სიახლეები

13:40 | 17.02.2019 | ნანახია 1806 - ჯერ

რუმინეთი-გერმანია ქართველებმა განსაჯეს

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურის სასტარტო მატჩები შაბათს ჩატარდა და ორივე მათგანი მოსალოდნელი შედეგი დასრულდა.
ესპანეთთან მარცხის მერე გამწარებული რუსები სოჭში ბელგიას დაუხვდნენ, 10-ჯერ დაალელოვეს და 64:7 გაანადგურეს. მოედანზე მხოლოდ 1 გუნდი იყო, “დათვების” თავკაც ლინ ჯონსს კი იმედი მიეცა, მსოფლიო თასზეც თუ ასე ვითამაშეთ, წინ ვინღა უნდა დაგვიდგესო...
ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა რუმინეთმა, რომელმაც კლუჟში საქართველოსთან წაგები მერე, გუშინაც შინ, ოღონდ ბოტოსანში ითამაშა და გერმანიას 38:10 სძლია.
ჩვენთვის შეხვედრა იმითაც იყო საინტერესო, რომ მას ქართველი არბიტრები – ნიკა ამაშუკელი, თორნიკე გვირჯიშვილი და ირაკლი ჭანუყვაძე სჯიდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსაჯებს საქმე არ დაჰკლებიათ. ორივე გუნდი ხშირად ჯარიმდებოდა, ხშირი იყო კინკლაობაც, 2 გერმანელი კი გასინბინებას ვერ გადაურჩა.
საბოლოოდ, “მუხის ფოთლებმა” 38:10 მოიგეს, თუმცა, მათ თამაშში უამრავი ხარვეზი იყო. რუმინელებს შერკინებასა და მოლში უპირატესობაც კი დაკარგული ჰქონდათ და უდავოა, რომ მე-2 ადგილისთვის რუსეთთანა და ესპანეთთან მძიმე ბრძოლა მოუწევთ.
“სტეჟარის” მომდევნო შეხვედრა 3 მარტს, მადრიდში, ესპანეთში ელის, 2-ში კი ბელგია-საქართველო (ბრიუსელი) და გერმანია-რუსეთია (ჰაიდელბერგი) დაგეგმილი.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:00 | 17.02.2019
გორდა (250)

ძალიან კარგია ჩვენების გააქტიურება სამსაჯო მიმართულებით.
ისე მე-2 ადგილზე ალბათ უფრო ესპანეთი გავა, შემდეგ რუმინეთი და რუსეთი

0.084612