ქუთაისში შეკრებაზე მყოფმა რუსეთის 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ადგილობრივ “არესთან” მე-2 საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ისევ მარცხი განიცადა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველ ლიგაში მოთამაშე კლუბმა რუსებს საწყის შეხვედრაში 44:7 სძლია, გუშინ კი მეტოქე 44:22 დაამარცხა.
ქუთაისურმა კლუბმა სტუმრები, რომელთაც ტონგელი სპეციალისტი სიუა ტაუმალოლო წვრთნის, 8-ჯერ დაალელოვა.
რუსი მორაგბეები, რომლებიც 30 მარტიდან 7 აპრილამდე პორტუგალიის ქალაქ კოიმბრაში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, ქუთაისს დღეს დატოვებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
+1