ბორჯღალოსნები ერთი წლის ინტერვალით მსოფლიოს ერთ-ერთ (მესამე ადგილის მსოფლიო რეიტინგში) საუკეთესო გუნდთან, ინგლისის ნაკრებთან მეორე ერთობლივ წვრთნას გამართავენ.
ინგლისელების მთავარი მწვრთნელის, ედი ჯოუნსის ინიციატივით, საქართველოს ნაკრები ინგლისს პირველად 2018 წლის თებერვალში ეწვია. მაშინ ავსტრალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ „მსოფლიოს საუკეთესო შერკინებასთან“ ერთობლივმა ვარჯიშმა, მის შეგირდებს ბევრი სასიკეთო რამ შესძინა და მსგავსი წვრთნების კიდევ ერთხელ, მსოფლიო თასის წელიწადში გამართვის სურვილი გამოთქვა.
პირველი დონის ნაკრებთან ერთობლივი ვარჯიშის პერსპექტივა ძლიერ ახარებს მილთონ ჰეიგს:
„თუ პირველი დონის ქვეყნებთან ხშირად ვერ თამაშობ, მათთან ერთობლივი ვარჯიში საუკეთესო გამოსავალია. ამ მოცემულობაში ეს იდეალური შესაძლებლობაა და საუკეთესო შესაძლებლობების მიღება და გამოყენება ჩვენ ერთ-ერთი მიზანია“.
ჰეიგსა და ჯოუნზს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ, ერთ დროს ისინი ერთად მუშაობდნენ და ეს შესაძლებლობები ამის გამოძახილია. ასევე იმის, რომ შარშანდელი ერთობლივი წვრთნით ინგლისშიც ძლიერ კმაყოფილნი დარჩნენ:
„ახალ წლამდე ედი ჯოუნსს ვესაუბრე და მანაც თქვა - „რა თქმა უნდა, მოდი გავიმეოროთო“ - ამბობს ჰეიგი და აგრძელებს:
„ედის საქართველოსთან და პირადად ჩემთან დიდი მეგობრობა აკავშირებს. შედეგად, 2012-2015 წლებში, როდესაც ის იაპონიის ნაკრების მწვრთნელი იყო, მათ ოთხჯერ ვეთამაშეთ. ახლა ის ინგლისის ნაკრების მწვრთნელია და მეორედ ვმართავთ ინგლისელებთან ერთობლივ ვარჯიშს. გაგვიმართლა, რომ ედი ამ შესაძლებლობას გვაძლევს და ამ გზით გუნდის „მშენებლობაში“, განვითარებაში გვეხმარება. აღსანიშნავია, რომ ის ყოველთვის დადებითად იყო განწყობილი ქართული რაგბის მიმართ და ის ქართული რაგბის დიდი გულშემატკივარია. მსგავსი ურთიერთობების არსებობა და გაღრმავება მნიშვნელოვანია!“.
ინგლისში 30 მორაგბით
ბორჯღალოსნები ინგლისში 30-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრნენ, რომელთაგან 16 მორკინალი და 14 ბექია. რაგბი ევროპაზე რუმინეთთან და ესპანეთთან მოგებული მატჩების შემდეგ, ინგლისში გაფართოებულ შემადგენლობას ზურაბ ჟვანია, შალვა სუთიაშვილი და ოთარ გიორგაძე, ხოლო ხაზს ტრავმა მოშუშებული მერაბ შარიქაძე, სოსო მათიაშვილი და დავით კაჭარავა დაემატნენ.
„შარშან ინგლისთან გამართული შერკინების ერთობლივი ვარჯიშების შესახებ ლეგენდები, მითები და დაუჯერებელი ისტორიები მსმენია. მაშინ გრეემ როუნთრი არც ჩვენთან იყო და არც ინგლისთან, თუმცა როდესაც ამ ვარჯიშებს უყურა, ნანახით კმაყოფილი დარჩა. ჩვენ გვჯერა, რომ ამ ვარჯიშებით ახლაც ძალიან ბევრს მივიღებთ“.
„გვექნება ორი სავარჯიშო დღე - პირველ დღეს მორკინალები და ბექები ცალ-ცალკე იმუშავებენ, ხოლო მეორე დღეს ვარჯიშს უფრო გუნდური სახე ექნება. ჩვენთან ვარჯიშში ინგლისელებს გარკვეული სისტემების დახვეწა სურთ, ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს. გარდა ამის, ჩვენი ახალგაზრდა და ასევე გამოცდილი მორაგბეები საკუთარ შესაძლებლობებს ტიერ1-ის გუნდის მორაგბეების წინააღმდეგ გამოცდიან“.
