ბორჯღალოსნები

13:17 | 12.02.2019 | ნანახია 1736 - ჯერ

"ბორჯღალოსნების" მე-12 საფეხური
მსოფლიო რაგბის რეიტინგი

კლუჟში რუმინეთის 18:9 დამარცხების შემდეგ, ბორჯღალოსნებმა „მსოფლიო რაგბის“ ყოველკვირეულ რეიტინგში 0,51 ქულა მიიღეს და მე-12 ადგილზე აღზევდნენ.

მილთონ ჰეიგის შეგირდებმა აშშ-ს ნაკრებს 0,27 ქულით გადაასწრეს. ამჟამად ბორჯღალოსნებს 73,93 ქულა აქვთ. ჩვენს წინ იაპონიის ნაკრებია (75,24), მსოფლიო თასის მონაწილეებიდან კი, ჩვენს უკან აშშ, ტონგა, იტალია, სამოა, ურუგვაი, რუსეთი, კანადა და ნამიბია არიან.

ჩვენმა მომავალმა მეტოქე ესპანეთმა, რუსეთის 16:14 ძლევით პოზიცია გაიმყარა, კანადას გადაასწრო და მე-20 ადგილზეა. მას 63,23 ქულა აქვს, საქართველოს ბევრით ჩამორჩება და 17 თებერვალს გამარჯვება ბორჯღალოსნებს რეიტინგში არაფერს შესძენს.

საქართველო „მსოფლიო რაგბის“ რეიტინგში ყველაზე მაღლა მე-11 ადგილზე ყოფილა.

www.rugby.ge


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:40 | 13.02.2019
არჩილ სოხუმელი (484)

ნატურალიზებულ მორაგბეებზე ისეთი გუნდებიც არ ამბობენ უარს როგორებიცაა ახალი ზელანდია, ავსტრალია, ინგლისი, საფრანგეთი... ჩვენთვის ძაან ძნელია, თითქმის შეუძლებელია კარგი მორაგბის ნატურალიზება, თორემ ერთი ან ორი ნატურალიზებული, ძლიერი მორაგბე ძაან გაგვაძლიერებდა.

12:34 | 13.02.2019
არჩილ სოხუმელი (484)

კი ხარჯების გამო იკავებენ თავს. თანაც ფიჯიზე, სამოაზე და ტონგაზე სტადიონებზე მაყურებლები ძაან ცოტა იქნება. თუმცა იმაზე მეტი მაინც იქნება ვიდრე გერმანიაში, ბელგიაში, რუსეთში, ესპანეთშია დასწრება. თანაც აშშ და იაპონიაში დასწრება დიდი იქნება თუ სათანადო დაინტერესება და რეკლამირება ექნება ამ ტურნირს. იაპონიას თუ მიიღებენ სამხრეთის ოთხი ერის გათამაშებაში (რისი დიდი შანსი აქვთ. რაგბის პროგრესი, ეკონომიკა, მოსახლეობის რაოდენობა ყველაფერი უწყობთ ხელს. აგრეთვე სამხრეთის ოთხი ერის ხელმძღვანელობა არაა ევროპის ექვსი ერის მამებივით კონსერვატორები, ყველაფერს ფულით არ ზომავენ. შეიძლება ნაკრები არ ყოფნიდა სამხრეთის ოთხ ერს და მაგიტომ მიიღეს არგენტინის ნაკრები, თორემ ისინიც ევროპის ექვსი ერის მამებივით აზროვნებენ და იაპონიას შანსი არა აქვს ახლო მომავალში), ფიჯის მაინც არაა აქვს შანსი. დარჩებიან ფიჯი, სამოა, ტონგა და ამათ დამატებული საქართველო, აშშ, კანადა... შეიძლება რუმინეთიც დაემატოს. შეიძლება სამხრეთის გუნდების გამოკლებით შეიქნას ჯგუფი - საქართველო, იაპონია, აშშ, კანადა, რუმინეთი (თუმცა ისეთი პირი უჩანს შეიძლება რუმინეთი მალე რუსეთზე, ესპანეთზე უფრო სუსტი გახდეს). შეიძლება ასეთი ჯგუფები შეიქმნას და ჩატარდეს 2, 3 ან 4 წელიწადში ერთხელ ამ ტურნირის თასის გათამაშება. ვიცი აქ ბევრი ფაქტორია - ფინანსები, ტერიტორიული სიშორე, სხვადასხვა ჩემპიონატებისა და ტურნირების მიმდინარეობა და ა. შ.

