ბორჯღალოსნები

18:10 | 9.02.2019 | ნანახია 4417 - ჯერ

“ბორჯღალოსნებმა” რუმინეთში მოგებით დაიწყეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2019 წლის გათამაშების საწყისი მატჩი კლუჟში ჩაატარა და უმთავრეს მეტოქედ მიჩნეულ რუმინეთს 18:9 სძლია. “ბორჯღალოსნებმა” მასპინძლები 2-ჯერ დაალელოვეს, თავად კი მხოლოდ 3 ჯარიმა მიიღეს.
ის, რომ ტურნირის უმთავრესი ფავორიტები ერთმანეთს სასტარტო ტურშივე გადაეყარნენ, სიახლე იყო, რასაც ობიექტური მიზეზი ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ “მუხის ფოთლები” ნატურალიზებულ მოთამაშეებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მსოფლიო თასიდან მოხსნეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატში დასარჩენად პლეი ოფის თამაშიც კი მოუწიათ.
მართალია, რუმინელებმა აღნიშნულ ამოცანას თავი წარმატებით გაართვეს, წლევანდელ შეჯიბრზე მე-6 გუნდად “ჩაჯდნენ” და პირველივე შეხვედრაში “ბორჯღალოსნებს” დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა ქართულ-რუმინული ურთიერთობების 300 წლისთავს მიეძღვნა და ტრადიციული ანთიმოზ ივერიელის თასიც გათამაშდა, სპორტული თვალსაზრისით კი განსაკუთრებით საინტერესო იმად იყო, რომ მეტოქეებმა მინდორზე ერთობ გადახალისებული რაზმები გაიყვანეს.
დასამალი არაა, რომ “ბორჯღალოსნების” თავკაც მილტონ ჰეიგისთვის უმთავრესი მიზანი ბიჭების მსოფლიო თასისთვის მომზადებაა და ყველა ნაბიჯი ამ ჭრილში განიხილება. გუნდის შესათამაშებლადა და ახალი სახეების წარმოსაჩენად კი, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩები სწორედაც რომ კარგი შანსია.
შედეგად, გასაკვირი არ ყოფილა, რომ ჰეიგმა უკვე სასტარტო შეხვედრისთვის ერთბაშად სამ დებიუტანტს უხმო. ფრანგული “ორიაკის” წევრებმა ბექა საღინაძემა და ვანო კარკაძემ, ასევე რუმინული “ბუქარესტის” მეორეხაზელმა დავით გიგაურმა ეროვნულ გუნდში პირველად ითამაშეს.
ამას გარდა, კიდევ ექვს მორაგბეს (ზურაბ ძნელაძე, თედო აბჟანდაძე, გურამ გოგიჩაშვილი, ბექა გიგაშვილი, მირიან მოდებაძე, თორნიკე მატარაძე) ნაკრებში 6 ან ნაკლები მატჩი ჰქონდა ჩატარებული.
ცხადია, ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გამოცდილი მორაგბეებიც. პირველ ხაზში ასეთი რუსული “ენისეის” კვაჭი შალვა მამუკაშვილი (62-ე კეპი მოიხვეჭა) იყო, მეორეში – კაპიტანი გიორგი ნემსაძე (“ოსპრეიზი”, უელსი, 86), უკანა ხაზში კი დიდი 10-ს ლიდერ “ბათუმის” წევრები ლაშა ხმალაძე (70) და სანდრო თოდუა (76).
თაობათა ცვლის პროცესი დაიწყო რუმინეთის ნაკრებშიც, რომელიც აქცენტს ყოველთვის გამოცდილ მორაგბეებზე აკეთებდა, თუმცა, ბოლოდროინდელმა პროცესებმა კარპატელების ტაქტიკაც შეარყია.
ნატურალიზებულ მოთამაშეებთან დაკავშირებული კონფუზის შემდეგ, “სტეჟარის” ხელმძღვანელობამ უცხოტომელებზე (კუნძულელებზე) ძირითადად უარი თქვა და რაზმში მხოლოდ 2 არარუმინელი დატოვა: “კოლომიეს” ქართველი კვაჭი ოთარ ტურაშვილი და “პერპინიანის” სამხრეთაფრიკელი მეორეხაზელი იოჰან ვან ჰეერდენი.
საერთო ჯამში, რუმინელთა ახალი თავკაცის – მარიუს ტინკუს მიერ შერჩეულ შემადგენლობაში ერთბაშად 7 მორაგბე მოხვდა, რომელთა ასაკიც 24 წელს არ აღემატებოდა. იყო გამოცდილების ნაზავიც. მაგალითად, “სტეჟარის” მე-9 ნომერმა ვალენტინ კალაფეტეანუმ ეროვნული გუნდის მაისური მეასედ მოირგო და ფლორინ ვლაიკუსა და კატალინ ფერკუს შემდეგ, გუნდის მესამე ცენტურიონი გახდა. ორივე ხსენებული შუამარბი მინდორზე ასევე პირველივე წუთებიდან ვიხილეთ.