30 მორაგბიდან 12 ისეთია (7 მორკინალი და 5 ბექი), რომლებსაც შარშან ინგლისში არ უვარჯიშიათ. ესენი არიან 18 წლის კვაჭი ვანო კარკაძე, რომელიც ჩვენს გუნდში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბეა; ბურჯები გურამ გოგიჩაშვილი და ბექა გიგაშვილი; მეორეხაზელები დავით გიგაური და შალვა სუთიაშვილი; მესამე ხაზელები ბექა გორგაძე და ბექა საღინაძე; მგეზავი თედო აბჟანდაძე; ხაზის მოთამაშეები ზურაბ ძნელაძე, მირიან მოდებაძე, სოსო მათიაშვილი და გიორგი აფციაური.
ჰეიგი კიდევ ერთხელ საუბრობს იმ დადებით მხარეებზე, რომლებსაც ჩვენი გუნდი და ინდივიდუალურად მორაგბეები, ამ ერთობლივი წვრთნისგან მიიღებენ:
საქართველოს ბორჯღალოსნები
2019 | რაზმი ინგლისთან სავარჯიშოდ
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბექები ინგლისელ ბექებთან ერთად ივარჯიშებენ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დერეფანში თამაშს მათ არაჩვეულებრივ დერეფანთან ვარჯიშში დავხვეწთ. ამ ერთობლივი ვარჯიშით ძალიან დიდ სარგებელს მივიღებთ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან შედარების შესაძლებლობა გვეძლევა. ამ ყველაფრის ანალიზით გავიგებთ, რამდენად ახლოს ვართ საუკეთესო გუნდებთან. მსგავსი გამოცდილება გვეხმარება, რომ მეტად გავიზარდოთ და უკეთესები გავხდეთ, არა მარტო მოთამაშეები, არამედ როგორც მთელი გუნდი, როგორც ერთი ორგანიზმი“.
No | სახელი და გვარი | კლუბი | დაბ | ბრჯ | მონაგარი |
უკანა ხაზი [ბექები] | |||||
უ | სანდრო თოდუა | ბათუმი [საქ დ 10] | 1987 | 77 | 11ლ 2სბ |
უ | ლაშა ხმალაძე | ბათუმი [საქ დ 10] | 1988 | 71 | 8ლ 4გ [48 ქ] |
უ | გიორგი აფციაური | ლოკომოტივი [საქ დ 10] | 1994 | 24 | ლ |
უ | სოსო მათიაშვილი | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1993 | 14 | 6ლ 19გ 19ჯ [125 ქ] |
უ | მირიან მოდებაძე | ქუთაისის აია [საქ დ 10] | 1997 | 5 | : |
შ | დავით კაჭარავა | ენისეი [რუს პრემიერ] | 1985 | 112 | 22ლ [4 კაპ] 3სბ |
შ | ლაშა მალაღურაძე | მონინოს ვე’ვე’ა [რუს პრემიერ] | 1986 | 89 | 4ლ 40გ 25ჯ 3ა [184 ქ] 2სბ |
შ | მერაბ შარიქაძე | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1993 | 60 | 11ლ [13 კაპ] |
შ | გიორგი კვესელაძე | მარნეულის არმაზი [საქ დ 10] | 1997 | 16 | 3ლ |
შ | ზურაბ ძნელაძე | ლოკომოტივი [საქ დ 10] | 1992 | 6 | : |
10 | თედო აბჟანდაძე | ქუთაისის აია [საქ დ 10] | 1999 | 4 | შ 7გ 6ჯ [39 ქ] |
9 | გიორგი ბეგაძე | ლოკომოტივი [საქ დ 10] | 1986 | 64 | 2სბ |
9 | ვასილ ლობჟანიძე | ბრივ [სფრ პრო დ2] | 1996 | 41 | 7ლ |
9 | გელა აფრასიძე | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1998 | 12 | ლ |
შერკინება [ფორვარდები] | |||||
1 | ზურაბ ჟვანია | ვოსპს [ინგ პრემ] | 1991 | 37 | 11ლ 2სბ |
1 | გურამ გოგიჩაშვილი | რასინგ [სფრ ტოპ 14] | 1998 | 3 | : |
2 | შალვა მამუკაშვილი | ენისეი [რუს პრემიერ] | 1990 | 63 | 5ლ სბ |
2 | ვანო კარკაძე | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 2000 | 1 | : |
3 | ლევან ჩილაჩავა | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1991 | 45 | 8ლ სბ |
3 | გიორგი მელიქიძე | სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 11 | ლ |
3 | ბექა გიგაშვილი | გრენობლ [სფრ ტოპ 14] | 1992 | 4 | : |
2ხ | გიორგი ნემსაძე | ოსპრეიზ [უელ პრო 14] | 1984 | 87 | 13ლ [11 კაპ] 6სბ |
2ხ | ნოდარ ჭეიშვილი | ქორნიშ პაირათს [ინგ ჩემპ] | 1990 | 19 | : |
2ხ | დავით გიგაური | მუნიჩიპალ [რუმ სუპერ] | 1994 | 2 | ლ |
3ხ | შალვა სუთიაშვილი | ანგულემ [სფრ პრო დ2] | 1984 | 72 | 2ლ [15 კაპ] 3სბ |
3ხ | გიორგი თხილაიშვილი | ბათუმი [საქ დ 10] | 1991 | 48 | 10ლ სბ |
3ხ | ოთარ გიორგაძე | ბრივ [სფრ პრო დ2] | 1996 | 17 | 4ლ |
3ხ | ბექა გორგაძე | ბორდო [სფრ ტოპ 14] | 1996 | 16 | 6ლ 2სბ |
3ხ | გიორგი ცუცქირიძე | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1996 | 15 | 2სბ |
3ხ | ბექა საღინაძე | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1998 | 1 | : |
rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უახლოესი შეხვედრა ორ კვირაში ბელგიასთან გვაქვს გასვლაზე.