21:55 | 12.02.2019
გორდა (250)

ადრე რამდენჯერმე დაიწერე დასახელებული გუნდებით ახალი ტურნირის შექმნის შესახებ, მაგრამ ერთი რაც მახსენდება დასახელდა მაღალი დანახარჯების და დაბალი შემოსავალის რისკი რის გამოც ეს საკითხი ბოლომდე არ დამუშავდა (ნიჟარაძის დროს).
თუმცა ვთვლი მსოფლიოს შემდეგ თუ შედგა ერთობლივი ტურნირი მოცემული გუნდების ჩართულობით (4 წლიანი გათვლით) ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება.
ამ გუნდებიდან ფიჯის და იაპონიას თვალი სამხრეთის 4 ერისაკენ უჭირავთ და მგონი ესენი არ მოინდომებენ. სამოა, ტონგა და აშშ კი ზაფხულში და ნოემბერში ტესტებზე მგონი ჩვენთან ისედაც არ ამბობენ თამაშზე უარს.
ისე პირადად მე არ ვეთანხმები "ნატურალიზაციას" ეროვნულ ნაკრებებში სპორტის არც ერთ სახეობაში. იაპონიის სარაგბო ნაკრების ლიდერთა უმეტესობა არ არის იაპონელი ...

20:17 | 12.02.2019
არჩილ სოხუმელი (484)

აშშ-ს პროგრესიც აშკარაა. მგონია სამხრეთის ოთხი ერისა და ევროპის ექვსი ერის შემდეგ უძლიერესი ჯგუფი იქნება შემდეგი ნაკრებების შემადგენლობით - იაპონია, საქართველო, აშშ, ფიჯი, ტონგა, სამოა. თუ სურვილი ექნებათ საუკეთესო (6 ერში ჩვენი არ მიღების შემთხვევაში) ვარიანტია.

20:13 | 12.02.2019
არჩილ სოხუმელი (484)

მგონია, რომ იაპონიას თავისუფლად ითამაშოს ევროპის ექვს ერზე ან სამხრეთი ოთხ ერზე. იაპონიის ნაკრები, რომ დაუშვან სამხრეთის ოთხ ერზე იაპონელების პროგრესი ძაან დიდი იქნება და თუ გავითვალისწინებთ იაპონიის ეკონომიკურ შესაძლებლობებს და იაპონელების მედგარ ხასიათს და თუ იაპონიის ნაკრებს ეყოლებათ ბევრი (ფინანსურად დააინტერესებენ) ფიჯელი, ტონგოელი, სამოელი და სხვა და სხვა ქვეყნებიდან ნატურალიზებული მორაგბეები, მაშინ მალე იაპონელები ახალი ზელანდიელების, სამხრეთ აფრიკისა და ავსტრალიის ღირსეული მეტოქეები გახდებიან.

14:34 | 12.02.2019
გორდა (250)

ისე ცუდია ჩვენთვის რუსეთმა, რომ წააგო ესპანეთში ქულების დაგროვების თვალსაზრისით. რუსებთან ბოლო თამაში გასვლაზე გვაქვს და მანდ ავიღებთ რეიტინგისათვის ცოტა ქულას, დანარჩენებს სულ 60 - 70 ქულითაც, რომ მოვუგოთ თითქმის არაფერს გვაძლევს სარეიტინგო ქულებში.
მსოფლიოსთვის მოსამზადებელი შეხვედრების შემდგომაც წესით მე-12 ადგილზე უნდა ვიყოთ, თუ ჩვენებმა შეძლეს და შოტლანდია დაამარცხეს მაშინ მსოფლიოზე სარეიტინგო კუთხით შეიძლება მე-11 გუნდად ჩავიდეთ, რაც განწყობისათვის (განსაკუთრებით ფიჯისთან) არ იქნებოდა ურიგო.

0.088157