ბორჯღალოსნები

14:45 | 1.02.2019 | ნანახია 1340 - ჯერ

რაგბი ევროპა: ბილეთების გაყიდვა დაიწყო
საქართველო - ესპანეთი, საქართველო - გერმანია

სულ მალე ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის მე-17 გათამაშებაში ჩაერთვებიან. 2019 წლის პირველ მატჩს ჩვენი გუნდი 9 თებერვალს კლუჟში (თბილისის დროით 16 საათზე), მასპინძელი რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს და ის ქართულ-რუმინული ურთიერთობების 300 წლისთავს მიეძღვნება.

9 თებერვალსვე ბორჯღალოსნებს წლის პირველი თასის მოპოვების შანსი ექნებათ - რუმინეთთან საზიარო „ანთიმოზ ივერიელის თასის“, რომელიც აქამდე 11-ჯერ აღგვიმართავს.

რაც შეეხება რაგბი ევროპის ჩემპიონატს, ის 2000 წლიდან იმართება და რადგან სამჯერ გამარჯვებული ორი წლის ჯამის მიხედვით ვლინდებოდა, აქამდე ჩატარებულ 16 ტურნირში 10-ჯერ გამარჯვება საქართველომ მოიპოვა, აქედან ბოლო 8 გათამაშებიდან 7-ჯერ (2017 წელს რაგბი ევროპა რუმინეთმა მოიგო).

2019 წელს საქართველო რუმინეთის გარდა კიდევ ორ გასვლით შეხვედრას გამართავს - 2 მარტს ბრიუსელში ბელგიასთან (თბილისის დროით 18 საათზე) და 17 მარტს კრასნოდარში რუსეთთან (16 საათი).

საშინამო მატჩები და ბილეთები

ბორჯღალოსნები ორ მატჩს შინ თამაშობენ - სულ მალე, 17 თებერვალს (18:00) ესპანეთს ავჭალაში ვეთამაშებით, ხოლო 10 მარტს (16:00) აია არენაზე (ქუთაისი) გერმანიას ვერკინებით.

ორივე საშინაო მატჩის ბილეთების ონლაინ გაყიდვა დაიწყო - www.TKT.GE/Rugby

www.rugby.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:02 | 01.02.2019
dinamo222 (692)

ახალი მაგარი ამბავი რომ მოხდა ჩვენი 6 ერთი შესვლასთან დაკავშირებით მაგაზე რატომ არაფერს არ წერთ ??

22:25 | 02.02.2019
არჩილ სოხუმელი (484)

რა ამბავია?

19:08 | 01.02.2019
jora84 (183)

მოდი პიშოს ნაბჟუტურევზე ნუ ვიხტუნავებთ, 6 ერის მამებმა იქით მიუთითეს სადაც აქამდე უთითებდნენ(სამწუხაროდ)

20:16 | 01.02.2019
dinamo222 (692)

მარტო პიშოს აზრი არაა ეგ თითქმის ყველა ქვეყნის ფედერაცია დათანხმდა მაგაზე და 6 ერის მამები დარჩებიან მალე სი რზე !

0.081283