ესპანეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები თბილისშია და რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურში საქართველოსთან თამაშისთვის ემზადება.
შეგახსენებთ, რომ “ლეონესმა” სასტარტო შეხვედრაში რუსეთს 16:14 სძლია, “ბორჯღალოსნებმა” კი რუმინეთში 18:9 იმარჯვეს, ამდენად, კვირას, 17 თებერვალს, 18:00 საათიდან, ავჭალის სარაგბო სტადიონზე ლიდერთა დაპირისპირებას ვიხილავთ.
იმ რაზმიდან, რომელმაც რუსებს აჯობა, ესპანელებმა 23 კაცში 13 დატოვეს. სიახლეა სასტარტო შემადგენლობაში კვაჭ სთივ ბარნსის, მეორეხაზელ მანუელ მორას, მესამეხაზელ ვიკტორ სანჩესის, მგეზავ ალვარ ხიმენოს, გარემარბ იულენ გოიასა და ფულბექ ლუკას ლევის გამოჩენა.
“ლომების” სიაში ყველაზე გამოცდილი “ორდიზიას” ბურჯი ფერნანდო ლოპესია, რომელსაც ზურგს 35 სანაკრებო თამაში უმაგრებს. გასაკვირი არაა, რომ კვირას ის კაპიტნის სამკლავურით ითამაშებს.
ესპანეთი: 1. ფერნანდო ლოპესი (კაპ.), 2. სთივ ბარნსი, 3. შერომ სივილ, 4. მიკაელ დე მარკო, 5. მანუელ მორა, 6. ლუკას გიომი, 7. ვიკტორ სანჩესი, 8. მაიქლ ჰოგი, 9. ლუკას რუბიო, 10. ალვარ ხიმენო, 11. იულენ გოია, 12. რიჩარდ სთიუართი, 13. ანდრეა რაბაგო, 14. ჯორდი ჯორბა, 15. ლუკას ლევი.
მარქაფა: 16. ხოაკინ დომინგესი, 17. ვისენტე დელ ოჯო, 18. მაიქლ ვოქერ-ფითონი, 19. ოიერ გოია, 20. ფაკუნდო მუნიჯა, 21. ენდრიუ ნორთონი, 22. ფედერიკო კასტელიონი, 23. იონ სავალა.
მწვრთნელი: სანტიაგო სანტოსი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მიდით ქართველო "მგლებო" მოვგუდოთ თამაშში უნდა დასაწყისიდანვე , დიდი ანგარიში უნდა დაუფიქსიროთ!
ეჭვი მაქ
ესენი ჩვენს სიმაღლეზე რომ იყვნენ კაი ხნის შესულები იქნებოდნენ “ექვს ერში” .. აქაც ბობოლების გადაწყვეტილებას შეჩერებულნი