ბორჯღალოსნები

20:20 | 17.02.2019 | ნანახია 4170 - ჯერ

“ბორჯღალოსნების” გამარჯვება შეცდომების ფონზე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2019 წლის გათამაშებაში პირველი საშინაო მატჩი ჩაატარა. რუმინეთში გამარჯვების კვალად, “ბორჯღალოსნებმა” ავჭალის სარაგბო სტადიონზე ესპანეთი მიიღეს და 24:10 (სრული სტატისტიკა) იმარჯვეს, თუმცა კი, საფიქრალი მრავლად დაგვიტოვეს.
კლუჟში წარმატებული გარჯის კვალად, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა უკანა ხაზი უცვლელი დატოვა. ფულბექმა ლაშა ხმალაძემ ეროვნული გუნდის მაისური 71-ედ მოირგო, ცენტრში გიორგი კვესელაძე (მან “ბორჯღალოსანთა” კვართით ზედიზედ მეთხუთმეტედ ითამაშა) ზურაბ ძნელაძეს შეუწყვილდა, გარემარბებად სანდრო თოდუა და გიორგი აფციაური ვიხილეთ, ღერძი კი ისევ ვასილ ლობჟანიძემა (21-ე სასტარტო ნაკრების უკანასკნელ 23 შეხვედრაში) და თედო აბჟანდაძემ შეადგინეს.
თითო ცვლილება მოხდა შერკინების სამივე ხაზში: პირველ ნომრად და კვაჭად ადგილი შეინარჩუნეს გურამ გოგიჩაშვილმა და შალვა მამუკაშვილმა (მან ზედიზედ მე-19 სანაკრებო მატჩი ჩაატარა), მარჯვენა ბურჯად კი თამაში ლევან ჩილაჩავამ დაიწყო, რომელიც კლუჟში სათადარიგო იყო. მეორე ხაზში გუნდის კაპიტან გიორგი ნემსაძეს ამჯერად ნოდარ ჭეიშვილი შეუწყვილდა და მარქაფიდანვე დაწინაურდა გიორგი თხილაიშვილიც. მეორე ფლანკერად გიორგი ცუცქირიძე ვიხილეთ, შემკვრელად კი – რუმინელებთან მეორე ლელოს ავტორი ბექა გორგაძე.
ეროვნული ნაკრების მაისურით პირველად ითამაშეს გრიგორ ქერდიყოშვილმა და გიორგი ჯავახიამ. “ლელო-სარასენსის” მეორეხაზელი, 24 წლის ქერდიყოშვილი გუნდთან ერთად ნოემბრის სერიების დროსაც ვარჯიშობდა, ხოლო 22 წლის მესამეხაზელმა ჯავახიამ გამოძახება ფრანგული “ორიაკში” ფეხის მოკიდების კვალად მიიღო.
იმ რაზმიდან, რომელმაც სეზონის პირველ შეხვედრაში რუსეთს 16:14 სძლია, 13 მორაგბე დაიტოვა ესპანელების თავკაცმა სანტიაგო სანტოსმა. სიახლე იყო სასტარტო შემადგენლობაში კვაჭ სთივ ბარნსის, მეორეხაზელ მანუელ მორას, მესამეხაზელ ვიკტორ სანჩესის, მგეზავ ალვარ ხიმენოს, გარემარბ იულენ გოიასა და ფულბექ ლუკას ლევის გამოჩენა.
“ლომების” სიაში ყველაზე გამოცდილი “ორდიზიას” ბურჯი ფერნანდო ლოპესი გახლდათ, რომელსაც ზურგს 35 სანაკრებო თამაში უმაგრებდა. გასაკვირი არა ყოფილა, რომ დღეს ის კაპიტნის სამკლავურით გამოჩნდა.
თავიდანვე ვთქვათ, რომ ავჭალური შერკინება ძლიერი ქარის ფონზე წარიმართა, რამაც თამაშს თავისი დაღი დაასვა. ფეხით თამაშს ფაქტობრივად აზრი ჰქონდა დაკარგული, ჯარიმის აუტში გადატანაც კი ვერ ხერხდებოდა და ამან მწვრთნელთა გეგმებიც საკმაოდ არია.
მიუხედავად ამისა, ქართველ მორაგბეთა სუსტ გარჯაზე აუცილებლად უნდა ითქვას. განსაკუთრებით პირველ ტაიმში “ბორჯღალოსნები” საკუთარ თავს არ ჰგავდნენ. მრავლად იყო შეცდომები ხელით თამაშისას, უფრო საოცარი კი, ის იყო, რომ ჩვენებურები ძალისმიერი ორთაბრძოლებისას იჩაგრებოდნენ.
ბოლო წლების განმავლობაში ალბათ პირველად, საქართველოს ნაკრებმა საშინაო მატჩში თავისი შერკინება რამდენჯერმე დათმო, მეტოქემ მოლით დაგვალელოვა, დერეფანში კი კატასტროფული მდგომარეობა გვქონდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, გასაკვირი არ ყოფილა, რომ ხუთამდე სალელოვე შეტევა ქარს გავატანეთ (ეს გამოთქმა დღეს განსაკუთრებით აქტუალური იყო), ესპანელებმა კი თავისი შანსები მაქსიმალურად გამოიყენეს.
ერთადერთი პოზიტივი ის იყო, რომ დაბალი დონის გარჯის მიუხედავად, შეხვედრის გამარჯვებულის ვინაობა ეჭვქვეშ წამითაც არ დამდგარა. “ბორჯღალოსნები” რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის იმდენად გადაზრდილი არიან, რომ ერთ-ერთ უშუალო მეტოქედ მიჩნეულ ესპანეთთან არადამაჯერებელი გარჯითაც კი, მოგება ლამის გარანტირებული ჰქონდათ.
საბოლოო ჯამში, ქართველმა მორაგბეებმა მეტოქე 4-ჯერ დაალელოვეს, რომელთაგან თედო აბჟანდაძემ 2 გარდასახა. თუკი ლევან ჩილაჩავასგან და ვასილ ლობჟანიძისგან ამას მიჩვეულნი ვართ, ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო ლელოები მიითვალეს დავით გიგაურმა და გრიგორ ქერდიყოშვილმა. აქვე ვთქვათ, რომ გიგაური სასტარტო თხუთმეტეულში ბოლო წამს მოხვდა, რადგანაც ტრავმირებულმა ნოდარ ჭეიშვილმა მინდორზე გასვლა ვერ მოახერხა. “ლეონესის” მხრიდან თავი სთივ ბარნსმა და იულენ გოიამ გამოიჩინეს და საინტერესო დამთხვევა იყო, ყვითელი ბარათებიც მათ რომ მიიღეს.
ამგვარად, “ბორჯღალოსნებმა” “ლეონესთან” ისტორიაში საიუბილეო 21-ე მატჩი მოილიეს და დადებითი სტატისტიკა კიდევ უფრო განიმტკიცეს: 16 მოგება, 3 მარცხი, 1 ფრე. ქართველთა სასარგებლოდ სოლიდური სხვაობაა ფიქსირდება ლელოებსა (84:31) და ქულებშიც (612:290), ჩვენებურთა ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება კი კვლავაც 2011 წლით თარიღდება, როდესაც თბილისში ესპანელებს 9 ლელოდ დავუდეთჱდა 60:0 გავანადგურეთ.
საქართველოს ნაკრებს, რომელიც 2 ტურის თავზე 8 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში კიდევ 3 მატჩი დარჩა ჩასატარებელი: 2 მარტს, ბრიუსელში – ბელგიასთან, 10 მარტს, ქუთაისში – გერმანიასთანა და 17 მარტს, კრასნოდარში – რუსეთთან. ვთქვათ ისიც, რომ მომავალ ტურში გერმანია რუსეთს უმასპინძლებს, ხოლო ესპანეთი – რუმინეთს.


