საერთაშორისო

19:00 | 15.02.2019 | ნანახია 2172 - ჯერ

რაგბი ევროპა | შემადგენლობა წლის პირველი საშინაო მატჩისთვის

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 2019 წლის პირველი საშინაო მატჩისთვის 23-კაციანი განაცხადი დაასახელა. წელს ჩვენი გუნდი საქართველოში სულ ოთხ თამაშს გამართავს - ორს რაგბი ევროპაზე და ორსაც აგვისტოში, მსოფლიო თასის მოსამზადებელ ეტაპზე. პირველ მატჩში კვირას, 17 თებერვალს, ავჭალის სტადიონზე ესპანეთს ვმასპინძლობთ. შეხვედრა 18 საათზე დაიწყება და მასზე დასასწრები ბილეთები ონლაინ www.TKT.GE/Rugby-ზე, ასევე „ავჭალის“ სტადიონის სალაროებში (ყოველ დღე 11-იდან 19 საათამდე) იყიდება.

სამი ცვლილება შერკინებაში

ერთი კვირის წინ რუმინეთთან კლუჟში მოგებული (18:9) მატჩის შემდეგ, მილტონ ჰეიგმა ხაზი უცვლელი დატოვა. ფულბეკი ლაშა ხმალაძე იქნება, რომელმაც რუმინეთთან 70-ე კეპი მოიხვეჭა; ცენტრში გიორგი კვესელაძე და ზურაბ ძნელაძე შეწყვილდებიან; ფრთებზე სანდრო თოდუა და გიორგი აფციაური დადგებიან; ხოლო ღერძზე ზედიზედ მეოთხე თამაშია ვასილ ლობჟანიძისა და თედო აბჟანდაძის დუეტი იქნება.

შერკინების სამივე ხაზში თითო ცვლილებაა: პირველ ნომრად და კვაჭად ადგილი შეინარჩუნეს გურამ გოგიჩაშვილმა და შალვა მამუკაშვილმა, ხოლო მარჯვენა ბურჯად თამაშს ლევან ჩილაჩავა იწყებს, რომელიც კლუჟში მარაქაფაში იყო; მეორე ხაზში გუნდის კაპიტან გიორგი ნემსაძეს ამჯერად ნოდარ ჭეიშვილი შეუწყვილდება, რომელიც რუმინეთში ასევე მარქაფაში იყო; მარქაფიდან ძირითადში დაწინაურდა გიორგი თხილაიშვილიც, მეორე ფლანკერი გიორგი ცუცქირიძე, ხოლო შემკვრელი რუმინელებთან მეორე ლელოს ავტორი ბექა გორგაძე იქნება.

ძნელაძე, გორგაძე და ცუცქირიძე ზედიზედ მეხუთე თამაშს იწყებენ; ბოლო 23 თამაშია განაცხადშია და 21-ჯერ სასტარტო იყო ლობჟანიძე (ზედიზედ მე-12-ედ ძირითადში); ზედიზედ მე-19 სანაკრებო მატჩს ატარებს მამუკაშვილი; ბოლო 13 შეხვედრიდან 12-ჯერ იყო სასტარტოში ხმალაძე (ზედიზედ 8-ჯერ); ხოლო კვესელაძე ბორჯღალოსნების კვართს მიჯრით მე-15-ედ (სულ 16 კეპი) მოირგებს.

მილთონ ჰეიგი ნაკრებისგან საუკეთესო თამაშის მოლოდინშია და გულშემატკივრის ლამაზი რაგბით და მოგებით გახარებას ეცდება:

„წინა კვირაში გულმოდგინედ ვიმუშავეთ, რათა რუმინეთთან მატჩისთვის ინტენსივობის მაქსიმუმისთვის მიგვეღწია. ამან ნაყოფი გამოიღო და ის შედეგი მივიღეთ რაც გვინდოდა. ამ მხრივ ეს კვირაც გასულის იდენტური იყო. სხვაობა ისაა, რომ „მატჩის დღეს“ შინაურ კედლებში, ჩვენი ოჯახებისა და ფანტასტიური ქომაგის წინაშე ვითამაშებთ!“

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მზადების პროცესს ზედმიწევნით მივყვეთ და რაც მთავარია, 100 პროცენტით დისციპლინირებულები ვიყოთ ჩვენი სამატჩო გეგმისა და ტაქტიკის განხორციელებისას, შეტევისა და დაცვის სისტემებში. ჩვენ შინ ვართ! ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა გულშემატკივარმა საუკეთესო მატჩი იხილოს!“.

ორი დებიუტანტი მარქაფაში

ბორჯღალოსანთა კვართს ესპანეთთან პირველად ორი მორაგბე მოირგებს. ისინი თამაშში მარქაფიდან ჩაერთვებიან. ერთ-ერთი მათგანი ‘ლელო-სარასენსის’ მეორეხაზელი გრიგორ ქერდიყოშვილია, რომელიც გუნდთან ერთად ნოემბრის თიბისი რაგბის სერიების დროსაც ვარჯიშობდა, ხოლო მეორე ‘ორიაკის’ 22 წლის მესამეხაზელი გიორგი ჯავახიაა, რომელმაც პრო დე2-ის მიმდინარე სეზონში 8-ჯერ ითამაშა.

დებიუტანტების თამაშს ელის მილთონ ჰეიგი და მათი დახასიათებისას ამბობს:

„ძალიან გვიხარია, რომ გრიგორ ქერდიყოშვილს თავის გამოჩენის შესაძლებლობას მივცემთ. მან ეროვნულ ნაკრებთან ერთად ნოემბერშიც და ახლაც ნაყოფიერად ივარჯიშა და მოუთმენლად ველით მის საერთაშორისო დებიუტს“.

