სიახლეები

18:42 | 10.02.2019 | ნანახია 2191 - ჯერ

ესპანეთმა რუსეთი დაამარცხა
ბელგია-გერმანია ქართველებმა განსაჯეს

ესპანეთის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელსაც მომავალ უქმეებზე თბილისში სტუმრობა ელის, რაგბი ევროპის ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში რუსეთს 16:14 სძლია.
მადრიდში გამართული მატჩი დრამატული გამოდგა. “დათვებმა” “ლომებს” დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და მეტოქე მხოლოდ მე-2 ტაიმში “გატეხეს”, როდესაც რუსები უქულოდ დატოვეს.
მასპინძლები ბენატია აუზკის ლელოთი და რაბაგოს გარდასახვით დაწინაურდნენ, რასაც რუსების ერთ-ერთი ლიდერის ვლადიმირ ოსტროუშკოს წყვილი ლელო და კუშნარიოვის გარდასახვები მოჰყვა – 7:14.
შესვენების შემდეგ ესპანელებმა ზეწოლა გააძლიერეს, რასაც “დათვები” წესების დარღვევით პასუხობდნენ. შედეგად, რაბაგომ 3 ჯარიმა შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
როგორც აღვნიშნეთ, 17 თებერვალს, ესპანეთი “ბორჯღალოსნებს” ავჭალის სტადიონზე გაეჯიბრება, 16-ში კი, რუსეთი ბელგიას უმასპინძლებს (ამავე დღეს რუმინეთი გერმანიას დაუხვდება).
ცნობისთვის, ბელგიელებმა ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღეს და ბრიუსელში გერმანიას 29:22 სძლიეს, ჩვენთვის კი თამაში იმით იყო გამორჩეული, რომ იგი ქართველმა რეფერი შოთა თევზაძემ განსაჯა. მას სულხან ჩიხლაძე და შოთა ცაგარეიშვილი ეხმარებოდნენ.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
07:46 | 12.02.2019
გორდა (250)

ჩემის აზრით, რამდენიმე წელიწადში ამ დონეზე ლიდერი იქნება სწორედ ესპანეთი, ჩვენთვის მოუწევთ სხვა ტურნირის შეთავაზება, აქ არაფერი აღარ გვესაქმება.

02:00 | 11.02.2019
პანტელეიმონი (1218)

+1

0.107402