2018 წლის 12 თებერვალს ფრაქცია “ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოს” თავმჯდომარე ბატონი ბიძინა გეგიძე პრეს-კონფერენციაზე შეეხო საკითხს რაგბის კავშირის კუთვნილებაში მყოფი მიწის ნაკვეთის კომპანია „ანაგი“-სათვის გადაცემის თაობაზე. ციტატა ბ. გეგიძის პრეს კონფერენციიდან:
„რაგბის კავშირმა გაყიდა რაგბის მოედნისთვის გამოყოფილი მიწა, რათა იქ აშენდეს კომპანია “ანაგის” მიერ უზარმაზარი საცხოვრებელი კორპუსი. ეს ყველანაირი ნორმიდან ამოვარდნილია. ჩვენ მივმართეთ კომპანიას, რომელმაც გვიპასუხა, რომ იურიდიულად ყველაფერი დაცულია, მაგრამ როდესაც საუბარია კეთილსინდისიერ და არაკეთილსინდისიერ ბიზნესზე, იურიდიული პროცესით არ განისაზღვრება ბიზნესის კეთილსინდისიერება. თუ საჯარო ინტერესები ბიზნესისთვის არ არის არგუმენტი, მე ასეთი ბიზნესის არ მწამს. პირდაპირ მივმართავ მერიას, მერს არ უნდა გაიცეს ნებართვა რაგბის სტადიონზე, კომპანია "ანაგს", არ უნდა მისცეს ნებართვა ვერეს ხეობაში აშენდეს გრანდიოზული შენობა. ყველა შეთანხმდა, რომ ვერეს ხეობაში მშენებლობები უნდა გაჩერდეს. რაგბის კავშირს ჰქონდა ვალდებულება, რომ იქ აეშენებინა მოედანი. შემდეგ ეს ვალდებულება შეიცვალა. ეს სერიოზულ კითხვებს ბადებს - როგორ მოიხსნა ეს ვალდებულება, როგორ შეიცვალა?!"
საქართველოს რაგბის კავშირის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიასთან დაკავშირებით და რომ თბილისის მერია და ქართული საზოგადოება არ იქნას შეყვანილი შეცდომაში, საქართველოს რაგბის კავშირის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მოგახსენებთ შემდეგს:
აღნიშნული მიწის ნაკვეთი ვერეს ხეობაში, რომლის ფართიც იმ დროისთვის გახლდათ თითქმის 23 000 მ2. 1997 წელს გადაეცა საქართველოს რაგბის კავშირს იმისათვის, რომ გაშენებულიყო სარაგბო ინფრასტრუქტურა (რაგბის მოედანი და სარაგბო ბაზა) . ამ საკითხით 1999 წელს დაინტერესდა და დაფინანსების გამოყოფით აქტიურად ჩაება მსოფლიო რაგბის საბჭო (დღევანდელი მსოფლიო რაგბი). მიუხედავად ამ მცდელობებისა, რაგბის ბაზის აშენების საკითხი ვერც გეგიძის საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის დროს (2004 წლამდე) და ვერც შემდგომში ვერ დაიძრა. უფრო დეტალური, ობიექტური მიზეზები თავად ბიძინა გეგიძემ უნდა იცოდეს. 2009 წელს ქ. თბილისის მერიამ ქალაქის განაშენიანების ახალი გეგმის შესაბამისად, რაგბის კავშირს ჩამოაჭრა ამ მიწის ნაკვეთის მნიშვნელოვანი ნაწილი და დაუტოვა 12 000 კვ.მ., რომლის კონფიგურაცია და პარამეტრები პრაქტიკულად გამორიცხავს არათუ რაგბის ბაზის, არამედ სრულფასოვანი სავარჯიშო მოედნის განთავსება. მერიის გადაწყვეტილება დასაბუთებულ იქნა მზიურის ტერიტორიაზე პარკისა და რეკრეაციული ზონის შექმნით. რაგბის კავშირმა როგორც ყოველთვის, მოთმინებითა და მორჩილებით მიიღო ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება. რაგბის კავშირის საკუთრებაში დარჩენილი 12000 კვმ. ფართის დანიშნულება შეიცვალა ფუნქციურად, ვინაიდან ამ მიწის ნაკვეთზე არათუ სარაგბო ბაზის, არამედ სრულფასოვანი სავარჯიშო მოედნის განლაგება უკვე შეუძლებელი გახდა. რაგბის კავშირის გამგეობამ გადაწყვიტა მიწის ნაკვეთი გამოეყენებინა იმ მიზნით, რომ აქედან მიღებული შემოსავალი მოხმარებოდა რაგბის ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამის დასაბუთებად ისიც კი საკმარისია ითქვას, რომ რაგბის კავშირი, როგორც მიწის მესაკუთრე 13 წლის განმავლობაში მხოლოდ გადასახადებს იხდიდა ამ მიწის ნაკვეთზე და სანაცვლოდ არანაირი სარგებელი არ გააჩნდა.
