‘ბათუმმა’ თბილისის ‘ლელო-სარასენსს’ დიდი 10-ის მე-12 ტურში უმასპინძლა, წვიმიან ბათუმში ხელოვნურსაფარიან მოედანზე 21:11 აჯობა და ორიოდე საათით დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა.
სტუმრები დისციპლინამ დააზარალა, ხშირად ჯარიმდებოდნენ და ზღვისპირელების 21-ივე ქულა, კარში დარტყმებით მამუკა ნინიძემ მოინაგრა.
მატჩის დებიუტში მასპინძლები 6:0 დაწინაურდნენ, თუმცა მე-20 წუთამდე ორი ჯარიმა მერაბ კვირიკაშვილმაც გაიტანა და წონასწორობა აღადგინა. ნინიძემ შესვენებამდე კიდევ სამი ჯარიმა მიითვალა და ‘ბათუმმა’ ტაიმი 15:6 მოიგო.
შეხვედრის ერთადერთი ლელო მეორე ტაიმის მე-10 წუთზე თბილისელებმა გაიტანეს. მიზანს ფრთაზე აკაკი ტაბუცაძემ უწია, თუმცა გარდასახვა არაზუსტი იყო. ნინიძემ მორიგი ჯარიმა 64-ე წუთზე გაიტანა, ხოლო გაწითლებულ დროზე მეშვიდე ზუსტი დარტყმა შეასრულა და ‘ლელო-სარასენსი’ ბონუსის გარეშე დატოვა.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია