ბორჯღალოსნები

15:25 | 31.01.2019 | ნანახია 721 - ჯერ

ნადოლო “ბორჯღალოსანთა” წინააღმდეგ აღარ ითამაშებს

ფიჯელმა ვარსკვლავმა ნემანი ნადოლომ, რომელსაც წესით მომავალ მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც უნდა ეთამაშა, მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და საერთაშორისო კარიერის დასრულება არჩია.
“უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში მინდორსა და მის მიღმა მთელს რიგ სიძნელეებს წავაწყდი, რომლებიც ოჯახის წევრებთანა და ახლობლებთან განვიხილე და შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღე.
უპირველეს ყოვლისა, მინდა უფალს მადლობა გადავუხადო, რათა ასეთ დონეზე თამაშის საშუალება მომეცა. 2010 წელს, როდესაც ფიჯის ნაკრების მაისური პირველად მოვირგე, ვერ ვიფიქრებდი, რომ ამ სიმაღლეებს მივაღწევდი.
მადლობას ვუხდი ეროვნულ ნაკრებში ჩემს მწვრთნელებს, ფიზიოთერაპევტებსა და თანაგუნდელებს, რომელთა დახმარების გარეშეც ვერაფერს გავაკეთებდი. ამ წლებს ყოველთვის დიდი სიამოვნებით გავიხსენებ.
იმ სიღრმისა და განვითარების გათვალისწინებით, რომელიც ფიჯის ნაკრებში ბექების მიმართულებით გვაქვს, ეჭვი არ მეპარება, რომ ჩემი შემცვლელები თავს ღირსეულად წარმოაჩენენ”, - აღნიშნა 30 წლის ნადოლომ, რომელსაც ნაკრების მაისურით ჩატარებულ 30 მატჩში 19 ლელო აქვს დადებული და მის აქტივში 224 ქულაა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ფიჯის სარაგბო ნაკრებები 2019 წლის მსოფლიო თასის დ ჯგუფში ითამაშებენ. “ბორჯღალოსნებისა” და “მფრინავი ფიჯელების” დაპირისპირება 3 ოქტომბერს, იაპონიის ქალაქ ჰიგაშიოსაკაში გახლავთ დაგეგმილი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085236