დაწყებული 2009 წლიდან, დღემდე არანაირი სარაგბო ბაზის შექმნის ან სხვა რაიმე ტიპის ვალდებულება ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არ არსებობს. ამ დროიდან მოყოლებული, საქართველოს რაგბის კავშირი 2018 წლის ბოლომდე უშედეგოდ ცდილობდა მოეძებნა ინვესტორი, რომელიც „გააცოცხლებდა“ ამ ტერიტორიას, საამისოდ ქალაქის მერიამ 2013 წელს განაშენიანების რეგულირების გეგმაც კი დაამტკიცა, რაც პოტენციური ინვესტორისთვის დამატებითი მოტივაცია უნდა ყოფილიყო.
2013 წელს დამტკიცებული განაშენების რეგულირების გეგმის პარამეტრებით განსაზღვრული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (k2) იყო 4.5, რაც მართლაც უზარმაზარი შენობის მშენებლობის შესაძლებლობას გულისხმობდა , თუმცა 2018 წლის ახალმა რეგულაციებმა შეცვალა ზოგიერთი პარამეტრი , რის შედეგადაც ნაკვეთის ფუნქციურ ზონად განისაზღვრა საცხოვრებელი ზონა 6, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ასაშენებელი შენობის ზომა. საქართველოს რაგბის კავშირი, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც გაგებით მოეკიდა ქალაქის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით და იმისათვის, რომ მიწის ნაკვეთი შესაბამისად განვითარდეს, ჩვენს მიერ იქნა მოძიებული, მაღალი პროფესიული რეპუტაციის მქონე, ყველაზე წარმატებული ქართული სამშენებლო კომპანია, რომლის შექმნილი პროდუქტიც დარწმუნებული ვართ გახდება ხვალინდელი თბილისის სავიზიტო ბარათი.
აქვე მოგახსენებთ, რომ ჩვენთვის უცხო და მიუღებელია საჯარო სივრცეში ვინმეს ქმედებების მორალური შეფასებები. ჩვენ ვემორჩილებით კანონს, ვხელმძღვანებოთ კანონით და კანონით მონიჭებული კომპატენციის ფარგლებში, წარვმართავთ სარაგბო და მასთან დაკავშირებულ სამეურნეო პოლიტიკას. საჯარო ინტერესები კი აბსტაქტულად არ არსებობს და სწორედ რომ კანონის რეგულაციის სფეროს განეკუთვნება.
ისე კი საკითხავია ვინ ან რამ შეუშალა ხელი ბატონ გეგიძეს, საჯარო განცხადების გაკეთებამდე უშუალოდ რაგბის კაშირისგან მიეღო პასუხი თავის „სერიოზულ კითხვებზე“.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მე მგონი როგრც პრეზიდენტი ნიჟარაძე ყველას სჯობდა.
