთან აქამდე 4-ჯერ გვითამაშია და ოთხი მოგება გვაქვს. ყველაზე მეტად პირველ მატჩში, 2013 წელს გაგვიჭირდა, როდესაც მეტოქეს სტუმრად 17:13 ვძლიეთ. 2017 წელს ბრიუსელში მეორედ ვითამაშეთ და 31:6 ვიმარჯვეთ. თბილისში მეტოქე ორივეჯერ მშრალზე დავტოვეთ - 35:0 (2014) და 47:0 (2018). ამ ოთხ მატჩში გავიტანეთ 19 ლელო და ერთადერთი მივიღეთ - 2013 წელს, ხოლო ქულათა ბალანსი 130:19-ზეა.

ფორვარდები

ესპანეთთან მატჩის შემდეგ, ჰეიგმა შერკინების პირველი ხაზი უცვლელი დატოვა და თამაშს ახალგაზრდა გურამ გოგიჩაშვილთან ერთად, გამოცდილი შალვა მამუკაშვილი და ლევან ჩილაჩავა იწყებენ.

მეორე ხაზში, ნოემბრის ტესტების შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება ნოდარ ჭეიშვილი, რომელიც გიორგი ნემსაძეს შეუწყვილდება.

საფრანგეთში, ‘ბრივში’ მიღებული წითელი ბარათის შემდეგ, 5-კვირიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა და თამაშს შერკინების შემკვრელად იწყებს ოთარ გიორგაძე, ფლანკერები კი ესპანეთის მსგავსად გიორგი თხილაიშვილი და გიორგი ცუცქირიძე იქნებიან.

კვაჭის პოზიციაზე მარქაფაშია 18 წლის ვანო კარკაძე, რომელსაც სანაკრებო დებიუტი რუმინეთთან ჰქონდა. ნოემბრის ტესტების შემდეგ, ნაკრებს უბრუნდება ბურჯი ზურაბ ჟვანია. მეორე ბურჯად შეცვლაზე ბექა გიგაშვილი შევა. მეორე ხაზში ბრუნდება გამოცდილი შალვა სუთიაშვილი, რომელმაც ნოემბერში სამჯერ, ასევე შეცვლაზე ითამაშა, ხოლო მესამე ხაზში ბექა საღინაძე შევა, რომელსაც სანაკრებო დებიუტი წელს, რუმინეთთან ჰქონდა.

ბექები

ხაზში ოთხი ცვლილებაა და 9 ნომრის პოზიციაზე, 2-წლიანი შესვენების შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება გიორგი ბეგაძე, რომლის ანგარიშზე ჯამში 64 კეპია. მგეზავი ზედიზედ მეხუთე მატჩში თედო აბჟანდაძე იქნება.

ცენტრში ბრუნდება გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე, რომელმაც რაგბი ევროპის პირველი ორი ტურის მატჩი გამოტოვა და ის გიორგი კვესელაძეს შეუწყვილდება. ტრავმა მოიშუშა და ფულბეკის პოზიციაზე დაბრუნდება სოსო მათიაშვილი. ფრთაზე თამაშს იწყებს მირიან მოდებაძე, რომელსაც სანაკრებო დებიუტი 2017 წლის ნოემბერში ჰქონდა და სამივე ტესტი ძირითადში დაიწყო, მას შემდეგ ტრავმას იშუშებდა და ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპის პირველ ორ მატჩში, შეცვლებზე დაუბრუნდა, ხოლო მეორე ფრთა ზურაბ ძნელაძე იქნება.

9 ნომრის მარქაფაშია გელა აფრასიძე, რომელმაც ესპანეთთან ტრავმის გამო ვერ ითამაშა. შეცვლაზე შევლენ ლაშა ხმალაძე და გიორგი აფციაური.

საქართველოს ბორჯღალოსნები

"რაგბი ევროპა" | III რაუნდი | – ბელგია

შაბ 02/03_2019 | ბრიუსელ, რუა ბოდუენ | 19.00 საქ = 16.00 ბელ

1989 - 2018 218 ტესტი | 262 ბორჯღალოსანი | სრულად

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

უკანა ხაზი [ბექები]

15

სოსო მათიაშვილი

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1993

14

6ლ 19გ 19ჯ [125 ქ]

14

მირიან მოდებაძე

ქუთაისის აია [საქ დ 10]

1997 5

:

13

მერაბ შარიქაძე^კაპ

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1993

60

11ლ [13 კაპ]

12

გიორგი კვესელაძე

მარნეულის არმაზი [საქ დ 10]

1997

16

3ლ

11

ზურაბ ძნელაძე

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1992

6

:

10

თედო აბჟანდაძე

ქუთაისის აია [საქ დ 10]

1999

4

შ 7გ 6ჯ [39 ქ]

9

გიორგი ბეგაძე

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1986

64

2სბ

შერკინება [ფორვარდები]

1

გურამ გოგიჩაშვილი

რასინგ [სფრ ტოპ 14]

1998

3

:

2

შალვა მამუკაშვილი

ენისეი [რუს პრემიერ]

1990

63

5ლ სბ

3

ლევან ჩილაჩავა

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1991

45

8ლ სბ

4

ნოდარ ჭეიშვილი

ქორნიშ პაირათს [ინგ ჩემპ]

1990

19

:

5

გიორგი ნემსაძე

ოსპრეიზ [უელ პრო 14]

1984

87

13ლ [11 კაპ] 6სბ

6

გიორგი თხილაიშვილი

ბათუმი [საქ დ 10]

1991

48

10ლ სბ

7

გიორგი ცუცქირიძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1996

15

2სბ

8

ოთარ გიორგაძე

ბრივ [სფრ პრო დ2]

1996

17

4ლ

თადარიგი [რეზერვი]

23

გიორგი აფციაური

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1994

24

22

ლაშა ხმალაძე

ბათუმი [საქ დ 10]

1988

71

8ლ 4გ [48 ქ]

21

გელა აფრასიძე

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1998

12

16

ვანო კარკაძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

2000

1

:

17

ზურაბ ჟვანია

ვოსპს [ინგ პრემ]

1991

37

11ლ 2სბ

18

ბექა გიგაშვილი

გრენობლ [სფრ ტოპ 14]

1992

4

:

19

შალვა სუთიაშვილი

ანგულემ [სფრ პრო დ2]

1984

72

2ლ [15 კაპ] 3სბ

20

ბექა საღინაძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1998

1

:

www.rugby.ge


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:57 | 01.03.2019
გორდა (250)

- ჩემის აზრით შედარებით ძლიერი შემადგენლობაა ვიდრე წინა თამაშებში რუმინეთთან და ესპანეთთან იყო.
წარმატებები!!

00:49 | 01.03.2019
ogafa (407)

წარმატებები

0.086559