მადლობა
უახლოესი თამაში ვისთან არის ან როდის?
ნონა ძვირფასო ამ ფოტოზე გოგო რომ არის მადის ამღძვრელ კაბაში შემოსილი ეს თქვენ ხართ? როგორი ეშხიანი ხართ გათხოვილი ხართ>?
დიახ გათხოვილი ვარ.
კრგია, რომ სამსოფლიო წელში ასეთი მაღალი დონის გუნდთან ერთობლივი ვარჯიში კიდევ ერთხელ დაიგეგმა.
რათქმაუნდა ეს ჰეიგის დიდი დამსახურება, რომ არა მისი პირადი მეგობრობა ედი ჯოუნსთან არამგონია ეს ვარჯიშები შემდგარიყო.
ამ ჯერზე უფრო სასარგებლო უნდა იყოს ჩვენთვის უფრო, რადგან შერკინების ხაზი მნიშვნელოვნად გადახალისებულია და მათ უნარებს და ცოდნას გამოადგება ერთობლივი ვარჯიში.
უკანა ხაზზე არაფერს აღარ ვამბობ. რაც შეიძლება ხშირად უნდა მიეცეს ჩვენს უკანა ხაზს მსგავსი შესაძლებლობები რათა განვითარდეს, მატ ეს განსაკუთრებით სჭირდებათ, მაგარმ დერეფნის და რაქების სწრაფად გასუფთავების ნაწილში მსგავსი ვარჯიში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შერკინებისთვისაც.
წარმატებები ბორჯღალოსნებს!
ადმინ რა გჭირთ? კიბერ შეტევა მოგიწყვეს და მხოლოდ რაგბის განყოფილებამ გაუძლო? დდ
წელს აქეთ რომ ჩამოსულიყვნენ, დაშავდებოდა რამე ?
ჩვენ რას ვკარგავთ ამ ერთობლივი წვრთნით, ეგ არ ვიცი. მაგრამ ინგლისელებს რა არგო, ეგ ცოტა საჭოჭმანო საკითხია - შარშან ზუსტად ამ წვრთნების შემდეგ აყანყალდნენ და ექვსი ერის ჩემპიონობა ირლანდიელებს დაუთმეს
პ.ს. აქაც ვეკითხები საიტის ადმინისტრაციას: რა გჭირთ პატივცემულებო ? რატომ ვერ ვრეგისტრირდებით სხვა განყოფილებებში კომენტარების გასაკეთებლად ?
გავგიჟდი კაცი, ვერაფრით ვერ მივხვდი, რატომ ვერ ვრეგისტრირდებოდი სხვა განყოფილებაში კომენტარების გასაკეთებლად ! ! !
ადმინ, იმედია მალე აღმოფხვრით ამ პრობლემას ! ! !
რათქმაუნდა კარგია მაგრამ უფრო მეტი ახალგაზრდები რომ მომავალისთვის უფრო მეტი შეიძინონ და ნაკრებს გამოადგნენ მწვრთნელები წამყვანი კლუბების მწვრთნელები წაიყვანეთ რომ ნახონ თანამედროვე რაგბის მოთხოვნები ვარჯიშების მიმდინარეობა დინამიკა დამთავრდეს უნდა ეს საბჭოთა აბა გავხურდეთ წრეზე რბენა დაასე... უნდა თანამედროვეობას ავუწყოთ ფეხი უკვე ნათლად ჩანს რომ ვეღარ ვართ შერკინებაშიც ერთი თავით ძლიერები უნდა მოვუმატოთ ისინი თუ უმატებენ ჩვენც უნდა მოვუმატოთ ხომ ვხედავთ რომ ძალას ვერ გვერევიან და ცდილობენ სხვადასხვა ხრიკებით შერკინება აგვირიონ დაგვიტრიალო ერთი სიტყვით სწავლობენ ჩვენ ძლიერ მხარეებს და ჭკვიანურად გვიპირისპირდებიან ამ დროს ჩვენები?
ეს ერთობლივი ვარჯიშები, კარგია, მარა ამით, ჩვენი შერკინების სეკრეტები ხომ არ იშიფრება? მგონო ვკარგავთ უპირატესობას ნელნელა შერკინებაში, თუე მეჩვენება ასე?