ბორჯღალოსნები

0:10 | 18.02.2019 | ნანახია 3261 - ჯერ

მილთონ ჰეიგი: "დებიუტანტებით ძალიან კმაყოფილი ვარ"
სანტიაგო სანტოსი: "საქართველო გამარჯვებას ნებისმიერ შემთხვევაში მოიპოვებდა"

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებთა მატჩის შემდეგ, "ლომების" თავკაცმა სანტიაგო სანტოსმა აღიარა, რომ საქართველო მათზე ძლიერია და გამარჯვებას ნებისმიერ შემთხვევაში მოიპოვებდა:

„ქარმა თამაშის მსვლელობაზე გავლენა იქონია, თუმცა ვფიქრობ, საქართველო გამარჯვებას ნებისმიერ შემთხვევაში მოიპოვებდა, რადგან ის ჩვენზე უფრო ძლიერი გუნდია. პირველ ტაიმში ქარის საწინააღმდეგოდ ვითამაშეთ და ამით საქართველომ ისარგებლა, შესვენების შემდეგ კი, ქარის ფაქტორით ჩვენ ვერ ვისარგებლეთ.

ქარის გავლენაზე ისაუბრა სტუმართა კაპიტანმა ფერნანდო ლოპესმა:

„პირველ ტაიმში თავის დაცვა გვიწევდა და თავს მეტად კომფორტულად ვგრძნობდით, ვიდრე მეორეში, როდესაც ქარის მიმართულებით ვთამაშობდით და შეტევაზე ვფიქრობდით. პირველ ტაიმში ჩვენმა შერკინებამ მეტოქეს რაღაც დონეზე გაუძლო, თუმცა მეორე ტაიმში იგივე ვერ მოვახერხეთ“.

პირველ ტაიმში შერკინებაში არსებულ სირთულეებზე, დებიუტანტებზე და მატჩის მსვლელობაზე ისაუბრა მილთონ ჰეიგმა:

„მიუხედავად ყველაფრისა, გოგიჩაშვილი ახალგაზრდა მორაგბეა, რომელსაც გამოცდილი მოწინააღმდეგის წინაშე უწევდა თამაში. ნებისმიერ მორაგბეს შეიძლება რაღაც თამაში ისე არ წაუვიდეს, როგორც თავად სურს. მოდით ასე ვთქვათ, გოგიჩაშვილს მძიმე თამაში ჰქონდა. ეს შევამჩნიეთ და მეორე ტაიმში შევცვალეთ, თუმცა ცვლილება მის უნარებს არანაირად არ აკნინებს“.

„ქარის მიმართულებით თამაშისას ძალიან რთულია ბურთი განივად ჩაათამაშო და ფრთებამდე ჩაიტანა, რადგან ის ქარს წინ მიაქვს. მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა, ქარს ბურთი უკვე უკან, ჩვენს მხარეს მოჰქონდა, სწორედ ეს მესიჯი მივაწოდეთ ბიჭებს შესვენებისას“.

„გამომდინარე ამინდიდან, პატარა ტექნიკური წუნიც კი იზრდება და ამის გამო გადავწყვიტეთ ახლო-ახლო, ბრტყლად გვეთამაშა. როდესაც ვნახეთ რისი შეცვლა შეიძლებოდა, ეს ცვლილებები მოვახდინეთ“.

„ძალიან კმაყოფილი ვარ დებიუტანტებით. განსაკუთრებით მინდა ქერდიყოშვილი გამოვყო, რომელიც ნოემბრის ტესტებზეც ჩვენთან იყო და მაშინ სათამაშო დრო არ მისცემია. თუმცა ერთიც არ დაუწუწუნია და დღეს მან თავისი თამაში აჩვენა“.

დებიუტანტებისა და თამაშის დეტალების გარდა, რუსეთის რაგბის კავშირის წარმომადგენლის განცხადებაზე მოუწია პასუხის გაცემა გიორგი ნემსაძეს:

„მეტოქის შეუფასებლობა არ ყოფილა. შერკინება სპორტია სპორტში, ძალიან ბევრი ნიუანსი აქვს, ტექნიკური დეტალები აქვთ პირველ და მესამე ნომრებს. ეს დეტალები ზოგჯერ ერგება მოწინააღმდეგეს, ზოგჯერ არა. ზუსტად ეს დაინახეს მწვრთნელებმა, დროული ცვლილება გააკეთეს და ესპანეთს ძლიერი შერკინება რომ არ ყავდა ეგრევე გამოჩნდა. მეტოქისგან მოლში ძლიერ თამაშს ველოდით. ლელოს გაშვების მომენტში იყო პატარა ტექნიკური წუნი, რომელიც არ უნდა დაგვეშვა“.

„ვემზადებით ბელგიასთან სათამაშოდ. რუსეთის რაგბის კავშირის თუ ნაკრების წარმომადგენლებისგან ხმამაღალი განცხადებები ადრეც გვსმენია და მას დიდად ყურადღებას არ ვაქცევთ. ჩვენ მოედანზე ჩვენს საქმეს გავაკეთებთ და ყველაფერი იქ გამოჩნდება“.

„დათოს მეორე თამაში ჰქონდა, ხოლო გრიგორს პირველი და ორივემ ლელო გაიტანა, რაც დიდი წარმატებაა. ასეთი წნეხის დროს ეს ადვილი არაა. როგორც ჩანს, სამწვრთნელო შტაბმა და ჩვენ ამ ბიჭებს ისეთი პირობები შევუქმენით, რომ წნეხი შევუმსუბუქეთ. ახალი მოთამაშეების გუნდში ინტეგრაცია ძალიან კარგად ხდება. ისინი თავიდან ვარჯიშებზე მოდიან და გვეხმარებიან, მერე ჩვენთან ერთად ვარჯიშობენ, კომბინაციებს სწავლობენ და როდესაც მოედანზე გადიან, ის მაყურებლისთვისაა ახალი მოთამაშე, თორემ ჩვენთვის კარგად ნაცნობები არიან. ფაქტია ამას შედეგი მოაქვს და ასეთ პოლიტიკას ვემხრობი“.

www.rugby.ge


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:41 | 24.02.2019
Nona1974 (7)

სხვა გვერდებზე არ არეგისტრირებს?

10:45 | 24.02.2019
ალექსანდრე (27)

11:30 | 20.02.2019
გორდა (250)

კარგია ჰეიგი ახალ მოთამაშეებს რომ ეძებს.
ვულოცავ კიდევ ერთხელ ნაკრებს და განსაკუთრებით ახლებს გამარჯვებას.
შეკითხვა მაქვს და ვინც იცით გამომეხმაურეთ: მესამე ტაიმი - რესტორანში ყველგან ტარდება რაგბში, თუ ეს ჩვენი მოფიქრებულია? გასვლითი თამაშებიდან არ მახსენდება არც ერთი წინადადება სტატიებში მოცემულ საკითხზე.

18:33 | 18.02.2019
kobaSP (45)

ყოჩაღ.

0.091164