კი მარა რახდება რატო ვერ შევდივართ მსოფლიო სპორთის სხვა სექციებში კომენტარების გასაკეთებლად?
მეგონა მარტო მე არ მარეგისტრირებდა
რაც ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა ჩვენი რეგბის საქქმე უკან უკან მიდის @@
მორიგეეეეე, მაიხედე აქეთ !!! რა სჭირს საიტს ?!
რატომ ვერ ვაკეთებთ კომენტარს ვორლდსპორტ.ჯი-ს სხვა განყოფილებებში ?
სრულიად ამომწურავი პასუხია და მემგონი გეგიძემ ისეთი საკითხი წამოწია სადაც წესით თავად უნდა უხდებოდეს თავის მართლება რადგან მისი მუშაობის პერიოდს ეხება. სვანაძის ერთადერთი რაც არ მომწონს ისაა რომ ნიჟარაძე უფრო ქარიზმატული ტიპი იყო
ფაქტი ისაა, რომ ერთადერთ პროგრესირებად სპორტს მიწა წაართვეს. ზოგის უნიათობის გამო.
სხვატაშორის, სვანიძის არც ის მომწონს, საიდუმლოდ რო დაძვრება მეზობელ ქვეყანაში და რას და რის შესახებ საუბრობენ, არ ასაჯაროებს. თვით რუსულ პრესას რო არ გაეჟღერებინა არც კი გაუკეთებიათ არანაირი კომენტარი. არ შეიძლება ასე. თუ თვითონ ვერ ამყარებს კომუნიკაციას, პრესს-სამსახური რისთვის არსებობს? რატომ არის გასაიდუმლოებული მისი თითოეული ვიზიტის საკითხები? რაა არის დასამალი მე პირადად მართლა ვერ ვხვდები... ერთადერთი ახსნა ისაა (მე სხვას ვერ ვუძებნი) რომ საზოგადოებას არ მოსწონს რუსეთთან ალიანსი (თუნდაც რაიმე სახის, თუნდაც "უწყინარი" სპორტული). არ ვიცი, მე ვერც ახსნას ვპოულობ და ვერც გამართლებას სამარისებური სიჩუმისა. ახლა კი რაც შეეხება თვით თემას, რა თქმა უნდა ძალიან ცუდი ფაქტია მიწის დაკარგვა... ნიჟარაძეს კი მართლა "მარცვალ-მარცვალ" და "გოჯა-გოჯა" აქვს მიწები ნაგროვები და შენარჩუნებული. ყველაზე უმძიმეს პირობებში მოუწია მას სათავეში ყოფნა და ერთი მისხალიც ვერ აახიეს. მე "პო ბალშომუ" სულ მკიდია "ნაც-ქოცი" სულ არ ვაპირებ პოლიტ. ელფერი დაედოს ჩემ რომელიმე კომენტარს. (მაგრამ თვით სპორტი გახდა პოლიტიკის ნაწილი და ამას ვერ გავექცევით, სამწუხაროდ) გეგიძე კი ახლა რო ყვირის და ხელს სხვისკენ ითხოვს, მას საკმაო დრო ჰქონდა გაეკეთებინა რამე, მაგის ხელშიც იყო ეგ მიწა. ახლა სვანიძემ როცა მიწა გაყიდა წილი არ შეხვდა და ისიც აყვირდა. აი, ესაა ფაქტი!!!
გეთანხმები რომ ცუდია მიწის წართმევა და არც სვანაძის ადვოკატად გამოვდგები მაგრამ სვანაძე რა შუაშია? გარკვევით დაწერა 2009 წელს წაგვართვესო და ანუ გინდა თქვა რომ იტყუება?