კომენტარები (20)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:50 | 21.02.2019
გორდა (250)

- ძალიან კარგია ახალი სახეების გამოჩენა ჩვენს ნაკრებში. იზრდება შიდა კონკურენცია რაც ყვეალასათვის კარგია, ასევე მოტივაცია ეძლევათ დიდ 10-ში მოთამაშეებს, რომ ნაკრებში მოხვედრა დაისახონ მიზნად. მიუხედავად ძალია - ძალიან დიდი კონკურენციისა ბურჯებადაც კარგი იქნებოდა შედარებით სუსტ მეტოქესთან დიდი 10-დან რამდენიმესათვის თამაშის შესაძლებლობის მიცემა.
- პირადად მეც ვიზიარებ რამდენიმეს მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ესპანეთი ამ დონეზე არაფრით ჩამორჩება რუმინეთს თუ არ უსწრებს კიდეც, რამდენიმე წელიწადში კი მგონია ის იქნება აქ ლიდერი, ოღონდ ჩვენ მანამდე რომელიმე უფრო მაღალი დონის ტურნირზე უნდა გადავინაცვლოთ. სად? ჯერ-ჯერობით არ ვიცი. 6 ერში ჯერ არ მიგვიღებენ ოღონდ არა სპორტული კუთხით, არამედ ბიზნესის - უფრო სწორად "ჩალიჩების" გამო, რომლებსაც მხოლოდ ფულის კეთება აქვთ მიზნად. ალბათ ტონგასთან, სამოასთან, ფიჯისთან, აშშ-სთან და ურუგვაისთან ერთად რაიმე უნდა მოვიფიქროთ. იაპონია ალბათ მალე 4 ერში შევა, შეიძლება ფიჯიც.
- გულშემტაკვივართან ურთიერთობა, რომ ძალიან შეასუსტა რაგმის კავშირმა ეს სამწუხაროა ძალიან და უნდა გამოსწორდეს მათი მხრიდან თანაც სასწრაფოდ.

წარმატებები ქართულ რაგბს და მთლიანად ქართულ სპორტს!

02:26 | 19.02.2019
Daviti (6)

კრიტიკა არ მაინტერესებს მაინტერესებს გუნდის პროგრესი ვერ ვხედავ მწვრთნელის ხელს მიუხედავად იმისა რომ მეორე ტაიმებს იგებენ მაგრამ რატომღაც არ ჩანს დამუშავებული კომბინაციები რაიმე ისეთი რაც დაგვანახებდა გუნდის ზრდას თანამედროვე სწრაფი რაგბის ისევდაისევ ყბადაღებული წაგებული აუტები დაგვიანებული მიყოლა და წმენდის არ ქონა ხდირ შემთხვევაში ცალკეული მორაგბეების ინდივიდუალობის იმედზეღა ვართ შეუიარაღებელი თვალით ასე ჩანს რათქმაუნდა გადაზრდილია გუნდი ამ ტურნირისთვის დასწორია რომ ვერც 6 ერის დონეზე ვართ და რა გავეჩხირეთ სასწრაფოდ ზომებია მისაღები ვჩება ევრო ტურნირები უნდა მოვითხოვოთ რომ მთავრობამ დააფინანსოს 2 გუნდი ერთი დასავლეთში ერთი აღმოსავლეთში და გავხადოთ ნაკრების საბახო გუნდებად იმერ ამერის ჯახი და ორივე გუნდი ევრო ტურნირებზე რომ იქ მაინც ავიმაღლოთ დონე

20:24 | 18.02.2019
alfadhirhaiti (110)

უმეტესობა თანხმდება რო ეს თამაში იყო კოშმარი და მეტი მოეთხოვება ნაკრებს

ვინმემ დაწერეთ, საბოლოოდ 22 ქულა მოაგროვეს თუ 24?

შეიძლება იყო ქარი ხელის შემშლელი ფაქტორი, მაგრამ ქერდიყოშვილის ლელოს შემდეგ გარდასახვა ზედ კარის წინაც ააცილა აბჟანდაძემ რო არ აჩვენეს?

19:11 | 18.02.2019
maxo_65 (458)

ესპანეთის ნაკრების უმეტესობა პრო D-2 ში თამაშობს, თითქმის ნახევარი ნატურალიზირებულები ყავთ, უმეტესობა ბასკური წარმოშობის, მზარდი გუნდია..ამინდი იყო საზიზღარი, ამას თავსხმა წვიმა და მძიმე გრუნტი ჯობდა, ნაკრები არის ექსპერიმენტული, ამ მოთამაშეების უმეტესობა ერთმანეთის გვერდით პირველად თამაშობს, მე ასეთ პირობებში როგორც უნდა მოგვეგო ისე მოვუგეთ..ამ ეტაპზე მე პირადად ესპანეთი უფრო ძლიერი გუნდი მგონია ვიდრე რუმინეთი და რუსეთი..არ მესმის რუსებმა როგორ უნდა მოგვიგოს, როცა მის ახალგაზრდულ ნაკრებს პირველ ლიგაში მოთამაშე ქუთაისის არესი 30 ქულიანი სხვაობით უგებს..გადაზრდილი ვართ ამ ტურნირისთვის, შეიძლება 6 ერსაც ჩამორჩენილი ვართ მაგრამ მათთან თუ არ მიგვიღეს, წინსვლა გაგვიჭირდება..ძლიერი მეტოქეები გვჭირდება უეჭველი უფრო რომ განვითარდეთ..რაც შეეხება რუმინეთს და ესპანეთს ისე მოვუგეთ რამდენადაც თავი შევიწუხეთ...

