ბორჯღალოსნები

21:37 | 8.02.2019 | ნანახია 2916 - ჯერ

საქართველო-რუმინეთი: მატჩისწინა პრესკონფერენცია
მილთონ ჰეიგი, გიორგი ნემსაძე, მარიუს ტინკუ და მიჰაი მაკოვეი

დღეს დილით ბორჯღალოსნები 2019 წლის პირველი მატჩისთვის კლუჟში გაემგზავრნენ და თან რუმინეთთან საზიარო „ანთიმოზ ივერიელის თასი“ წაიმძღვარეს.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი შეხვედრა 9 თებერვალს, საქართველოს დროით 16 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირი ტელე-რეპორტაჟი პირველ არხზე, ასევე რაგბი ტვ-ზე იქნება.

ბორჯღალოსნები პირველად ითამაშებენ „კლუჟ არენაზე“, რომელიც 2011 წელს გაიხსნა და 31 479 მაყურებელს იტევს.

დღესვე საქართველოს ნაკრებმა კაპიტნის ვარჯიში გამართა, რის შემდეგაც ტრადიციული, წინასამატჩო პრესკონფერენცია გაიმართა.

მილთონ ჰეიგი: „რუმინეთში დაბრუნებით გახარებულები ვართ, მით უმეტეს, რომ ახალ ქალაქში გვიწევს თამაში. უცნაურია, რომ რუმინეთთან, რომელსაც ტრადიციულად რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში ვეთამაშებოდით, ამჯერად პირველსავე ტურში შევხვდებით. რუმინეთთან თამაში ყოველთვის რთულია და გამონაკლისი არც ეს შემთხვევა იქნება. ეს თამაში 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოთამაშეთა შერჩევას ემსახურება და ახალგაზრდებს დავაკვირდებით.

კარგად ვიცით, რომ, რუმინეთს მსოფლიო თასზე უნდა ეთამაშა, მაგრამ. ვფიქრობ, ეს იქნება ერთგვარი მოტივაცია და რუმინეთი შეეცდება მთელს მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ მათი ადგილი იაპონიაში იყო“.

გიორგი ნემსაძე: „როგორც წესი, ჩვენ და რუმინეთი განსაკუთრებულად ვემზადებით ერთმანეთთან შესახვედრად. პირველად ხდება, რომ ერთმანეთს პირველივე ტურში ვეთამაშებით და სიტუაცია ამ მხრივ განსხვავებულია. მოუთმენლად ველოდებით ხვალინდელ დღეს“.

რუმინელთა მოლოდინები

ბორჯღალოსნებთან მატჩში რუმინეთის მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი ექნება მარიუს ტინკუს, რომელსაც ქართველების წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშია:

„მნიშვნელოვანი თამაში გველის. შარშანდელის შემდეგ არ გვითამაშია და ძლიერ მეტოქესთან, სასარგებლო შეხვედრა გვექნება. რამდენიმე მორაგბეს „სტეჟარში“ დებიუტი ექნება, გამოცდილებს კი მათ გარშემო გადაწყობის შანსი ეძლევათ. ვიმედოვნებ, რომ თითოეული მათგანი გამარჯვებისთვის იბრძოლებს. მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი მექნება და ვღელავ. პირველი არჩევანი ყოველთვის დასამახსოვრებელია“.

მიჰაი მაკოვეი: „საქართველოსთან თამაში ყოველთვის გამორჩეული მომენტია, ერთგვარი დერბი, რომელიც იოლი არასდროს გამოდის. თუ არ ჩავთვლით ტრავმირებულ მორაგბეებს, მათ საუკეთესო შემადგენლობა შეკრიბეს და მძიმე თამაში გველის. ხვალ რუმინულ რაგბში ახალი ერა იწყება და მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ“.

www.rugby.ge


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:32 | 09.02.2019
sokhumsky (36)

ლელო, ლელო,
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო!

01:08 | 09.02.2019
პანტელეიმონი (1218)

რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !

0.084745