"2009 წელს ქ. თბილისის მერიამ ქალაქის განაშენიანების ახალი გეგმის შესაბამისად, რაგბის კავშირს ჩამოაჭრა ამ მიწის ნაკვეთის მნიშვნელოვანი ნაწილი და დაუტოვა 12 000 კვ.მ., რომლის კონფიგურაცია და პარამეტრები პრაქტიკულად გამორიცხავს არათუ რაგბის ბაზის, არამედ სრულფასოვანი სავარჯიშო მოედნის განთავსება"
გეგიძეს ისევ მოუნდა რაგბის კავშირის პრეზიდენტობა? : ))))
ფაქტია რომ მისი გამოხტომა რაგბში არეულობის შემომტანია. გამოხტა გეგიძე და აგერ ფორუმზეც ჩანს რომ აგორდა ფედერაციის წინააღმდეგ უარყოფითი ტალღა. ისე მე რასაც ვხედავ რაგბის ფედერაცია ყოველთვის იმას აღნიშნავს რომ ივანიშვილის მადლიერია და ეს ის შემთხვევაა როცა პირფრობა საჭირო არაა და ბიძინა მართლა ზრუნავს რაგბიზე, ხოდა ფედერაციას თუ არ გაესაუბრა ბიძინას მაინც დაკითხვოდა გეგიძე სანამ ასე გამოხტებოდა
კაროჩე ფაქტია რომ შემდეგი სამიზნე ძიუდოს და ჭიდაობის მერე რაგბია და მალე ველოდები რაგბიში რამე სკანდალს და დაკა დაკას. იმედია რაგბისტები უფრო კაცურად დაუხვდებიან განსაცდელს
აბსოლიტურად ვიზიარებ kobaSP-ს აზრს ოღონდ ღორებს უფრო მძიმე სიტყვით შევცვლიდი...
ქართული რაგბის ქომაგობით ხომ გაგვაოცა ბატონმა გოჩამ და ერთი იურისტობაზე ქონდა პრეტენზია და ამდენჯერ "გაგებით მოვეკიდეს" არ მგონია მხოლოდ ცუდი იურისტობის ბრალი იყოს...
ბავშმაც კი იცის რომ თუ სახელმწიფო მიწას გართმევს სამაგიეროდ უფრო მეტის დამორჩენა შეგიძლია თუ სურვილი გაქვს, მაგრამ მაგისთვის თავი უნდა გქონდეს გადადებული და არ იყო უტრაკო ან კორუმპირებული!!!
აღარავინ ლაპარაკობს ქართულ რაგბზე და ეს კაცია ვინც ნაპერწკალი ვერ გააღვივა. დღემდე ნიჟარაძის ინერციით მიდის ქართული რაგბი! სამარცხვინო პრეზიდენტი ყავს ქართულ რაგბს! გაყიდა ჯიგარმა მიწის გადასახადში 100 ათასები რომ არ ეხადა.
არც გეგიძეა ხვითო! მიხვდა რომ გემი რომელზეც ზის იძირება და დაეწვა "ჯიგარი". რა გაუკეთი ქართულ რაგბს ბატონო გეგიძე?
როდის არის არჩევნები ამ უსაქმურების და უტვინოების ატანა აღარ მაქვს?!
გზავნილი გაიხარე მეგობარო.
შენ მართალ სიტყვას აქაც ვხედავ და სხავადასხვა ქვეყნების ფორუმებზე და "საიტებზეც". გაიხარე მეგობარო.