რუმინელთა რაზმში საფრანგეთში მოთამაშე 7 ლეგიონერი იყო, უკლებლივ ყველა – ფორვარდი და ყველა მათგანი სასტარტო თხუთმეტეულში მოხვდა. “მუხის ფოთლების” კაპიტნის სამკლავური ფრანგული “კოლომიეს” 32 წლის მეორეხაზელმა მიჰაი მაკოვეიმ მოირგო, რომელმაც ეროვნული გუნდის მაისურით 88-ე მატჩი ჩაატარა.
ერთი საინტერესო დეტალიც. ეროვნული გუნდში გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ფრანგული “კარკასონის” ბურჯმა ანდრეი ურსაკემ. ამ უკანასკნელმა სარაგბო კარიერა 17 (!) წლის ასაკში დაიწყო, თუმცა, საოცარი პროგრესი ჰქონდა, 2012 წელს “სტეჟარის” დონემდე მივიდა და 2015 წლის მსოფლიო თასზეც ითამაშა. 34 წლის ურსაკე სანაკრებო მაისურს 35 კეპის მოხვეჭის შემდეგ გამოეთხოვა.
შეიძლება ითქვას, რომ კლუჟში გამართულ შეხვედრას ლოგიკური შედეგი ჰქონდა. ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებს გაცილებით უკეთესი ახალგაზრდა თაობა მოსდის და მეტოქეთა ასაკობრივი ნაკრებების შედეგების გათვალისწინებით, ეს გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა.
კარპატელებს ლელოს დადების რეალური შანსი არ ჰქონიათ და ფაქტიურად ერთი კომპონენტიც არ ყოფილა, რაშიც ჩვენებურებს აჯობეს, “ბორჯღალოსნებს” კი ბევრი წუნის მიუხედავად, ნათლად ეტყობოდათ, თამაშის გაუმჯობესების პოტენციალი ჰქონდათ.
საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში უფრო სუსტად გამოიყურებოდა და მართალია, შესვენებამდე ბოლო 10 წუთი შეტევაში გაატარა და საწყის 40 წუთში მხოლოდ ერთ ჯარიმას გამორჩა. 3 ქულა თედო აბჟანდაძემ მიითვალა და მასვე 1 დარტყმა გაცუდდა, ფლორინ ვლაიკუმ კი 2-ჯერ იმარჯვა და “სტეჟარი” 6:3 დაწინაურდა.
სასიხარულოა, რომ შესვენების შემდეგ მინდორზე სხვა “ბორჯღალოსნები” ვიხილეთ. მილთონ ჰეიგის გუნდი გაცილებით მობილიზებული გამოვიდა და უპირატესობის შედეგში ასახვაც დაიწყო, რასაც ჩვენებურთა 2 ლელო მოჰყვა.
თავდაპირველად, გიორგი აფციაურის ფლანგური გარღვევის შემდეგ ვიხეირეთ. ლელო გარდაუვალი სჩანდა, როდესაც ბოლო პასი აწ უკვე ცენტურიონმა კალაფეტეანუმ ჩაჭრა: შედეგად, შეხვედრის ირლანდიელმა არბიტრმა შონ გალაჰერმა მას ყვითელი ბარათი ხომ უჩვენა და ჩვენებს საჯარიმო ლელოც ჩაუთვალა – 6:10.
თამაში “ბორჯღალოსანთა” უპირატესობით დაიწყო და მატჩის საუკეთესო ეპიზოდიც ვიხილეთ. მოედნის შუაწელიდან დაწყებული იერიში მარჯვენა ფლანგისკენ გაგრძელდა, გიორგი ცუცქირიძემ ბექა გორგოძეს მშვენიერი პასი გაუგრძელა, ფრანგული “ბორდოს” მესამეხაზელმა კი მინი-შედევრი შემოგვთავაზა: გზიდან 2 რუმინელი ჩამოიცილა და ბოლო წამს ბურთის ლელოში გადადება მოახერხა.
მატჩის დასრულებამდე ათიოდ წუთი რჩებოდა და რუმინელებს თამაშის გადარჩენის უმცირესი შანსიღა რჩებოდათ. ტინკუს ბიჭებს ვლაიკუს მორიგი ჯარიმის შემდეგ, თითქოს მცირე იმედი გაუჩნდათ, თუმცა, საპასუხოდ აბჟანდაძემ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მე-2 მატჩს 17 თებერვალს ჩაატარებს. ესპანეთთან შერკინება მომავალ შაბათს ავჭალის სტადიონზეა დაგეგმილი და 18:00 საათზე დაიწყება. ცნობისთვის, “ლომებს” ტურნირის სასტარტო შეხვედრა ხვალ, მადრიდში, რუსეთთან ელით.


