ესპანეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები თბილისში საქართველოსთან სათამაშოდ გადახალისებული შემადგენლობით მოდის.
“ლომების” მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო სანტოსმა 30-კაციანი გაფართოებული რაზმი დაასახელა, სადაც 7 დებიუტანტია, 13 მორაგბეს კი ეროვნულ გუნდში 4 ან ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.
ესპანელთა სიაში ყველაზე გამოცდილი “ორდიზიას” ბურჯი ფერნანდო ლოპესია, რომელსაც ზურგს 35 სანაკრებო თამაში უმაგრებს.
შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის სასტარტო ტურში ესპანელებმა მადრიდში რუსეთს 16:14 სძლიეს, საქართველომ კი კლუჟში რუმინეთს მოუგო – 18:9.
“ბორჯღალოსნებისა” და “ლეონესის” შერკინება კვირას, 17 თებერვალს, ავჭალის სტადიონზეა დაგეგმილი და 18:00 საათზე დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ესპანეთთან მგონი უფრო სანახაობრივი თამაში უნდა იყო ვიდრე რუმინეთთან იყო. ესპანელებს სწრაფი და გაშლილი თამაში უყვართ, კარგია ჩვენი უკანა ხაზი თუ დაიტვირთება ბოლომდე.
წარმატებები ბორჯღალოსნებს!!
მათი გასაგებია,გადაწყვიტეს მათთვის "უიმედო" მატჩში არ გადაღალონ ძირითადის მორაგბეები,აი ჩვენ კი მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ და დიდი ანგარიშით დავამარცხოთ,არა იმიტომ,რომ შევურაცხყოთ,არამედ ჩვენი პრესტიჟისთვის
ასეთი თამაშები რატომ არ ტარდება რეგიონებში?
იგივე ქუთაისში, გორში, ან ფოთში? (არ აქვს მნიშვნელობა! ზესტაფონში თუ ზუგდიდში) პოპულარიზაციისთვისაც უკეთესია და ხალხიც მეტი მივა, ვიდრე ავჭალის 1700-იან სტადიონზე...
უბრალოდ არ მესმის ასეთი მიდგომა.
ქუთაისში გერმანიას დავუხვდებით, ხოლო ჩამოთვლის სხვა ქალაქებში ავჭალაზე დიდი სტადიონი არსად არ არის. აქვე დავაფიქსირებ იმ აზრს რომ კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ნაკრების თამაშების 4 და5 ათასიან სტადიონებზე ჩატარების პრეცენდენტების დაშვებით.