11:34 | 18.02.2019
buratino (480)

ბევრი რამე შეიძლება დაწერო ამ თამაშის შემხედვარე მაგრამ ერთი ფაქტია: საქართველოს ეროვნული ნაკრები ძალიან გადაზრდილია "რაგბი ევროპა"-სთვის და ჯერაც საკმაოდ უკანაა "6 ერი"-სთვის.
ეს არის მწარე რეალობა და აქედან გამოსავლად მიმაჩნია ახალი თაობის მოსვლა ნაკრებში (რა თქმა უნდა, მსოფლიოს შემდეგ). მანამდე კი ნაბიჯ-ნაბიჯ წინ სიარული და დასახული მიზნის მისაღწევად გეგმაზომიერად მუშაობა - მხედველობაში მაქვს მსოფლიოზე 2 თამაშის მოგება, რაც ამ ეტაპზე ჩვენი მაქსიმუმია

03:06 | 18.02.2019
test (124)

რუსეთს ორ გასვლას რატომ ვეთამაშებით?

14:13 | 18.02.2019
kobaSP (45)

სად ხედავ მეორეს?

02:33 | 18.02.2019
NIKA..01 (335)

ჩვენ "ჟმოტ" ბიზნესს დავასხი თავს ლაფი....1 კომპანია, როგორ არ გამოჩნდა,რომელიც შეიძენდა და სტაბილურად დააფინანსებდა რომელიმე ქართულ გუნდს წელიწადში თუნდაც 5-7 მილიონი ლარით?ამ ფულით შესაძლებელი იქნებოდა,რომ 2,5-3 ათასი საშუალო ხელფასი ქონდეთ მოთამაშეებს,მწვრთნელებს და პერსონალს,რათა შეძლონ თავის და ოჯახის რჩენა და რაგბის გარდა სხვა საქმით არ უწევდეთ დაკავება ფულის საშოვნელად,პლიუს გუნდთან არსებული ბავშვთა აკადემია შეინახონ,პლიუს ინფრასტრუქტურას მოუარონ,უზრუნველყონ გუნდის მგზავრობა თამაშებზე,საწვრთნელი შეკრებები ჩაატარონ და ა.შ. არიან კომპანიები,რომელთა სუფთა მოგება რამოდენიმე ათეულ და ასეულ მილიონს აღწევს და რა გაუხდათ ეს თანხა?ჩვენისთანა წუწურაქი ბიზნესმენები სხვა ქვეყანაში თუ ყავთ არ მგონია.დარწმუნებული არ ვარ,რომ საკუთარი გა..ვლის უნიტაზში ჩარეცხვა არ ენანებათ,შეიძლება შიგ იჯ...ვენ,რომ არ დაკარგონ თავისი "ნაშრომი" ტყუილუბრალოდ....

01:54 | 18.02.2019
Daviti (6)

"გამარჯვებულებს არ ასამართლებენ"... მაგრამ ძალიან მაინტერესებს რაში გვაქვს პროგრესი წინა შესარჩევთან შედარებით ვგულისხმობ სათამაშო კომპონენტებს არ იგულისხმება დებიუტანტების გამოცდა წმინდა სათამაშო ელემენტებიდან?.

00:56 | 18.02.2019
sabonis (74)

ისე ერთი რეცა ჩვენ ვპროგრესირებთ და მეტი გვინდა და ვღიზიანდებით ესპანეთ, რომ წინააღმდეგობას გვიწევს, მარა რატო გვიკვირს, რომ იგივე ესპანეთმა ჩვენზე არანაკლებ პროგრესს მიაღწიოს, რა ფინანსები აქვთ ჩვენზე ნაკლები, სპორტული ტრადიციები არა აქვთ, თუ ვაჟკაცობაში ეშლებათ რამე ტორეადორთა შთომავლებს? დდ

00:21 | 18.02.2019
NIKA..01 (335)

კიდევ ერთი რაც მუდამ მაღიზიანებს,ასეთ ქარიან ამინდში,რომ ჯარიმის კარში დარტყმას გადაწყვეტ 30 მეტრიდან ნორმალურია?სხვა თამაშებშიც თუნდაც ქარი არ იყოს,რატომ უნდა დაარტყა კიდიდან,ან 40 მეტრიდან კარში?მაშინ როდესაც მეტოქე შენზე სუსტია და კიდეზე გადატანილი ჯარიმიდან ლელოს დადების შანსი თითქმის გივეა,რაც იმ პოზიციიდან დარტყმული ჯარიმის გატანის...