კომენტარები (22)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
07:29 | 12.02.2019
გორდა (250)

ყველაზე მეტად რისი განცდაც მქონდა მთელი თამაშის განმავლობაში არის ის, რომ ჩვენს ნაკრებს შეეძლოთ ყოველ წუთს მოემატებინათ "აფეთქებულიყვნენ" და ეს რამდენჯერმა კიდევაც გააკეთეს სწრაფი კომბინაციებით და გარღვევებით.
სამწუხარო ის არის, რომ ბევრი შეცდომები დავუშვით და რუმნინეთ "თითქოს" თამაშში ყოფნის საშუალებას ვაძლევდით. თუმცა ინდივიდუალურად მოთამაშეებშ და მთლიანად სათამაშო კლასში ამ თამაშის ყურების შემდეგ დამრჩა შთაბაჭდილება, რომ კიდევ უფრო მეტად წინ წავედით რუმინელებთან შედარებით და რა ცოდოა ჩვენი ნაკრები მისთვის უკვე შეუსაბამო შეჯიბრში მონაწილეობასათვის.
მადლობა და წარმატებები ბორჯღალოსნებს!
ვულოცავ ახალბედებს "საბრძოლო ნათლობას"!
რაც შეხება საუკეთესო მოთამაშეს ესეთი ჩემთვის ამ თამაშში იყო გორგაძე/ცუცქურიძე ! ვერ გავყოფ ორივემ მაგრად ითამაშა.

ძალიან საინტერესოა ჰეიგის მიდგომა, ვგულისხმობ ახლების აღმოჩენის კუთხით. მიხარია, რომ ბევრს აძლევს თავის გამოჩენის შესაძლებლობას და ენდობა ახალგაზრდებს.

12:10 | 11.02.2019
grinchi (18)

თამაშის შემდგომი ინტერვიუ ან კომენტარები არ ყოფილა? რატო არ დებთ!!!

16:57 | 10.02.2019
alfadhirhaiti (110)

NIKA..01
რაღა არ გჯერა ბიჯო შეთქმულების თეორიების, ნაგლად ყველაფერს აკეთებენ რო საქართველოს ნაკრები მეტოქეებზე ერთი თავით მაღლა მდგომი არ გამოჩნდეს. წუხელ ამისი მორიგი დასტური ვიხილეთ ამ მატჩში. პარალელურ რეჟიმში კი იტალიას უწყობენ ხელს მაქსიმალურად. დამატებული ამას ინდობენ იტალიას მეტოქეები. რაგბის კავშირი ლეთარგიულ ძილსაა მიცემული და არბიტრაჟის განსჯილი მატჩი სანამ ცხვირს მოგვამტვრევს იქამდე არ ამოიღებენ ხმას. უფროსწორად არც მაშინ გააკეთებენ რამეს, გააგრძელებენ ფეხი ფეხზე გადადებული სხდომას.

21:26 | 10.02.2019
NIKA..01 (335)

ჯერ შემდეგ თამაშებს დავაკვირდეთ ჩვენს დაჩაგვრაზე მეტად თვალში იტალიელთა "დანდობა" მხვდება...ჩვენ ამ ტურნირზე,რომ დაგვჩაგრონ ძაან რთული ამბავია აი მსოფლიოზე კი ვნახოთ როგორი მსაჯობა იქნება და შემდეგ ნათელი სურათი გვექნება

23:44 | 10.02.2019
alfadhirhaiti (110)

ანუ დაჩაგვრა მხოლოდ მაშინ იქნება თუ წაგვაგებინებენ მატჩებს? ცუდი პოზიციაა..

მსოფლიოზე წარმოდგენა არ მინდა რაებს იზამენ.

01:00 | 11.02.2019
NIKA..01 (335)

რაგბი ევროპაზე ჩვენ თავად თუ წავაგებთ თორე ისე ვერავინ უშველით მეტოქეებს თუმცა ეს არ ნიშნავს,რომ არაფრად ვაგდებ ჩვენ წინააღმდეგ მსაჯობას,რაც მე მაგ მსაჯს თამაშისას ვაგინე სახლში დაბრუნებულს ოჯახში მატება დახვდებოდა...

00:58 | 11.02.2019
NIKA..01 (335)

ტესტების დროს არ ყოფილა განსაკუთრებულად მიკერძოებული მსაჯობა..წინა მსოფლიოზე ნამიბიასთან ძალიან ცუდად იმსაჯეს დანარჩენი ნორმ...იმედია 2019-ის მსოფლიოზე ყველა თამაშს ობიექტურად იმსაჯებენ.

15:13 | 10.02.2019
ოვალური კორბენი (276)

მოგ***ანთ ტურნირი !!! წლევანდელი რაგბი ევროპა ერთ ტაიმში მოვიგეთ
აბა ჰე, აქედანვე ბეჯითი მზადება გვმართებს მსოფლიო თასისთვის. იქამდე კი თბილისში ისტორიული ტესტი გვექნება სქოთებთან და მანდ თუ სახეირო გამოვადნეთ რამე, მერე ფიჯელებთანაც წელში გამართულები გავალთ საომრად.

14:46 | 10.02.2019
alfadhirhaiti (110)

NIKA..01
რაღა არ გჯერა ბიჯო შეთქმულების თეორიების, ნაგლად ყველაფერს აკეთებენ რო საქართველოს ნაკრები მეტოქეებზე ერთი თავით მაღლა მდგომი არ გამოჩნდეს. წუხელ ამისი მორიგი დასტური ვიხილეთ ამ მატჩში. პარალელურ რეჟიმში კი იტალიას უწყობენ ხელს მაქსიმალურად. დამატებული ამას ინდობენ იტალიას მეტოქეები. რაგბის კავშირი ლეთარგიულ ძილსაა მიცემული და არბიტრაჟის განსჯილი მატჩი სანამ ცხვირს მოგვამტვრევს იქამდე არ ამოიღებენ ხმას. უფროსწორად არც მაშინ გააკეთებენ რამეს, გააგრძელებენ ფეხი ფეხზე გადადებული სხდომას.

14:26 | 10.02.2019
პანტელეიმონი (1218)

გაიხარეთ ბორჯღალოსნებო ! ! !

იმედის თვალით ვუცქერთ მომავალს ! ! !

