საერთაშორისო

21:27 | 10.02.2019 | ნანახია 2080 - ჯერ

“ვარდებმა” “მამლები” გაანადგურეს

ინგლისის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ექვსი ერის 2019 წლის გათამაშებაში საფრანგეთს რეკორდული მარცხი აგემა.
ლონდონურ “თვიქენჰემზე” გამართულ ჯახში ედი ჯოუნსის შეგირდებმა “მამლებს” შანსი არ დაუტოვეს და 44:8 გაანადგურეს.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ჯონი მეი გახდა, რომელმაც 3 ლელო მიითვალა, თავი ასევე გამოიჩინეს სლეიდმა და ფარელმა, რომელმაც 3 გარდასახვა და 2 ჯარიმაც შეაგდო. კიდევ 1 ლელო საჯარიმო იყო, როდესაც ფიკუმ უბურთო ეშტონი შებოჭა და სინბინსაც გამორჩა.
მე-2 ტურის კიდევ 2 მატჩიც ლოგიკურად დასრულდა. შოტლანდიელები მშობლიურ “მარიფილდზე” ირლანდიას მედგრად კი დაუხვდნენ, თუმცა, 13:22 წააგეს, იტალია კი რომის ოლიმპიურ სტადიოზე უელსთან 15:26 დამარცხდა.
6 ერის მე-3 რაუნდის მატჩები 2 კვირის თავზე შედგება. 23 თებერვალს ფრანგები შოტლანდიას დაუხვდებიან და მიმდინარე შეჯიბრში პირველი თამაშის მოგებას ეცდებიან, ხოლო ცენტრალური მატჩი დაუმარცხებელ გუნდებს – უელსსა და ინგლისს შორის შედგება. 24 თებერვალს იტალია ირლანდიას უმასპინძლებს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
07:36 | 12.02.2019
გორდა (250)

რა ჯირთ ფრანგებს??
ფინანსები ამათ არ აკლიათ!
ფრანგული ლიგები ერთ ერთი საუკეთესოა ევროპაში და მსოფლიოში!
მოთამაშეების დიდი არმია ჰყავთ!
მწვრთნელებიც საკმაოდ გამოცდილები და მაღალი დონისები მოიძებნება!
ინფრასტრუქტურა და ყველა თამასისათვის დამხმარე საშუალებები მაღალ დონეზეა ამ ქვეყანაში!
რაგბის ტრადიციები და ქომაგობა გადასარევი!
ამ ყველაფრისდა მიუხედავად ბოლო ძლებში მაგრად მოუკლეს!!!
თვითონ მოთამაშეები რაღაცნაირად თითქოს ბოლომდე არ იხარჯებიან თუ რაშია საქმე???!!!
იქნებ ექსპერტების შეფასებები მოიძიოთ ამ მიმართულებით და გამოაქვეყნოთ. ჩვენი მოთამაშეების უდიდესი ნაწილი ხომ ამ ქვეყანაში თამაშობს და ეს საკითხი ჩვენთვისაც საინტერესო უნდა იყოს.

0.08125