00:16 | 18.02.2019
NIKA..01 (335)

აქ ქარით გამოწვეულ ლაფსუსებზე არაა საუბარი და პრეტენზია.ხაზის გამჭრელ მორაგბეს,რომ არავინ მიყვება უახლოეს 3-5 მეტრში და ამის გამო შეტევის განვითარების ერთადერთი გზა რჩება,რომ თავად გაიტანოს ხაზის გამჭრელმა ლელო ეს არაა გასაკრიტიკებელი?ტემპი რომ არაა შეტევების დროს ეს ქარის ბრალია?მოკლე მოკლე ძალისმიერი დარტყმები გაცილებით ეფექტურია,როდესაც ეს კეთდება მაღალ ტემპში,რაქიდან ბურთის სწრაფი გამოტანით და ახალ-ახალი მძალებების მაღალი სიხშირით.ეს 2 კომპონენტი,რომ არ გადავწვდეთ ბობოლებს,იაპონიას აქვს უმაღლეს დონეზე,90% შემთხვევაში იაპონელ მორაგბეს,რომელიც ხაზს ჭრის მინიმუმ 1-2 თავისიანი მიყვება ახლოში,პლიუს ძალისმიერი შეტევების დროს,თავიანთ არცთუ დიდ ფიზიკურ ძალას აკომპენსირებენ რაქების უსწრაფესი გაწმენდით,ბურთის სწრაფი გატანით და მიძალებების მაღალი სიხშირით,ასე ვთქვათ პნევმატური ჩაქუჩივით მუშაობენ,რითაც მოწინააღმდეგის თამაშს რევენ დაცვაში,ჩვენ კი დაბალი ტემპით შეწტევის გამო მეტოქეს ვაძლევთ გადაწყობის და შემდეგი დარტყმის მიღებისთვის საფუძვლიანად მომზადების დროს.

23:50 | 17.02.2019
Guram (4)

ესპანეთთან საშინაო თამაშში ლელოს არ უნდა ვიღებდეთ, მით უმეტეს, ორ ლელოს. ეს უკვე პრობლემაა და ამის გამოსწორებაა საჭირო.

23:40 | 17.02.2019
sabonis (74)

კი მარა ქარი, რომ თავის ნებაზე აფრიალებდა ბურთს ეს არაფერი იყო,?მარტო ბიჭებს, რომ მისდექით ამინდიც გაითვალისწინეთ.

00:06 | 18.02.2019
NIKA..01 (335)

ქარი მეტოქისთვისაც იყო და თანაბარ პირობებში დიდი ანგარიშით უნდა ვამარცხებდეთ ესპანეთს.პლიუს ამას 2 ლელო გავუშვით ესპანეთისგან და ერცერთი არ ყოფილა ქარის "ბრალი",რაც ალბათ დამეთანხმები,რომ ძალიან არასასიამოვნოა

00:49 | 18.02.2019
sabonis (74)

რა თქმა უნდა გეთანხმები.

23:21 | 17.02.2019
federer (17) (469)

ამინდიდან გამომდინარე გასაგები იგო თავიდანვე რომ მაღალი დონის რაგბს ვერ ვიხილავდით რადგანაც 5 მეტრზე შორს მდგომ თანაგუნდელს უკვე პასს ვეღარ აძლევდნენ ბურთი ქარს მიქონდა და საბოლოო ჯამაში დამაჯერებლად კი მოიგეს, მაგრამ პირველ ტაიმში განსაკუთრებით ბევრი შეცდომა დავუშვით როგორც შერკინებაში ასევე დერეფანში. დერეფანში ბოლო კაცზე ვაგდებდით ბურთს როდესაც ქარის მიმართულება მეტოქის მხარეს იყო და ბურთის მოგების შანსი ფაქტიურად არ იყოო და მეორე ტაიმში უკვე ცოტა დალაგდნენ და მოკლე დერეფნებს ვაგდებდით და შერკინებაში ხო საერთოდ გადაუარეს.
ლოკომოტივზე რომ გვეთამაშა მგონი აჯობებდა რადგანაც ლოკომოტივის სტადიონს ტრიბუნები აქვს კრუგში და მთის ძირშია დადაბლებულ ადგილში და ქარი გაცილებით ნაკლები იქნებოდა და თამაშსაც უფრო შეაფასებდა კაცი.