14:10 | 10.02.2019
ICEMAN (162)

კაროჩე უნდა მივაწვეთ რომ ევროპის ჩემპიონატი ჩატარდეს 2 წელიწადში ერთხელ, სამარცხვინოა რომ ალბათ რაგბი ერთადერთი სპორტია სადაც ევროპის ჩემპიონატი არ ტარდება

13:57 | 10.02.2019
davit-tg (12)

ვულოცავ ბიჭებს და აპორტულ საზოგადოებას გამარჯვებას,ვფიქრობ ჯამში კარგი თამაში იყო,ახალგაზრდები როცა დაღვინდებიან ალბათ თამაშის ხარისხს მაღლა აწევენ (ბურთაობას და სწრაფ პასებს ვგულისხმობ)და რაშიც ძლიერები ვართ არ მოუკლებენ.
მეც ვეთანხმები იმ აზრს რომ რუმინეთი თითქოს დავტოვეთ სამუდამოდ უკან მაგრამ,ჩვენ როგორც ყოველთვის ნაჩქარები დასკვნები გამოგვაქვს.
ამ მოსაზრებას განმტკიცება ჭირდება,და ვფიქრობ ჯგუფში გამოჩნდებიან უხერხული მეტოქეები.
6 ერსთვის ნზად არა ვართ ეა ფატია. იქ ყველა მარცხს აქ ყველა გამარჯვება მირჩევნია. მსაჯებს თავი დავანებოთ და ფედერაციას მივხედოთ,ვფიქრობ მანდ თვით კმაყოფილებას არიან მიცემული.
ეროვნული ჩემპიონატის პრესტიჟი უნდა აიწიოს! წარმატება ქართულ სპორტს

08:48 | 10.02.2019
გუგა80 (177)

საქართველოს ნაკრების ერთიერთი ყველაზე პერსპექტიული მორაგბე უგონოდ დავარდა მატჩის ბოლოს და სტატიაში სიტყვაც არ არის მოხსენიებული. ზურაბ, დარწმუნებული ვარ ინტერესიც გაქვს და ტელეფონიც შესაბამისი ადრესატის და რატომ გვამადლი ინფორმაციას???

02:35 | 10.02.2019
NIKA..01 (335)

ერთი რასაც ვერანაირად დავეთანხმები და ძალიან არასწორ აზრად მიმაჩნია,რომ პირველი თამაში ვერ/არ იქნება უმაღლესი ხარისხის(შესაძლებლობის გათვალისწინებით)..არ მესმის ეს რა დამოკიდებულებაა?1,2,3,4 და ა.შ უსასრულობამდე ყველა თამაშისთვის უნდა ვიყოთ მზად და ვაჩვენოთ მაქსიმუმი.ცუდი თამაშის გამართლება,რომ აი 1 მატჩიაო არაა სწორი.ჩვენთვის თუ პიველია მოწინააღმდეგისთვისაც იგივეა..სამუშაოა მაგ კუთხით,რომ განურჩევლად რიგითობისა ყველა მატჩში ვაჩვენოთ შესაძლებლობების შესაბამისი მაქსიმალური ხარისხის თამაში.. გილოცავთ გამარჯვებას ყველა ქომაგს და ნაკრებს,წარმატებები !

02:30 | 10.02.2019
NIKA..01 (335)

საერთოდ არ მჯერა შეთქმულების თეორიების,მაგრამ რა უბედურება იყო დღევანდელი მსაჯობა?არ ვიტყვი,რომ ყველაზე უარესი მსაჯობა იყო რაც კი უმსაჯიათ საქართველოს ნაკრების თამაშზე,მაგრამ ტოპ 20-ში ნამდვილად მოხვდება.აი იტალიას კი აშკარად ინდობენ მოწინააღმდეგეები,ან უბრალოდ "ეცოდებათ",ან მოუყომარებენ საქმეს და შემდეგ აღარ იღლიან თავს (ნუ შეთქმულების თეორიის მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ,რომ სახეს უნარჩუნებენ 6 ერის მამების დაკვეთით )

00:46 | 10.02.2019
არჩილ სოხუმელი (484)

კაპიტანზე მხოლოდ ის ვიცი რაც ამ საიტზე დაიდო
0?'>https://rugger.info/georgia/news/23959':'>https://rugger.info/georgia/news/23959'))

00:18 | 10.02.2019
alfadhirhaiti (110)

რაც რაგბის კავშირია ისაა ჟურნალისტობაც!

ერთი კრინტი არ დაძრულა მსაჯის მიკერძოებულობაზე, მაინცდამაინც უნდა დაგვღუპოს შედეგმა რო ხმა ამოიღოს ვინმემ საამისოდ?

