შიდა რაგბი

19:10 | 3.02.2019 | ნანახია 1140 - ჯერ

აია 3:13 აკადემია - სენსაცია ქუთაისში

თბილისის ‘აკადემიამ’ ქუთაისში ‘აიას’ სენსაციურად, 13:3 აჯობა და გასავარდნ ზონას დაშორდა.

რადგან 10 მარტს ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის მეოთხე ტურში გერმანიას ქუთაისში მასპინძლობენ, თამაში ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა და საწყისი15 წუთი ქუთაისის ‘აიას’ შეტევებში გაილია, მაგრამ ‘აკადემიამ’ თავი დაიცვა, მერე თავად გადავიდა მეტოქის ნახევარზე და პირვეელივე შეტევა ლელოთი დაასრულა.

დერეფნის შემდეგ ბურთი საპირისპირო ფრთაზე გაიშალა და საბა ილურიძემ ლელო გაიტანა, ხოლო დავით მოძღვრიშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა. თამაში გათანაბრდა და 30-ე წუთზე სხვაობის გაზრდა კვლავ მოძღვრიშვილს შეეძლო, თუმცა გასატანი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა და ტაიმი სტუმრებმა 7:0 მოიგეს.

დაძაბული ბრძოლა მეორე ტაიმშიც გაგრძელდა და რადგან ქუთაისელები ლელოს გატანას ვერ ახერხებდნენ, დავით გობეჯიშვილმა 55-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა, თუმცა თბილისელები მეტოქეს შერკინებაში ჯობდნენ, ლელოდან 5 მეტრში ჯარიმა გამოიმუშავეს და 63-ე წუთზე მოძღვრიშვილმა საკუთარ გუნდს 7-ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა. მატჩის მიწურულს მანვე 38 მეტრიდან კიდევ ერთხელ გაიტანა და ‘აკადემიამ’ 13:3 იმარჯვა, ‘აიამ’ კი ბონუსიც დაკარგა.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.073929