22:54 | 17.02.2019
NIKA..01 (335)

მსგავსი რამ აღარ უნდა დაუშვან ბიჭებმა...ამ ტურნირზე "უბრალო" მოგება პრესტიჟის თვალსაზრისით სასარგებლო ნამდვილად არაა,პირიქით უარყოფითად მოქმედებს.მე მაქვს ჩვენი ნაკრების მიმართ ეს მოთხოვნა,რომ მსგავსი დონის გუნდებს ზედმეტი დაძაბვის გარეშე დიდი ანგარიშით უნდა ამარცხებდნენ.ეს აუცილებელია,თუ გვსურს 6 ერზე ჩვენი პრეტენზია სერიოზული იყოს.ერთი და იგივე ხარვეზებზე საუბრით კი უკვე დავიღალე....რაქების დროული გაწმენდა და ბურთის სწრაფი გამოტანა,თამაშის გაშლა,სიღრმეების შექმნა შეტევით ფაზაში,პასის გაცემა/მიღების ტექნიკა,ბურთიან მოთამაშეზე დროული მიყოლა,ახლა უკვე ამ ყველაფერს დამატებული შეტევითი და დაცვითი მოლი,აუტი და ა.შ.....ცუცქირიძე რომ გაიქცა ფლანგზე,სად იყვნენ მიმყოლები?რა გახდა ბურთის ხელში შეკავება?რაგბის აზრზე,რომ არ არიან ისეთ ნაკრებებსაც კი ნაკლები წინ თამაში აქვთ,უკვე დამღლელია ამ პრობლემაზე მსჯელობა,თუ ვარჯიშით ვერ შველიან ამ პრობლემას,ხო არსებობს საშუალებები და გამოიყენონ,ან ფხრიწიან გულიანი თათმანები ჩაიცვან (ეს ხუმრობით)...სადაა ჩვენი სახელგანთქმული მოლი,რომლითაც არაერთი გრანდი გვითრევია წინა მსოფლიოებზე და არაერთი გრანდის მოლი ადგილზე გაგვიქვავებია?რაიმეს ვერსწავლა კაი და რაც ვიცოდით იმის დავიწყება რა უბედურებაა??იმდენად მიყვარს ეს სპორტი,იმდენად მიყვარს ჩვენი რაგბის ნაკრები,მორაგბეებს იმდენად ვცემ პატივს და ვგულშემატკივრობ,რომ სწორედ ამ ყველაფრის გამო ასმაგად მწყდება გული მათ ყველა წარუმატებლობაზე და ამიტომ მათ მიმართ ასმაგად მომთხოვნი ვარ...იმედია,მომავალში ჩვენი ნაკრების შესრულებით ,მსგავსი დაბალი ხარისხის თამაშს აღარასდროს ვიხილავთ და გვექნება საშუალება მხოლოდ საქებარი კომენტარი დავწეროთ..წარმატებები!!!

14:04 | 18.02.2019
jora84 (183)

რომელი გრანდის მოლი გყავს გაქვაბებული მსოფლიოზე შემახსენე ერთი რა? მაღალ დონეზე მოლი არასდროს არ გქვონია ძლიერი. მაგ მრხირვ სამუშაო რომ არის არავინ არ დაობს, მაგრამ თითქოს გვქონდა და აღარ გვაქვს მტკნარი სიცრუეა.

17:34 | 18.02.2019
NIKA..01 (335)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=FSq7BCDl9Ug')>0?'https://www.youtube.com/watch?v=FSq7BCDl9Ug':'https://www.youtube.com/watch?v=FSq7BCDl9Ug')) ეს ერთ ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი

15:28 | 18.02.2019
NIKA..01 (335)

2007-2011 წლის მსოფლიოზე მატჩები ნახე.

01:31 | 19.02.2019
jora84 (183)

ერთერთი თუ ფაქტიურად ,,ერთადერთი''? კიდევ ერთხელ გიმეორებ, ჩვენი მოლი ანგარიშგასაწევი ძალა მსოფლიო დონეზე არ ყოფილა არასდროს, ყარტა-ყურტა გუნდებთან კი ბატონო. ამას დამატებული მოლში თამაში კიტრი და პომიდორის ჭამა არ არის, თავისი სპეციალისტები ჭირდება, რომელიც ჩვენ სულ ორი გვყავს და ამ ორიდან ერთი ამჟამად ნაკრებში არ არის. საერთოდ იმასთან შეგუება მოგვიწევს რომ მოლით მეტოქის თრევას ჩვენების კოზირი აღარ იქნება სათანაშო კონცეფციიდან და მოთამაშეების უნარჩვევებიდან გამომდინარე.

