ბორჯღალოსნები

15:15 | 16.02.2019 | ნანახია 2657 - ჯერ

რაგბი ევროპა - ერთი დღით ადრე
მწვრთნელები და კაპიტნები

ბორჯღალოსნებმა და ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა, ხვალინდელი მატჩის წინ ავჭალის სტადიონზე კაპიტნის ვარჯიში გამართეს.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრა „ავჭალაზე“ 17 თებერვალს, 18 საათზე დაიწყება და ერთმანეთს ლიდერი გუნდები ეთამაშებიან. ერთი კვირის წინ ჩვენმა გუნდმა რუმინეთს კლუჟში 18:9 მოუგო, ხოლო ესპანეთმა რუსეთს უმასპინძლა და 16:14 დაამარცხა.

ვარჯიშებს შორის გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართეს.

სიტყვა პირველად სტუმართა თავკაცმა სანტიაგო სანტოსმა აიღო, რომელიც აქცენტს 2023 წლის მსოფლიო თასზე აკეთებს:

„საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, თუმცა ჩვენ ვეცდებით, რომ მათაც შევუქმნათ პრობლემები. დარწმუნებული ვარ ხვალინდელი თამაშიც რთული გამოვა. ჩვენ გრძელვადიანი გათვლა გვაქვს, აქცენტს მომავალ მსოფლიო თასზე ვაკეთებთ და გუნდში ახალი, ახალგაზრდა მოთამაშეები მრავლად გვყავს“.

საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაშის მნიშვნელობაზე ისაუბრა მილთონ ჰეიგმა:

„თუ გადავხედავთ ესპანეთთან წინა წლებში გამართულ მატჩებს, ადვილი შეხვედრა არასდროს გვქონია და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ამჯერადაც. ამ კამპანიის პერიოდში პირველ საშინაო მატჩს ვატარებთ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორ წარვდგებით საკუთარი ოჯახებისა და გულშემატკივრების წინაშე“.

ქართულ შერკინებას უფრთხის „ლომების“ კაპიტანი ფერნანდო ლოპესი:

„ხვალ რთული თამაში გველოდება. ვიცით, რომ საქართველოს ნაკრები ძლიერი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული, განსაკუთრებით მათი შერკინება“.

„მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივარს“ საუკეთესო თამაშს პირდება ბორჯღალოსანთა კაპიტანი გიორგი ნემსაძე:

„არაერთხელ მითქვამს და გავმეორდები, რომ როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, დამატებითი მოტივაცია აღარ გჭირდება, მაგრამ როდესაც სახლში გვაქვს თამაში, ჩვენი მოტივაცია კიდევ უფრო იზრდება. როგორც ლეგენდარულმა მოთამაშემ მამუკა გორგოძემ თქვა, ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივარი გვყავს, ისინი მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებენ და ვეცდებით საუკეთესო თამაშით სიამოვნება მივანიჭოთ. ესპანეთს სწრაფი, კარგი გუნდი ყავს. ბოლო სამი წელი მათთან იოლი თამაში არასდროს გვქონია და ხვალაც კარგ თამაშს ველოდებით“.

ჰეიგს ტრავმირებული მოთამაშეების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კითხეს, რაზეც მან უპასუხა:

„ყველა ის მოთამაშე, რომელიც პირველი კამპანიის ბოლო თამაშს ჩაატარებს, ჯანმრთელადაა. ბოლო 10 დღის განმავლობაში ტრავმები მერაბ შარიქაძემ და გელა აფრასიძემ მიიღეს - პირველი ვარჯიშზე, ხოლო მეორე რუმინეთთან თამაშისას დაშავდა. ახლა თავს ორივე კარგად გრძნობს, თუმცა სამედიცინო პროტოკოლი მათ დასვენებას გვავალდებულებს“.

www.rugby.ge


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:04 | 17.02.2019
NIKA..01 (335)

ეს რა საშინელება იყო?ასეთი თამაში ხომ დამანგრევლად მოქმედებს ქართული რაგბის პრესტიჟზე...(((((

19:53 | 17.02.2019
ტაკმადა (10)

ასეთი თამაშით რუსები მოგვიგებენ.

19:41 | 17.02.2019
alfadhirhaiti (110)

გუგა80

სასაცილოა, ასეთი სუსტი თამაში როდის ჩაატარეს აღარ მახსოვს.

14:57 | 17.02.2019
გორდა (250)

წარმატებები ჩვენს ნაკრებს.
დიდი ალბათობით ბონუსით მოიგებენ ბორჯღალოსნები, მაგრამ ესპანეთი მებრძოლი გუნდია და ძალიან დიდი სხვაობით მოგებას არ ველოდები.

22:52 | 16.02.2019
გუგა80 (177)

ხვალ ველოდები არანაკლებ 40 ქულიან გამარჯვებას.

15:49 | 16.02.2019
არჩილ სოხუმელი (484)

ხვალ ესპანეთი დიდი ანგარიშით უნდა დავამარცხოთ

15:48 | 16.02.2019
არჩილ სოხუმელი (484)

რუსეთი ბელგიას ამარცხებს 33 - 7 (ხუთი ლელო რუსეთის მიერ დადებული).

0.088378