რაგბის კავშირი ხართ თუ შვანცკი, გაინძერით და დაიცავით საქართველოს ინტერესები, ყელში ამოვიდა უკვე ეს ყველაფერი!

23:27 | 09.02.2019
beeq.777 (63)

გილოცავთ გამარჯვებას და მადლობა მინდა გადავუხადო ბიჭებს, უკლებლივ ყველას და დებიუტანტებს მივულოცო პირველი სანაკრებო კეპის მოხვეჭა. გორგაძეს და ცუცქირიძეს გამოვარჩევდი, ცუცქირიძემ ცოტა შეტევაში თამაშსაც რომ მოუმატოს ტოპ კლასის მორაგბე გახდება. მიუხედავად ბევრი შეცდომებისა არცერთი წუთით არშემპარვია ეჭვი გამარჯვებაში. ჩვენმა გადახალისებულმა და დებიუტანტებით გადახალისებილმა პირველმა ხაზმა სტეჟარის სტაჟიანი პირველი ხაზი გააცამტვერა. აშკარად მეტი ქულა უნდა აგვეღო, რომარა ჩვენივე შეცდომები და წუნი. მსაჯობა ცალკე თემაა და თავსატეხი. თედოს გახსნას ველოდები, მეტი შეუძლია ამბიჭს.

22:25 | 09.02.2019
federer (17) (469)

შეცდომები ბევრი იყო, მაგრამ იმხელაა კლასში სხვაობა რომ კარგად მოთამაშე რუმინეთთანაც საკმაოდ იოლად მოვიგეთ

22:26 | 09.02.2019
federer (17) (469)

კარგად რომ გვეთამაშა +20 ქულით მოგებაც შეგვეძლო

21:36 | 09.02.2019
geogoli (367)

ცუცქირიძე იყო სასწაული, უძლიერესი მბოჭავია და თან დაუღალავი. მესამე ხაზში ძალიან მაგარი ბიჭები გვყავს და დიდი კონკურენციაც არის. ჭეიშვილი ძალიან კარგად შემოვიდა

20:01 | 09.02.2019
თორღვა პანკელი (387)

რაგბში იმხელა პოტენციალი გვაქვს, ახლავე რომ შეგვიშვან 6 ერში, ასე 10 წელიწადში ნებისმიერ გუნდს ვეომებოდით ტოლსწორად! სენსაციებსაც მრავლად გამოვაცხობდით მაგრამ რად გინდა, დღევანდელი მსაჯიც(ირლანდიელი) თავისი უცნაურად მიკერძოებული გადაწყვეტილებებით, თვალნათლივ გამოხატავდა 6 ერის მამების დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ, მაგრამ ბრძოლაში ბედნიერნი ამასაც გადავიტანთ და ადრე თუ გვიან მაინც შევალთ იქ, რაგბი ჩვენი თამაშია!

14:06 | 10.02.2019
ICEMAN (162)

კომერციული ტურნირია და მაგ მხრივ მართლები არიან რეალურად თუნდაც იმის ნახევარი ფასი რომ დავადოთ ბილეთს რაც იტალიის თამაშებზე სტადიონზე 5000 კაციც კი არ მივა. თუმცა ამის გამო ირღვევა სპორტული პრინციპი მსოფლიო აგბის მიერ და შესაბამისად მე გამოსავლად ვხედავ რომ შექმნან დამატებითი ტურნირი ანუ მსოფლიოს საკვალიფიკაციო და მისი შედეგებით მოხვდნენ გუნდები მსოფლიოზე

14:08 | 10.02.2019
ICEMAN (162)

ან ჩაატარონ ევროპის ჩემპიონატი და თუ ტოპ 6 გუნდი უარს განაცხადებს მონაწილეობაზე მიეცეთ დისკვალიფიკაცია

22:24 | 09.02.2019
federer (17) (469)

100%-ით მართალს ამბობს. მსაჯებმა მაქსიმალურად ეცადნენ რომ რუმინეთს მოეგო, მაგრამ რუმინეთთან შედარებით აშკარად წინ ვართ და არ გაჭრა, თუმცა ოდნავ ძლიერ მეტოქესთან უკვე ეს შემთხვევითი შეცდომები თამაშს წაგაგებინებს.