04:02 | 19.02.2019
NIKA..01 (335)

მეგობარო,რაც იუთუბზე დევს ესაა და ის,რომ ვნახოთ მეტოქის მოლს ადრე უკეთ ვაჩერებდით თუ ახლა,მაშინ მთლიანი მატჩები უნდა ვნახოთ.....თუ მეხსიერება მღალატობს და შენ შეძლებ მოიძიო მომენტები,მაშინ დალინკე,სიამოვნებით ვნახავ დათუ ვცდები ვაღიარებ,რომ ვცდებოდი,მაგრამ მე რაც მახსოვს იმავე გრანდებს გაცილებით მეტად უჭირდათ ჩვენთან მოლის აგორება ვიდრე განვლილ თამაშში ესპანელებს.

22:17 | 17.02.2019
miriani (151)

არ გინდათ აქ ახლა პროფესორობა რაა... სწორედაც რო შორს ხართ რეალობიდან და ნუ ვარდებით პანიკაში... იმ შერკინებაშიც კი არ გვჩაგრავდენ, პროდჭული ხერხებით ჩალიჩობდენ ჩაქცევას და იმტაციის შექმნას რო ჩვენი ბრალი იყო... მარა მეორე თაიმში თავის ადგილზე დადგა ყველაფერი გოგიჩაშვილის გამოსვლის მერე...
გაიგეთ რო მაქსიმალურად ხდება დროის გამოყენება ახალგაზრდების ინტეგრირებისთვის ნაკრებში და ვინც ამას ვერ ხედავს მართლა ბრმაა და გაგვატარეთ!
დანარჩენი თეთრი და შავი მსოფლიოზე გამოჩნდება.
წარმატებები ჩვენს ბიჭებს!!!

12:30 | 18.02.2019
dominici99 (94)

პროფესორობა მე მეხება? შენ წესიერად ილაპარაკე, ჯიგარო! პანიკა შენსკენ მოიკითხე. გაგატარო, გაგატარე ჰა და მიდი! ჯერე ერთი გოგიჩაშვილი კი არა, ჩილაჩაავ იყო ჩავარდნილი და ნუ გგონია რამე თუ გესმის, სხვას არ ესმის- ეს ერთი და მეორე ახალგაზრდების ინტეგრირება მესმის მე სხვანაირად. და თუ ახალგაზრდები გინდა, პირველ რიგში [რობლემატურ ადგილებზე მოსინჯე, 10ზე და ხაზში!

18:55 | 18.02.2019
maxo_65 (458)

გოგიჩაშვილს არ წაუვიდა თამაში, ამიტომ პირველად ის გამოცვალეს, ჩილაჩავა კიდევ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს..სწორად დაწერა, გოგიჩაისვილის გამოცვლის შემდგომ ყველაფერი ნორმაში ჩადგა შეკინებაში

21:35 | 17.02.2019
dominici99 (94)

რითი ჯობია ესპანეთი რუმინეთს? ძალიან მაინტერესებს არგუმენტები? რუსეთ-ესპანეთს ვინც უყურა (იმის გათვალისწინებით, რომ ესპანეთს იქ უკეთესი შემადგენლობა ყავდა) რუსეთმა შერკინებაში ათრია! და ეს გუნდი შენ გათრევს შერკინებაში! გუნდს, რომელსაც პრეტენზია გაქვს მსოფლიოში საუკეთესოობაზე ამ კომპონენტში. ერთი და იგივეზე ლაპარაკით დავიღალე, ერთს ვიტყვი, რომ ამ თამაშით თუ ვინმე კმაყოფილია, და ზოგადად ნაკრების განვითარების დინამიკით (იგივე ოპერიდანაა სამოას და ტონგას მაგრა მოვუგეთ და ა.შ.)ან მას არ ესმის რაგბი ან მე არ მესმის საერთოდ. უკიდურესობებისგან შორს ვარ, ვიცი, რომ აქ ყველას ვჯობივართ და უკეთესი შემადგენლობით უკეთეს შედეგს მივაღწევთ, მაგრამ ნუთუ ესაა ჩვენი თამასა? აბა 6 ერს უნდა გავუტოლდეთო? ესეც მესმის, ( ბევრისგან განსხვავებით, ვინც დარწმუნებულია, რომ იტალიას ვჯობივართ და ამას ორ წელში ვიზამთ) რომ ამას უნდა ერთი თაობის ცვლიელება მაინც, მაგრამ თუ ეს დღესვე არ დაიწყო, დროის ფლანგვაა და მეტი არაფერი. ჩამოვთვალო ხალხი , ვინც ნაკრებში საერთოდ აღარ უნდა გამოიძახო, თუ ისედაც ხვდებით? მაინტერესებს, თვითონ არ ცხვენიათ? იმდენს იზამენ, ფეხბურთის ნაკრებს დაამსგავსებენ. მსოფლიომდე აღარაფერი ეშველება საქმეს, მაგრამ მერე მთლიანად მმართველობა თუ არ შეიცვალა, თვითონ უყურონ ესპანეთთან "დაძაბულ ბრძოლებს" და "არც თუ ისე კარგი პასების" კომენტირებას უსმინონ.