მეც ნიჟარაძე უფრო მომწონდა ბაზარი არაა მაგრამ უკაცრავად და ხალხო წაკითხულიდან აზრი რატომ ვერ გამოგაქვთ? სახელმწიფო მიწას გართმევსო რომ წერ გარკვევით წერია რომ 2009 წელს წაგვართვესო და მემგონი გოჩა რომელსაც შენ ღორზე უარესს უწოდებ მემგონი არ იყო მაშინ პრეზიდენტი
ოპაა ძიუდოს და ჭიდაობის მერე მოველოდი რომ რაგბიშიც მოუნდებოდათ სიტუაციის არევა მაგრამ არ გამოუვათ იმედია. მემგონი ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისთვის გასაგები ენით ახსნა რაგბის კავშირმა სიტუაცია და მე პირადად გეგიძისგან უფრო მაინტერესებს პასუხი თუ რას ნიშნავს ეს გამოხტომა. თან იმედია ვცდები მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე ძალიან არაადეკვატური კომენტარებია და მიჩნდება ეჭვი რომ ინტერნეტ ბოტების კომენტარებია, რადგან არ მახსენდება მათი სხვა კომენტარები ამ საიტზე
შენ ერთი იდი ნახუი!
ოეე თორღვაა მაგარი ყანა ხარ
უუფ, ნუ იტყვი თანაც "უხვმოსავლიანი"
კომენტარი სამიდან 2 ჩემია. და რახან "არ გახსენდება" ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბოტებისაა. პირადად მე მივესალმები სამართლიანობამ იზეიმოს და რატომ არ ვარ გულგატეხილი ეგეც აღვნიშნე ქვემოთ კომენტარში.
იმედია ვცდები მეთქი დავწერე და თუ ასეა შენ თავზე არც უნდა მიიღო. რეალურად მეც რაგბის წინა ხელმძღვანელობა უფრო მომწონდა თუმცა ამ შემთხვევაში მათი წერილი სრულიად ადეკვატური და განმარტებითია.
აი, ახლა მესმის "ogafa"-სი... რა უნდა დაწერო?
ყოჩაღღღღ!!!
ასე იცის რაგბიდან პროფესიონალების გაშვებამ და იურისპრუდენციიდან მოყვანილი ხალხის დანიშვნამ!
ვისი-ვისაშია ვერ გაიგებ რა... რა თქმა უნდა ასე წართმევა და ჩამოჭრა ყველა ვარიანტში მიუღებელია!
მაგრამ... ეს ამჟამინდელი "რაგბის კავშირიც", რბილად (ძალიან რბილად!) რომ ვთქვა "ცოტას ურევს"... თითქმის მთელი საქართველო ითხოვდა იაპონიასთან მატჩის ნულზე წაგების შემდეგ კომენტარს... (პირად კითხვებზე ხო საერთოდ საუბარი არაა!) ადგნენ და საერთოდ ფეხზე დაიკიდეს გულსემატკივართა მოთხოვნა- გაკეთებულიყო უბრალო და სრულებით აუცილებელი- კო-მე-ნტა-რი!!! მაგრამ არა... წაგება ვის არ მოსვლია და მარცხი? მაგრამ ასე დაკიდება არ შეიძლება გულშემატკივრის. პირადად მე უამრავი უშედეგო ცდის შემდეგ გავანებე თავი ყოველგვარ კითხვას და კომენტარს და დავრჩი რიგით "ჩუმ გულშემატკივართა" სიაში, მაგრამ გულგატეხილი. ხოდა ახლა რო ინებეს კეთილი და გაასაჯაროეს "აქაოდა უსამართლობა ხდებაო"- როცა მთელი ერი ვითხოვდით მათგან შეესრულებინათ მათი პირადი მოვალეობა ივნისის ტესტის შემდეგ ყურად არავინ იღო. არც ჭურნალისტმა და არც ფედერეაციაში მოკალათებულმა ღორებმა! (ყველას და კეთილსინდისიერ მუშაკებს არ ვეხები!) რა მწარედ მახსოვს ის პერიოდი და ალბათ არასოდეს, არასოდეს არ დავივიწყებ მათგან გულშემატკივრების (ჩემი, თქვენი, მათი!!!) დაკიდებას...
სპორტს მიხედეთ სპორტს! ! ! და მის განვითარებას შეუწყეთ ხელი.. ნუ გინდათ ყველაფრის დაბიზნესება თქვენი > >