13:45 | 10.02.2019
თორღვა პანკელი (387)

კიი საშინელი შეცდომები დავუშვით, მაგრამ ისე გაჭირდება და წარმოუდგენელიცაა შეცდომების გარეშე ახალგაზრდების შეთამაშება გუნდთან, დამეთანხმები ორმაგად სასიხარულოა, ასეთი თავზეხელაღებული ექსპერიმენტებით შემადგენლობაში რუმინეთის დამარცხება(მსაჯთან ერთად)ბუქარესტში, მიუხედავად იმისა რომ ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით, დარწმუნებული ვარ მელიტონა ასეთ ძლიერ შერკინების მწვრთნელთან ერთად, რომელსაც მაღალ დონეზე უთამაშია და ისეთ ნაკრებში უმუშავია როგორიც ინგლისია, შეძლებს და კაი შედეგს დადებს მსოფლიოზე, თან სწორედ ავსტრალიასთან და უელსთან ქონდა მაშინ ჯახი ჯიგარს)).

19:09 | 09.02.2019
Datodachi (18)

მართლა ყველანაირი აზრი დაკარგა ამ ტურნირმა ეროვნული ნაკრებისთვის ჩემი აზრით, როცა ასეთი ცუდი თამაშით ასე უგებ ,,მთავარ" მეტოქეს რაღა მოტივაცია უნდა გქონდეს? B ნაკრებისთვის კი ზედგამოჭრილი იქნებოდა

19:40 | 09.02.2019
federer (17) (469)

ჩბენ 6 ერში გვათამაშა და ბ ნაკრებიბამ ტურნირზე, შეიძლება 10 წელში ევროპულ გრანდად გავიჩითოთ.

18:59 | 09.02.2019
geogoli (367)

შარიქაძე რატომ არ იყო ვინმემ იცით?

00:47 | 10.02.2019
არჩილ სოხუმელი (484)

კაპიტანზე მხოლოდ ეს ვიცი stripslashes((strlen('https://rugger.info/georgia/news/23959')>0?' https://rugger.info/georgia/news/23959':' https://rugger.info/georgia/news/23959'))

19:07 | 09.02.2019
dinamo222 (692)

ვარჯიშზე დაშავდაო

19:25 | 09.02.2019
geogoli (367)

ნაღდად? კომენტატორებმა არ თქვეს და სრკ-ს განცხადებაშიც ვერ ვნახე

19:42 | 09.02.2019
federer (17) (469)

სხვა რა უნდა იყოს
ესწრებოდა ვარჯიშებს და 2-3 დღით ადრე ინტერვიუებსაც იძლეოდა მომავალ თამაშზე და რა ვიციი, მგონი არაფერი არაა ტრავმის გარდა.

18:56 | 09.02.2019
dinamo222 (692)

ისე მათიაშვილი კომენტატორის როლშიც მაგარია შეუძლია სხვა თამაშები მაგალითად 6 ერის თამაშები წაიყვანოს ნიაზასთან ერთად მაგარი დუეტი იქნება DD

18:54 | 09.02.2019
dinamo222 (692)

ერთ რაღაცაში კი გვაჯობეს დაკიდებულ ბურთებში და აქ ამ კომპონენტში ლამის ყველა გვჯობნის ! ამაში უნდა ვიმუშაოთ აუცილებლად !

20:07 | 09.02.2019
თორღვა პანკელი (387)

ბექა გორგაძე ყველაფერთან ერთად მაგაშიც მხეცია, დაკიდებულ ბურთებზე მე ვიტყოდი საუკეთესოც კია ნაკრებში! მაგრამ გეთანხმები მაგ კომპონენტში დღეს თავი დიდად ვერ გამოვიჩინეთ.

18:52 | 09.02.2019
sabonis (74)

არ ვიცი რა მაგარი თავსატეხი აქ მელიტონას, არც ვასკა მემეტება სკამისთვის და არც გელა, კი მარა ორი 9 ნომერი არ შეიძლება ერთად?დდდ

0.113354