23:32 | 17.02.2019
sabonis (74)

ციდათ კი ბატონო შეიძლება ვითამაშეთ, მარა შერკინებაში, რომ გვათრია ესპანეთმა ეს სად ნახე? დდ

12:31 | 18.02.2019
dominici99 (94)

სად ვნახე და პირველ ტაიმში. გვათრიეს გადამეტებულია, მაგრამ ესპანეთს რომ ვერ აწვები გათრიეს ნიშნავს.

23:33 | 17.02.2019
sabonis (74)

ცუდათ უნდა იყოს.

22:15 | 17.02.2019
sport..»farther more rugby (86)

გეთანხმები! : რომ, რაგბის კავშირის მესვეურთა სამუშაო გრაფიკით და კომუნიკაციით_ქართველ გულშემატკივარ საზოგადოებასთან არც მე ვარ კმაყოფილი, გამოსწორდეს უნდა აუცილებლად. -ეს ნაკრები მაძლევს მუხტს მე პირადად იმედის.." ბობოლათაგან " დაკორტნილ და საკუთარი ხალხისაგან მივიწყებულ ჩემს ქვეყანაში !

21:27 | 17.02.2019
sport..»farther more rugby (86)

მოვუგოთ უნდა ულაპარაკოდ ფსევდო მოფერიანებულ რუსებს ეგ არაფერი.

20:33 | 17.02.2019
alfadhirhaiti (110)

რუსეთი და რუმინეთი აპარტახებენ მეტოქეებს და ესენი კინკილა ლელოებით იგებენ!

ესეთი თაამაში უნდა გამოირიცხოს, არ შეიძლება ასეთი იყოს ექვს ერზე დაქადნული ნაკრების თამაში, სადაა პრესტიჟი!

20:45 | 17.02.2019
sabonis (74)

მერედა რატო გიკვირს ესპანეთი, რუსეთსაც ჯობია და რუმინეთსაც, აბა პორტუგალიას, გერმანიას და ბელგიას ჩვენც გავაპარტახებთ, თუმცა სასურველ თამაშს, რომ ვერ ვაჩვენებთ ესეც ფაქტია.

20:56 | 17.02.2019
alfadhirhaiti (110)

აქ გადახალისებული შემადგენლობა ჰყავდათ და აუცილებელი იყო თავზე ბურთი დაეღუნათ. რუსეთს უკვე ლამის ორჯერ მეტი ქულა აქვს გატანილი მეტოქეებისთვსის, რუმინეთი კიდე გაგვითანაბრდა ამაში, არადა მაგათგან განსხვავებით ორივე თამაში მოგებულია ეჭვი მეპარება ამაში ამოქაჩონ, ისე ვერ ანადგურებენ მეტოქეებს, როგორც საჭიროა, რათა ამაშიც იყოს გარკვეული სუგნალი ექვს ერზე.

23:28 | 17.02.2019
sabonis (74)

ამინდმაც ალბათ თავისი კორექტივები შეიტანა, როგორც საზიანო ისე ჩვენთვის სასარგებლოც. ესპანელთა გადახალისებული შემადგენლობა, როგორც ჩანს სულაც არ ნიშნავს შესუსტებულს. თუმცა ჩვენ, რომ ვერ ვთაშობთ სათანადოთ ამაში გეთანხმები, უბრალოდ რუსების და რუმინელების თამაშით აღფრთოვანებაში ვერ გეთანები.დ

20:44 | 17.02.2019
ტაკმადა (10)

ექვსი ერის დონისგან სამწუხაროდ ძაან შორს ვართ.

20:28 | 17.02.2019
ტაკმადა (10)

ცუდია ის, რომ შერკინებებში და მოლში ხანდახან გვჯობდნენ. რუსეთთან თამაშს რუსეთში შიშით ველოდები

0.190656