დიდი 10

13:55 | 12.02.2019 | ნანახია 881 - ჯერ

დიდი 10: "აკადემია" 26:25 "ლოკომოტივი"

‘აკადემიამ’ დედაქალაქურ დერბიში ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ ‘ლოკომოტივს’ 26:25 აჯობა და ზედიზედ მეორე სენსაციური გამარჯვება იზეიმა.

„მხატვრებმა“ ერთი კვირის წინ ქუთაისში ‘აიას’ მოუგეს, ახლა კი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს გამარჯვება ბოლო წუთზე გამოგლიჯეს ხელიდან.

თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ანგარიში სანდრო ილურიძემ ლელოთი გახსნა, ხოლო საბა ილურიძემ გარდასახა. ფარნავაზ გასვიანმა საპასუხო ლელო მე-14 წუთზე გაიტანა და ბექა წიკლაურმაც გარდასახვით წონასწორობა აღადგინა.

ჩემპიონი დისციპლინამ დააღალატა და საბა ილურიძემ ორი ჯარიმა გაიტანა, ხოლო 35-ე წუთზე გატანილი ლელო თავადვე გარდასახა და ანგარიში 20:7 გახადა. ‘ლოკომოტივმა’ ზედ შესვენების წინ დაჩი კოპაძის ლელოთი უპასუხა და წიკლაურმაც გარდასახა, 56-ე წუთზე კი, ლელო გიორგი ტალახაძემ გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო და წიკლაურმა ჩემპიონი 64-ე წუთზე გატანილი ჯარიმით დააწინაურა.

ილურიძემ 72-ე წუთზე მორიგი 3 ქულა მიითვალა, რაზეც წიკლაურმა 77-ეზე ჯარიმით უპასუხა, თუმცა მატჩის განახლებისთანავე ‘ლოკომოტივი’ დაჯარიმდა, ილურიძე ზუსტი იყო და ‘აკადემიას’ 26:25 მოაგებინა.

ამ მოგებამ ‘აკადემია’ გასავარდნ ზონას კიდევ უფრო დააშორა, ხოლო ‘ლოკომოტივი’ ლიდერ ‘ბათუმს’ 7 ქულით ჩამორჩა.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079949