ბორჯღალოსნები

17:45 | 5.02.2019 | ნანახია 2270 - ჯერ

რუმინელი მორაგბეები: “მეტოქე ძლიერია, მაგრამ შანსი არსებობს”

რუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მზადებას განაგრძობს რაგბი ევროპის ჩემპიონატის სასტარტო მატჩისთვის. შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს “სტეჟარის” მეტოქე საქართველოს ეროვნული გუნდი იქნება და გასაგებ მიზეზთა გამო, ეს ჯახი დიდ ინტერესს იწვევს.
გარკვეული პაუზის შემდეგ ნაკრებს უბრუნდება გამოცდილი ბურჯი მიჰაი ლაზარი, რომელმაც ეროვნული გუნდის მაისური ბოლოს შარშან სწორედ “ბორჯღალოსნებთან” შეხვედრაში მოირგო. ფრანგული “გრენობლის” 32 წლის პირველხაზელმა მომავალი თამაშის შესახებ რუმინეთის რაგბის კავშირის პრესსამსახურთან ისაუბრა.
“მნიშვნელოვანი მატჩის მოლოდინში ვართ, რომლიც ფავორიტადაც საქართველო უნდა მივიჩნიოთ. ამის თქმის საფუძველს გასული წლების შედეგები მაძლევს. მიუხედავად ამისა, დიდ მზადებაში ვართ და უიმედობასაც არ ვუჩივით. შანსი ნამდვილად არსებობს და მის გამოსაყენებლად მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ვფიქრობ, ბევრი რამ ჩვენზე, გამოცდილ მორაგბეებზეა დამოკიდებული. ახალბედებს სათანადო რჩევები უნდა მივცეთ, რათა მათ წარმატების ირწმუნონ”.
ეროვნული ნაკრების რიგებში დებიუტი ექნება ადგილობრივი “ბუქარესტის” შუამარბ კოსმინ ილიუცას. ამდენად, გასაკვირი არაა, რომ 20 წლის მორაგბე მოახლოებულ შერკინებას განსაკუთრებულად ელის.
“ეს ის მატჩია, რომელზეც ბოლო დღეებში ყველა საუბრობს. მეტოქე ძლიერია და მას კარგად ვიცნობთ. ჩემს უფროს კოლეგებს უკვე გამოვკითხე, რა სტილის თამაშს უნდა ველოდე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრას მენტალურად მზად შევხვდე, ამდენად, ყველა წვრილმანი მაინტერესებს. ქართველებთან ახალგაზრდულ დონეზე მითამაშია, მაგრამ ახლა სულ სხვა დონის შეხვედრას ველი. მოგება ძალიან გვინდა. ახალი სეზონის პირველი თამაშია და კარგი სტარტი მნიშვნელოვანი იქნება”.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:21 | 07.02.2019
გორდა (250)

ეს სტატია კარგად აჩვენებს, რომ რუმინელები სათანადოდ აფასებენ ძალთა თანაფარდობას და ჩვენთან შეხვედრას. ყოველივე კი ახლანდელი და უფროსი თაობის ბორჯღალოსნების დიდი შრომისა და თავდადების შედეგია.
წარმატებები ბორჯღალოსნებო, გაიხარეთ და ჩვენც გაგვახარეთ!

0.117407