საერთაშორისო

18:35 | 25.02.2019 | ნანახია 1932 - ჯერ

უელსმა ინგლისს რეიტინგშიც გადაასწრო

6 ერის 2019 წლის გათამაშების მე-3 ტურის შედეგებმა ცვლილებები მსოფლიო რაგბის რეიტინგიც გამოიწვია.
უელსის ნაკრებმა, რომელმაც კარდიფში ინგლისს 21:13 სძლია და ამით, მიჯრით მე-12 გამარჯვება გაიფორმა, კლასიფიკაციაში სწორედ “ვარდებს” გადაასწრო და 88.30 ქულით მე-3 ადგილზე გამაგრდა.
6 ერზე პირველმა გამარჯვებამ ფრიად ახეირა ფრანგებიც. “სამფეროვნებმა” შოტლანდიას 27:10 სძლიეს და ერთბაშად 2 პოზიცია მოიგეს. საფრანგეთმა მე-8 საფეხურზე ფიჯისა და არგენტინის “გავლით” აინაცვლა.
რეიტინგში 73.93 ქულით კვლავაც მე-13 საფეხურზე რჩება საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც იაპონიას უდგას კვალში, უახლოეს მდევრად კი აშშ რჩება.
შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნებს” რაგბი ევროპის ჩემპიონატის ეგიდით უახლოესი მატჩი 2 მარტს ელით, როდესაც ბრიუსელში ბელგიას ეთამაშებიან, თუმცა კი, ეს მატჩი სარეიტინგო თვალსაზრისით არაფრის მომტანია.

სრული რეიტინგი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:05 | 25.02.2019
Daviti (6)

ცხრილში მე-12-ე ვართ ბატონო დავით რატო დაგვხიეთ უკან ალბათ ციფრი 13 მოგწონთ არადა არცთუ ისე სასიამოვნო ციფრია...

0.112826