„რაც შეეხება გიორგი ჯავახიას, მას აგერ უკვე ოთხი წელია, 18-წლამდელთა ნაკრებში თამაშის დროიდან ვაკვირდებით. მე მისგან განსაკუთრებით ბურთის ტარებისას „ფიზიკური დომინაციის“ ელემენტებს ველი, ზუსტად ისე, როგორც ასაკობრივ ნაკრებებში აკეთებდა. ვნახავთ თავისი უნარები უფროს სანაკრებო დონეზეც თუ განავითარა“.

პირველ ხაზში შეცვლაზე შევა ბექა გიგაშვილი, რომელიც რუმინეთში სასტარტოში იყო. შარშანდელი ივნისის ტესტების შემდეგ ნაკრებს უბრუნდებიან კვაჭი გიორგი ჭყოიძე და ბურჯი გიორგი მელიქიძე.

ივნისის ტესტების შემდეგ ბრუნდება 9 ნომერი გიორგი ბეგაძე. ხაზში შეცვლაზე შევა ლაშა მალაღურაძე, რომელმაც ნაკრებში ბოლოს ნოემბრის პირველ ტესტში, იტალიასთან ითამაშა. მარქაფაშია მირიან მოდებაძე, რომელმაც რუმინეთთან შეცვლაზე ითამაშა.

საქართველოს ბორჯღალოსნები

"რაგბი ევროპა" | II რაუნდი | – ესპანეთი

კვი 17/02_2019 | თბილისი, ავჭალა | 18.00 საქ

1989 - 2018 218 ტესტი | 257 ბორჯღალოსანი | სრულად

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

უკანა ხაზი [ბექები]

15

ლაშა ხმალაძე

ბათუმი [საქ დ 10]

1988

70

8ლ 4გ [48 ქ]

14

გიორგი აფციაური

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1994

23

13

ზურაბ ძნელაძე

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1992

5

:

12

გიორგი კვესელაძე

მარნეულის არმაზი [საქ დ 10]

1997

15

3ლ

11

სანდრო თოდუა

ბათუმი [საქ დ 10]

1987

76

11ლ 2სბ

10

თედო აბჟანდაძე

ქუთაისის აია [საქ დ 10]

1999

3

შ 5გ 6ჯ [35 ქ]

9

ვასილ ლობჟანიძე

ბრივ [სფრ პრო დ2]

1996

40

6ლ

შერკინება [ფორვარდები]

1

გურამ გოგიჩაშვილი

რასინგ [სფრ ტოპ 14]

1998

2

:

2

შალვა მამუკაშვილი

ენისეი [რუს პრემიერ]

1990

62

5ლ სბ

3

ლევან ჩილაჩავა

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1991

44

7ლ სბ

4

ნოდარ ჭეიშვილი

ქორნიშ პაირათს [ინგ ჩემპ]

1990

19

:

5

გიორგი ნემსაძე ^კაპ

ოსპრეიზ [უელ პრო 14]

1984

86

13ლ [10 კაპ] 6სბ

6

გიორგი თხილაიშვილი

ბათუმი [საქ დ 10]

1991

47

10ლ სბ

7

გიორგი ცუცქირიძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1996

14

2სბ

8

ბექა გორგაძე

ბორდო [სფრ ტოპ 14]

1996

15

6ლ 2სბ

თადარიგი [რეზერვი]

23

მირიან მოდებაძე

ქუთაისის აია [საქ დ 10]

1997 4

:

22

ლაშა მალაღურაძე

მონინოს ვე’ვე’ა [რუს პრემიერ]

1986

88

4ლ 40გ 25ჯ 3ა [184 ქ] 2სბ

21

გიორგი ბეგაძე

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1986

63

2სბ

16

გიორგი ჭყოიძე

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1991

5

:

17

ბექა გიგაშვილი

გრენობლ [სფრ ტოპ 14]

1992

3

:

18

გიორგი მელიქიძე

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1996

10

19

გრიგორ ქერდიყოშვილი

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1994

0

:

20

გიორგი ჯავახია

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1996

0

:

rugby.ge


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:47 | 16.02.2019
გუგა80 (127)

ვეთანხმები გორდას კომენტარს!

აფრასიძე გაითიშა ბოლო თამაშში და ეხლაც თადარიგშიც არ არის და ამხელა სტატიაში ერთი სიტყვაც არავის დასცდა.

13:29 | 16.02.2019
გორდა (231)

კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო და როგორც მკითხველმა მოვთხოვო ჩვენს ჟურნალისტებს შეასრულონ თავისი სამუშაო სრულყოფილად.
არაფერი დაწერილა არც კაპიტანზე - ბუკა შარიქაძეზე, არც რა მდომარეობაშია სოსო მათიაშვილი, წინა თამაშში რაიმე სახის ტრავმა ხომ არ მიიღო გელა აფრასიძემ და ამის გამო ხომ არ ტოვებს ესპანელებთან შეხვედრას. მოკლედ გულშემატკივარ აინტერესებს და დაწერეთ. მადლობა!!

05:27 | 16.02.2019
dinamo222 (580)

მათიაშვილი სადაა რატომ არ წერთ რა ჭირს ? ისე წინა თამაშზე რუმინეთთან კომენტატორის როლშიც მაგარი იყო და არ შეიცვალოს მაგანაც პროფესია !

19:07 | 15.02.2019
გორდა (231)

წარმატებები ჩვენს ნაკრებს.

0.115232